• რეკლამა
  • კონტაქტი
14:09, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ქონებას ფლობს რუსეთის პატრიარქი

ალია ავტორი - ალია
10:39 05-07-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
223

სანქციები რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის წინააღმდეგ. ევროკომისიამ პატრიარქ კირილის წინააღმდეგ პერსონალური აკრძალვების დაწესების რეკომენდაცია გასცა – დასავლური მედიის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, ახალი სანქციები 58 ადამიანის წინააღმდეგ წესდება და მათ შორისაა პარტიარქი კირილიც.

რუსეთის პატრიარქი ამტკიცებს, რომ რუსეთი არასდროს არავის დასხმია თავს და არავისთან სდომებია ბრძოლა. ეს უთხრა მან რომის პაპსაც, საუბრისას კირილი ფრანცისკეს 20 წუთის განმავლობაში არწმუნებდა თუ რა გამართლება აქვს ომს.

რუსეთის სულიერი მოძღვარი მისი მდიდრული ცხოვრების წესის გამო არაერთხელ აღმოჩნდა სკანდალის ეპიცენტრში, თუმცა ეპოქალურ სკანდალში 2012 წელს აღმოჩნდა. ინტერნეტში გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც მას 30 ათასი დოლარის ღირებულების შვეიცარული ფირმის საათი უკეთია. ფოტო საპატრიარქოს ოფიციალურ ვებსაიტზე იდო.

დიდი აუზრაურის შემდეგ ორიგინალი ფოტო საიტიდან აიღეს და ფოტოშოპით დამუშავებული სურათით ჩაანაცვლეს. ასე გაქრა პატრიარქის მაჯიდან საათი. თუმცა, ფოტოს დამუშავების მიუხედავად, მაინც შესამჩნევი იყო მაგიდის პრიალა ზედაპირზე დარჩენილი საათის ანარეკლი.

ამიტომ, რუსეთის საპატრიარქომ, რომელიც თავდაპირველად  პატრიარქის მაჯაზე ძვირადღირებული საათის არსებობის ფაქტს უარყოფდა, შემდეგ ბოდიში მოიხადა ფოტოს დამუშავებისთვის.

ბოდიში მოიხადა თვითონ პატრიარქმაც და პირობა დადო, რომ ის აღარასოდეს გაიკეთებდა უცხოური ბრენდების ძვირადღირებულ საათებს და გამოიყენებდა მხოლოდ რუსული ბრენდების იაფასიან საათებს, თუმცა ეს პირობა მან მალევე დაარღვია.

პატრიარქი საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ 2018 წელს აღმოჩდა, როდესაც მის მაჯაზე უკვე 16 000 დოლარიანი ღირებულების საათი შენიშნეს. შვეიცარული საათი ბრილიანტის თვლებით არის მორთული და მას ნიანგის ტყავისგან დამზადებული სამაჯური აქვს. საათი, გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მაშინ შენიშნეს, როდესაც პატრიარქი კირილი ერთ-ერთ ღონისძიებას დაესწრო – “ზნეობრივი ფასეულობები და კაცობრიობის მომავალი”.

უფრო მოკრძალებული, დაახლოებით ათასი დოლარის (55 850 რუბლის) ღირებულების, ფინური ფირმის სპორტული საათი პატრიარქის მაჯაზე ჟურნალისტებმა 2019 წლის ნოემბერში შენიშნეს, როდესაც პატრიარქი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა.

ძვირადღირებული საათის კოლექციის გარდა, რუსეთის პატრიარქის მფლობელობაშია სასახლე გელენჯიკში, რომელიც მისი ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული რეზიდენციაა. მისი ღირებულება ნახევარი მილიარდი დოლარია. პატრიარქის მეზობლები კი, ჟურნალისტების თქმით, პუტინი და მედვედევი არიან.

პატრიარქის ძირითადი, ოფიციალური რეზიდენცია მოსკოვის ოლქში მდებარეობს. მისი მოწყობა კირილემ მას შემდეგ დაიწყო, რაც პატრიარქი გახდა, რადგან რეზიდენციის იმდროინდელი მდგომარეობა მის გემოვნებას და მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. 2,5 ჰექტარზე გადაჭიმულ რეზიდენციაში 22 000 ევროს ღირებულების ავეჯი სპეციალური შეკვეთით კირილემ იტალიიდან ჩამოატანინა. რეზიდენციაში მოწყობილია ჯანმრთელობის ცენტრი, ასევე ავტოსადგომიც.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved