• რეკლამა
  • კონტაქტი
02:34, შაბათი, 13 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ქონებას ფლობს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა

ალია ავტორი - ალია
14:04 06-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
235

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ნათია თურნავა აირჩიეს.

ნათია თურნავა სებ-ის საბჭოს წევრი 2022 წლის ივნისში გახდა.

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს 2022 წლის თებერვლამდე იკავებდა. მას ქონებრივი დეკლარაციები 2018 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად აქვს შევსებული, მათ შორის უკანასკნელი დეკლარაცია აპრილში წარადგინა.

დეკლარაციის თანახმად, თურნავა მის მეუღლესთან, დავით ვეშაპიძესთან ერთად ფლობს არაერთ ბინას და მიწის ნაკვეთს, მათ შორის უკანასკნელი, 2020 წელს 75,000 დოლარად შეიძინეს. საუბარია თბილისში 207 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობას მოიცავს. 2020 წელსვე ნათია თურნავამ ჩუქების გზით მიიღო 33 კვადრატული მეტრის ბინა ბათუმში. ამას გარდა, დეკლარაციის მიხედვით ნათია თურნავა ფლობს 1,615 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს მცხეთის რაიონის სოფელ არაშენდაში, თბილისში ჭავჭავაძის ქუჩაზე 130 კვადრატული მეტრის ბინას, ზემო ვაკის შესახვევში 380 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს და მშენებარე სახლს.

ნათია თურნავას მითითებული აქვს დეპოზიტები 179 ათასი და 131 ათასი დოლარის ოდენობით. მის მეუღლეს კი მითითებული აქვს 42 ათასი დოლარის და 23 ათასი ევროს დეპოზიტები.

2022 წელს ნათია თურნავამ სებ-ის საბჭოს წევრობით 36,728 ლარის ანაზღაურება (6 თვე), ხოლო ეკონომიკის მინისტრობის ერთ თვეში კი 7185 ლარის ანაზღაურება მიიღო. რაც შეეხება მის მეუღლეს – დავით ვეშაპიძე კომპანია რუსთავის აზოტის დირექტორის მრჩევლის პოსტზე მუშაობდა და 2022 წელს 167,152 ლარის ანაზღაურება მიიღო.

2022 წელს ნათია თურნავამ უძრავი ქონების ნასყიდობით 325,000 დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო უძრავი ქონების გაქირავებით მიღებული შემოსავლები 6,250 დოლარს და 66,133 ლარს შეადგენდა. ასევე საკუთრების მინდობილობის ხელშეკრულებიდან თურნავამ 30,000 დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო სხვადასხვა კრედიტის მომსახურების ღირებულება მისთვის 46 ათას ლარს შეადგენდა.

წყარო – bm.ge

თეგები: ნათია თურნავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა

15:28 12-12-2025
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

13:58 12-12-2025
BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

13:49 12-12-2025
გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები
ახალი ამბები

გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები

12:52 12-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved