პოლიტოლოგი გია ნოდია:
ჩვენში პოპულარული გახდა ტრამპის და ივანიშვილის შედარება. კი, რაღაც მსგავსება არის: ორივე პოლიტიკას უყურებს, როგორც ბიზნესს, ძირეულად ორივე ავტორიტარული ტიპია, და ორივე რაღაცნაირად დაფშტვენილია (თუმცა სხვადასხვანაირად).
მაგრამ განსხვავება უფრო მნიშვნელოვანია. ტრამპის ლოზუნგია „Make America Great Again”, მას მართლა სწამს, რომ ამერიკის სიდიადეს აღადგენს. რამდენად ახერხებს ამას, სხვა თემაა. ბიძინას ლოზუნგი უნდა იყოს „Make Georgia small and insignificant again“, „გახადე საქართველო პატარა და საწყალი“ – ისეთი, რომ ერთი მომცრო მილიარდერის პირად აგარაკად გამოდგეს.











კომენტარები