• რეკლამა
  • კონტაქტი
21:45, პარასკევი, 4 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა პროდუქცია შემოდიოდა ირანიდან? რა გავლენა ექნება იმპორტზე ომს?

ალია ავტორი - ალია
21:50 03-05-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,785

ირანში არსებული ვითარება საქართველოზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის კუთხითაც აისახება. როგორც „ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, ირანიდან შემოდიოდა დიდი რაოდენობით სოფლის მეურნეობის პროდუქცია, თუმცა არსებული გარემოება ლოგისტიკურ პროცესებს ართულებს.

„ირანში მიმდინარე დაძაბული მდგომარეობაში, თავისთავად ის ლოგისტიკური ხაზი ვერ იქნება ისეთი მოქნილი, როგორიც აქამდე იყო. ფიზიკურად ვერ მოხდება მეომარი ქვეყნიდან ჩვენი მიმართულებით დიდი რაოდენობით პროდუქციის შემოსვლა და, თავისთავად, გარკვეულ პოზიციებზე შეიძლება ფასნამატიც იყოს და არა ფასის დაკლება“, – ამბობს ბეჟიტაშვილი.

ირანიდან იმპორტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქციას შორის მეტი წილი რძის პროდუქტებზე, ციტრუსსა და ცალკეულ ბოსტნეულზე მოდის. კერძოდ,

2025 წელს საქართველომ ირანიდან შეიძინა:

  • რძე და ნაღები, შესქელებული ან შაქრის დამატებით – $14.7 მლნ;

  • ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები; რძის პასტები – $6.3 მლნ;

  • ციტრუსების ნაყოფი, ახალი ან გამხმარი – $2.9 მლნ;

  • სალათა და ვარდკაჭაჭა – $1.7 მლნ;

  • ნესვი, საზამთრო და პაპაია, ახალი – $1.2 მლნ.

საგულისხმოა, რომ 2025 წელს ირანთან სავაჭრო ბრუნვამ 290.5 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 9.6%-ით ნაკლებია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველო-ირანის სავაჭრო სალდო უარყოფითია – ორმხრივ ვაჭრობაში ძირითადი წილი იმპორტზე მოდის, ანუ საქართველო ირანიდან უფრო მეტ საქონელს ყიდულობს, ვიდრე ამ ქვეყანაში ყიდის.

რაც შეეხება მთავარ საექსპორტო და საიმპორტო საქონელს, საქსტატის მონაცემებით, ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:

TOP-5 საექსპორტო სასაქონლო ჯგუფი

  1. ხე-ტყის მასალა – 8.5 მლნ აშშ დოლარი;
  2. სიმინდი – 5.6 მლნ აშშ დოლარი;
  3. მანგანუმის ოქსიდი – 4.9 მლნ აშშ დოლარი;
  4. მსუბუქი ავტომობილები – 4.4 მლნ აშშ დოლარი;
  5. ხორბალი – 2.09 მლნ აშშ დოლარი.

 

TOP-5 იმპორტირებული სასაქონლო ჯგუფი

  1. მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული, მოუჭიქურებელი – 26.2 მლნ აშშ დოლარი;
  2. პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით – 20.08 მლნ აშშ დოლარი;
  3. რძე და ნაღები, შესქელებული ან შაქრის დამატებით – 14.7 მლნ აშშ დოლარი;
  4. ნახშირბადიანი ფოლადის კუთხოვანები, ფასონური და სპეციალური პროფილები – 14.2 მლნ აშშ დოლარი;
  5. წნელები ცხლად ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან თავისუფლად დახვეულ ბუხტებად – 13.9 მლნ აშშ დოლარი. (ბიემჯი)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

14:01 09-04-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved