ირანში არსებული ვითარება საქართველოზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის კუთხითაც აისახება. როგორც „ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, ირანიდან შემოდიოდა დიდი რაოდენობით სოფლის მეურნეობის პროდუქცია, თუმცა არსებული გარემოება ლოგისტიკურ პროცესებს ართულებს.
„ირანში მიმდინარე დაძაბული მდგომარეობაში, თავისთავად ის ლოგისტიკური ხაზი ვერ იქნება ისეთი მოქნილი, როგორიც აქამდე იყო. ფიზიკურად ვერ მოხდება მეომარი ქვეყნიდან ჩვენი მიმართულებით დიდი რაოდენობით პროდუქციის შემოსვლა და, თავისთავად, გარკვეულ პოზიციებზე შეიძლება ფასნამატიც იყოს და არა ფასის დაკლება“, – ამბობს ბეჟიტაშვილი.
ირანიდან იმპორტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქციას შორის მეტი წილი რძის პროდუქტებზე, ციტრუსსა და ცალკეულ ბოსტნეულზე მოდის. კერძოდ,
2025 წელს საქართველომ ირანიდან შეიძინა:
-
რძე და ნაღები, შესქელებული ან შაქრის დამატებით – $14.7 მლნ;
-
ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები; რძის პასტები – $6.3 მლნ;
-
ციტრუსების ნაყოფი, ახალი ან გამხმარი – $2.9 მლნ;
-
სალათა და ვარდკაჭაჭა – $1.7 მლნ;
-
ნესვი, საზამთრო და პაპაია, ახალი – $1.2 მლნ.
საგულისხმოა, რომ 2025 წელს ირანთან სავაჭრო ბრუნვამ 290.5 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 9.6%-ით ნაკლებია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველო-ირანის სავაჭრო სალდო უარყოფითია – ორმხრივ ვაჭრობაში ძირითადი წილი იმპორტზე მოდის, ანუ საქართველო ირანიდან უფრო მეტ საქონელს ყიდულობს, ვიდრე ამ ქვეყანაში ყიდის.
რაც შეეხება მთავარ საექსპორტო და საიმპორტო საქონელს, საქსტატის მონაცემებით, ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:
TOP-5 საექსპორტო სასაქონლო ჯგუფი
- ხე-ტყის მასალა – 8.5 მლნ აშშ დოლარი;
- სიმინდი – 5.6 მლნ აშშ დოლარი;
- მანგანუმის ოქსიდი – 4.9 მლნ აშშ დოლარი;
- მსუბუქი ავტომობილები – 4.4 მლნ აშშ დოლარი;
- ხორბალი – 2.09 მლნ აშშ დოლარი.
TOP-5 იმპორტირებული სასაქონლო ჯგუფი
- მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული, მოუჭიქურებელი – 26.2 მლნ აშშ დოლარი;
- პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით – 20.08 მლნ აშშ დოლარი;
- რძე და ნაღები, შესქელებული ან შაქრის დამატებით – 14.7 მლნ აშშ დოლარი;
- ნახშირბადიანი ფოლადის კუთხოვანები, ფასონური და სპეციალური პროფილები – 14.2 მლნ აშშ დოლარი;
- წნელები ცხლად ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან თავისუფლად დახვეულ ბუხტებად – 13.9 მლნ აშშ დოლარი. (ბიემჯი)














კომენტარები