• რეკლამა
  • კონტაქტი
23:44, ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ფორმით შეეხება “თელასს” Inter Rao-ს სანქცირება? – ევროკავშირი

ალია ავტორი - ალია
20:50 08-04-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,662

ევროკავშირის პრესსამსახურში BMG-ის წერილობით უპასუხეს კითხვებს, რომლებიც სანქციების ოცდამეერთე პაკეტის ეფექტს უკავშირდება თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანია „თელასზე“. ევროკავშირმა რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია PJSC Inter RAO UES სანქცირებულ პირთა სიაში 23 ივლისს შეიყვანა და მიუთითა, რომ სანქციები ვრცელდება ყველა იმ კომპანიებზეც რომლებშიც ის საკონტროლო წილს ფლობს.

Inter RAO არაპირდაპირ ფლობს „თელასში“ საკონტროლო წილს (75%-ს) ნიდერლანდებში რეგისტრირებული Silk Road Holdings B.V.-ის მეშვეობით. ამავე ჯგუფს Gardabani Holdings B.V.-ის მეშვეობით ეკუთვნის ხრამი I და ხრამი II ჰიდროელექტროსადგურები. ევროკავშირის სანქციების სიაში აღნიშნული კომპანიები ცალკე დასახელებული არ არიან.

BMG-მა ევროკომისიას სთხოვა განმარტება, ვრცელდება თუ არა სანქციებით გათვალისწინებული აქტივების გაყინვისა და სხვა შემზღუდავი ზომების რეჟიმი Inter RAO-ს მიერ პირდაპირ და არაპირდაპირ კონტროლირებულ შვილობილ კომპანიებზე, მათ შორის Silk Road Holdings B.V.-ზე, Gardabani Holdings B.V.-ზე, „თელასზე“, „თელმიკოსა“ და ხრამის ჰესებზე. კითხვები ასევე შეეხებოდა იმას, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სანქციებს ევროკავშირის ბანკებთან, მომწოდებლებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობაზე, რა შეზღუდვები მოქმედებს ნიდერლანდებში რეგისტრირებული ჰოლდინგური კომპანიებისთვის, არსებობს თუ არა გამონაკლისები კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, რა რეკომენდაციებს აძლევს ევროკომისია არაევროკავშირის მარეგულირებლებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, ასევე შეეხება თუ არა სანქციები საქართველოს მიერ Inter RAO-ს ნიდერლანდურ შვილობილ კომპანიებთან საერთაშორისო საარბიტრაჟო დავაზე დაკისრებული 139 მილიონ დოლარზე მეტი კომპენსაციის გადახდას.

ევროკავშირის პრესსამსახურის პასუხი სრულად ასეთია:

“ევროპის საბჭოს რეგულაცია (EU) №269/2014 ევროკავშირის ოპერატორებს აკისრებს ვალდებულებას, გაყინონ სანქცირებული პირის ან ორგანიზაციის (მათ შორის, PJSC Inter RAO UES-ის) კუთვნილი, მის საკუთრებაში არსებული, მის მფლობელობაში ან კონტროლის ქვეშ მყოფი ყველა ფინანსური სახსარი და ეკონომიკური რესურსი. ამასთან, ევროკავშირის ოპერატორებს ეკრძალებათ სანქცირებული პირისთვის ან ორგანიზაციისთვის, ან მათი სასარგებლოდ, პირდაპირ ან ირიბად, ნებისმიერი ფინანსური სახსრის ან ეკონომიკური რესურსის ხელმისაწვდომობა.

სანქციები ასევე ვრცელდება იმ არასანქცირებულ პირებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც სანქცირებული პირების ან ორგანიზაციების საკუთრებაში ან კონტროლის ქვეშ იმყოფებიან. თუ სანქცირებული ორგანიზაცია ფლობს ან აკონტროლებს სხვა კომპანიას, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ამ კომპანიის აქტივებიც სანქცირებული ორგანიზაციის კონტროლის ქვეშაა. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული აკრძალვები ვრცელდება იმ არასანქცირებულ კომპანიებზეც, რომლებიც სანქცირებული ორგანიზაციის საკუთრებაში ან კონტროლის ქვეშ იმყოფებიან.

ამასთან, აღნიშნული პრეზუმფცია შეიძლება თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში გაბათილდეს, თუ შესაბამისი ორგანიზაცია შეძლებს დაამტკიცოს, რომ სანქცირებულ პირს არ შეუძლია არც ამ ორგანიზაციის აქტივებიდან სარგებლის მიღება და არც მათი კონტროლი.

ევროკავშირის სანქციების აღსრულებაზე პასუხისმგებლობა წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ. ევროკავშირის საკრედიტო დაწესებულებებში სანქციებთან შესაბამისობისა და სათანადო შემოწმების (compliance and due diligence) დეპარტამენტები, როგორც წესი, სწორედ ისინი აფასებენ, არსებობს თუ არა საკუთრებისა და კონტროლის კავშირები სანქცირებულ პირებთან ან ორგანიზაციებთან.“- ნათქვამია პასუხში.

ევროკავშირის პრესსამსახურს BMG-მა ასევე ჰკითხა, ნიშნავს თუ არა Inter RAO-ს სანქცირება იმას, რომ საქართველომ უნდა შეაჩეროს კომპანიის ნიდერლანდურ შვილობილ კომპანიებთან საერთაშორისო საარბიტრაჟო დავაზე დაკისრებული, 139 მილიონ დოლარზე მეტი კომპენსაციის გადახდა, თუმცა EU-სგან მიღებული პასუხი აღნიშნულ საკითხს ცალკე არ შეხებია.

2026 წლის 27 ივლისს კი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია რომლის თანახმადაც, თელასის და თელმიკოს აბონენტები მომსახურების საფასურის გადახდას ეროვნულ ვალუტაში გააგრძელებდნენ.

31 ივლისს კი თავად “თელასში” BMG-ის განუცხადეს, 2026 წელს კომპანია დივიდენდს არ გასცემს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა

14:06 08-17-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved