• რეკლამა
  • კონტაქტი
15:51, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ქონებას ფლობს მეუფე გრიგოლი? – “ბერად აღკვეცისას უქონლობის აღთქმა დადო…”

ალია ავტორი - ალია
15:10 06-22-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
75

154 კვ.მ. ბინა სამი ავტოფარეხით ძველ თბილისში, 74 კვ.მ ბინა საბურთალოზე,600 კვ.მ. მიწა ლისის ტბასთან, 7 არაკომერციული ორგანიზაცია და ერთი კომერციული კომპანია – ეს არც პარლამენტარი მილიონერისა და არც რომელიმე ბიზნესმენის ქონებაა, ეს ყველაფერი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის საკუთრებაა, რომელიც საჯარო რეესტრში მის სახელზეა გაფორმებული.

მიტროპოლიტის ქონებასთან დაკავშირებით პირველად ინფორმაცია, „აიფაქტიმ“ გამოაქვეყნა.

როგორ აგროვებს მიტროპოლიტი ასიათასობით ლარს პირადი უძრავი ქონების შესაძენად? მისი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის. ბიზნესს არ ფლობს. არც საგანმანათლებლო ორგანიზაციების ხელმძღვანელობისთვის უნდა იღებდეს კოლოსალურ ხელფასს საპატრიარქოსგან, რომლის წარმომადგენლებიც მუდმივად სახელმწიფო დაფინანსების უკმარისობაზე საუბრობენ და მის გაზრდას ითხოვენ.

გრიგოლ (გურამ) ბერბიჭაშვილი ბერად 1996 წელს აღიკვეცა. მიტროპოლიტობა კი 2007 წლის 3 ივნისს ებოძა.

ბერად აღკვეცისას გურამ ბერბიჭაშვილმა უქონლობის აღთქმა დადო, რომელიც, ფაქტია, რომ დაარღვია. საჯარო რეესტრის თანახმად, მის საკუთრებაშია შემდეგი უძრავი ქონება:

1. 154 კვ.მ. ბინა სამი ავტოფარეხით ძველ თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე. ეს ბინა მიტროპოლიტმა 2009 წლის აგვისტოში 150 ათას დოლარად შვილისთვის შეიძინა. ყიდვიდან სამი წლის შემდეგ შვილმა ეს ბინა მამას გადაუფორმა. ამ გარიგებაში შვილის წარმომადგენელი მამა იყო და დოკუმენტს მის ნაცვლად, ხელსაც მიტროპოლიტი გრიგოლი აწერს. დოკუმენტზე მჩუქებლისა და საჩუქრის მიმღების გასწვრივ მიტროპოლიტის ხელმოწერაა.

2. 74 კვ.მ ბინა საბურთალოზე, რომელიც 2008 წლის სექტემბერში დედამ გადაუფორმა.

3. 600 კვ.მ. მიწა ლისის ტბასთან, რომელიც 1999 წელს აუქციონით 5000 ლარად შეიძინა.

მიტროპოლიტი გრიგოლი ხელმძღვანელობს საპატრიარქოსა და საკუთარი ინიციატივით დაფუძნებულ 7 არაკომერციულ და ერთ კომერციულ ორგანიზაციას:

• ფოთის საგანმანათლებლო და კულტურულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი;

• საქართველოს საპატრიარქოს ფოთის ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი;

• ფოთის წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სასულიერო სემინარია;

• კავშირი ფოთის წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყვლის სახელობის სასულიერო სემინარია;

• ახალი საქართველოს უნივერსიტეტი;

• საქართველოს საპატრიარქოს ფოთის წმინდა ნიკოლოზის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა;

• ფოთისა და ხობის ეპარქიის განვითარების ფონდი (დააფუძნა მიტროპოლიტმა);

• შპს “ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა”.

მიტროპოლიტის შვილი, რომელსაც არც ბიზნესი აქვს და არც ინდ. მეწარმის სტატუსი, ფლობს 2014 წელს წყნეთში 225 ათასი დოლარად ნაყიდ 403 კვ.მ. მიწას 160 კვ.მ. სახლით.

ასევე შვილის სახელზეა რეგისტრირებული 33 კვ.მ. ფართის სასტუმროს ნომერი ბათუმში, ორბის კორპუსში, რომელშიც 2014 წელს 29,871 ლარია გადახდილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი – ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ახალი ამბები

ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი – ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია

14:09 07-04-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკში

11:03 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved