• რეკლამა
  • კონტაქტი
21:49, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა მოხდება ზამთარში – უკრაინა პარტიზანული ომისთვის მზადყოფნას აცხადებს

ალია ავტორი - ალია
16:31 11-29-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
84

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ახალი შეჭრის სავარაუდო სამიზნე უკრაინის სამხრეთში, ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე რეგიონებია. რუსმა აგრესორმა 100-ათასიანი სამხედრო ნაწილები უკრაინის საზღვრებთან უკვე განათავსა. იმის შესახებ, რომ პუტინი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება და 2008 წლის „ქართული სცენარის“ გამეორებით იმუქრება, „РБК-Украина“ წერს.

თუ რამდენად დიდი საფრთხის ქვეშ არიან უკრაინელები, ისიც ცხადყოფს, თუ რა განცხადება გააკეთა  უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა. მისი თქმით, 1 იანვრიდან უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების მობილიზების მზადყოფნა ცხადდება. სწორედ 2022 წლის იანვრიდან შედის ძალაში უკრაინის პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანონი „ეროვნული წინააღმდეგობის საფუძვლების შესახებ“. ეს კანონი სამხედრო მობილიზებას ამარტივებს, ახდენს ტერიტორიული თავდაცვის ძალების ფორმირებას და ლეგალურს ხდის „პარტიზანულ მოძრაობას“ ქვეყანაში. „საჭიროების შემთხვევაში ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონების გაშლა მოხდება კანონის შესაბამისად. გამოყენებული იქნება რეზერვები, შეიარაღება, იქნება მეთაურიც…ამიტომ მზად ვართ.“-აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.

საუბრები იმის შესახებ, რომ ზამთარში რუსეთის ფედერაცია უკრაინაზე ფართომასშტაბიან თავდასხმას გეგმავს, ბოლო კვირებია გააქტიურდა. გაჩნდა არაერთი დამადასტურებელი ცნობა იმის თაობაზე, რომ კრემლი სამხედრო ნაწილების დისლოკაციას ცვლის და სამხედრო ეშელონები უკრაინის საზღვრებისკენ მიემართება. რამდენიმე დღის წინ, ConflictIntelligenceTeam-ის ანალიტიკოსებმა ამ მოქმედებების ამსახველი ახალი ფოტო და ვიდეო ჩანაწერები აღმოაჩინეს. ექსპერტების თქმით, რუსული ტექნიკა უკრაინის საზღვრებისკენ „შემაშფოთებელი რაოდენობით“ მიემართება. მათ დააფიქსირეს სამხედრო ტექნიკის გადაადგილება ვორონეჟის ოლქში, ასევე ეშელონები სტავროპოლიდან ანექსირებული ყირიმის მიმართულებით. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ამ საჯარისო ნაწილების გადასროლა ხდება ნელი ტემპით, მაგრამ თუ მსგავსი ტემპი შენარჩუნდება, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ნაწილების რაოდენობა უკრაინის საზღვრებთან იქნება უფრო მეტი, ვიდრე ეს 2021 წლის აპრილში იყო, როდესაც რუსეთი ასევე მოსაზღვრე რეგიონებში სამხედრო ძალების მობილიზებას ახდენდა. „ასე თუ ისე, ჩვენ ვეთანხმებით სხვადასხვა სადაზვერვო სამსახურების შეფასებას იმის თაობაზე, რომ შესაძლო ოპერაციისთვის მზადყოფნა მიღწეული იქნება მინიმუმ ახალი წლის დასაწყისისთვის“-ამბობენ CIT-ის ანალიტიკოსები.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის განცხადებით, პარალელურად მიმდინარეობს მძლავრი პროპაგანდისტული საინფორმაციო კამპანია, რომელიც „ფაქტიურად თესავს შიშს უკრაინულ საზოგადოებაში, თესავს პანიკას“. ტელეკომპანია „ინტერის“ ეთერში საუბრისას მან თქვა, რომ რუსეთი  თავისი გეგმების რეალიზებისთვისეძებს ნებისმიერ პატარა მიზეზს. უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით,რუსეთმა პროვოკაციისთვის შეიძლება ნებისმიერი რამ გამოიყენოს. თუმცა, ამავე დროს მან თქვა, რომ უკრაინა ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის. „ჩვენ არ ვცდილობთ გავიგოთ რა ხდება პუტინის თავში. ეს უმადური საქმეა. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ მის თავში გაჩნდეს შემდეგი აზრი: ახალი თავდასხმა უკრაინაზე ძალიან ძვირი დაუჯდება, ამიტომ არ ღირს ამის გაკეთება“-განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრიკულებამ.

ის, რომ რუსული პროვოკაციული მოქმედებები შეუმჩნეველი არც საერთაშორისო საზოგადოებისთვის  არ დარჩენილა, ამაზე ნატოს გენერალური მდივნის განცხადებაც ცხადყოფს. მან პირდაპირ მოუწოდა რუსეთს, რომ არსებული დაძაბულობა განმუხტოს. რაც მთავარია, მან აბსოლუტურად გასაგებად თქვა, რომ თუ კრემლი უკრაინის წინააღმდეგ გაილაშქრებს, ამაზე პასუხს აუცილებლად აგებს.

მერაბ გოგოლაძე

თეგები: უკრაინა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved