• რეკლამა
  • კონტაქტი
23:51, სამშაბათი, 27 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა მოხდება, თუ გახარია არველაძის კანდიდატურას წარადგენს თბილისში? – “მელიას 38,8% მაინც დიდი პროცენტია“ – რამაზ საყვარელიძე

ალია ავტორი - ალია
15:35 08-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

კითხვაზე – „დღეს რომ ქალაქ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“? გამოკითხულთა 61.2% არჩევანს კახა კალაძეზე, ხოლო 38.8% ნიკანორ მელიაზე შეაჩერებს – ასეთია საერთაშორისო ორგანიზაცია GORBI–ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. კვლევა “იმედის” დაკვეთით ჩატარდა. ოპოზიცია კომპანია GORBI–ს კვლევის შედეგებს სანდოდ არ მიიჩნევს და ამბობენ, რომ “გორბი” “ქართული ოცნების” გაგრძელებაა”

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე for.ge-თან ამბობს:

შეიძლება ნარმანიას დროს მართლაც ნაკლები იყო მელიას რეიტინგი, მაგრამ მას მერე გადადგა მელიამ ხმაურიანი ნაბიჯები. ხმაური კი, ხელს უწყობს პოლიტიკურ რეიტინგს. რაც უფრო ხმაურიანია პოლიტიკოსი, მით უფრო მაღალი რეიტინგის შანსი აქვს. რაც შეეხება შედეგებს, ცოტა ძნელი დასაჯერებელია 38,8%.

არის IRI–ის კვლევა, რომლის მიხედვით „ნაციონალურ მოძრაობას“ ამხელა შედეგი არ ჰქონდა. მელიას ამომრჩეველი კი ნაციონალები არიან. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე არ მესმის კვლევის შედეგები. საერთოდ, მოწონება ძალიან ბუნდოვანი რამეა. როცა მოწონებაზე ეკითხებიან (ეს კითხვა მოსწონს IRI–ის და NDI–ის), რითი მოსწონს ადამიანს პოლიტიკოსი, ეს ცოტა ძნელი გასარკვევია. შეიძლება ჩაცმულობით, ან თვალის ფერით და ა.შ. მოწონება ბევრ რამეს გულისხმობს და მათ შორის პოლიტიკურ საქმიანობას. ამიტომ, შეიძლება ძალიან მოგწონდეს, მაგრამ ხმა არ მისცე. თუკი არ დასვი კითხვა – ხვალ, რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემ ხმას? – მარტო მოწონების ნაწილში კითხვა ინფორმატიული პოლიტიკური რეიტინგისთვის არ არის.

ისევ და ისევ, რა კითხვაა დასმული? თუ მოწონებაა კითხვა, მე არ ვიცი მოწონებიდან რა დასკვნა შეიძლება გაკეთდეს. თუ იქნებოდა კითხვა – ხვალ, რომ არჩევნები იყოს – ასეთ შემთხვევაში მივიღებდით იმას, რომ აირჩევდნენ კალაძეს, რაც ისედაც სავარაუდოა. 61,2% თუ მყარი ციფრია, რა თქმა უნდა, იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ კალაძე პირველივე ტურში იმარჯვებს, მაგრამ სპორტული ტერმინები რომ გამოვიყენოთ, გააჩნია როგორ გაიშლებიან სხვა კანდიდატები, რომ ერთმანეთს შეუტიონ. თუ მარტო კალაძე და მელია დარჩა მნიშვნელოვან ფიგურად, კალაძე პირველ ტურში გაიმარჯვებს.

რაღაცა პერიოდი იყო საუბარი, რომ გახარია წარმოადგენდა არველაძის კანდიდატურას, თვითონ გახარიაზეც იყო საუბარი, მაგრამ უშუალოდ გახარია სხვა კალიბრის ფიგურაა, მეეჭვება მის ინტერესში იყოს თბილისის მერობა. მაგრამ თუ არველაძის კანდიდატურას წარადგენს, მაშინ ძნელი სათქმელია, როგორ გადათამაშდება ძალები – თბილისისთვის არველაძე ნამდვილად მისაღები და პოპულარული ფიგურაა, ისევე როგორც კალაძე.

ოპოზიციის რიგებში მორალური და პოლიტიკური უპირატესობის მუხტი, რაც ბრძოლას სჭირდება, ცოტა ჩამქრალია. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს, გაერთიანების ცენტრი გაურთულდათ, საერთოდ ერთმანეთთან ურთიერთობა გაურთულდათ, ნახევარი წელი ქუჩაში იდგნენ და ვერავინ ვერ გაიგო რატომ იდგნენ. წამგებიან სვლებს მარტო მტერი არ ხედავს, მოყვარეც ხედავს.

ნაციონალებს ძალიან ბევრი წამგებიანი ნაბიჯი დაუგროვდათ და მე მგონია, რომ ამანაც, გარკვეული თვალსაზრისით, დაუკარგა ამომრჩველი და იმანაც, რომ ვერაფრით ვერ მოახერხეს ხალხის საჭირო რაოდენობის მობილიზაცია. ამ ყველაფერმა ჩაუქრო მათ საბრძოლო განწყობა. ოპოზიციის ამოცანაა საპარლამენტო არჩევნებამდე მიღწევა. თვითმმართველობის არჩევენზე რეალურ ამოცანას არ ისახავენ, რადგან შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს „ოცნების“ კანდიდატის უპირატესობა.

ძნელი სათქმელია პოლიტიკაში სად არის შეცდომა და სად არა. იმიტომ, რომ ხმაურიანობა უკვე მომგებიანია, მოსახლეობას ამახსოვრდება. მაგრამ თუ ჩავთვლით, რომ „გორბის“ კვლევა კორექტულად არის ჩატარებული, მაინც მიმაჩნია, რომ დიდი პროცენტია.

კორექტულობას იმ მხრივ ვამბობ, რომ სოციოლოგიაში ყველაზე კორექტული არის მაქსიმალური მიახლოება იმ სიტუაცასთან, რაზედაც აკეთებ პროგნოზს. თუ არჩევნებზე აკეთებ პროგნოზს, მაშინ უნდა ჰკითხო, ვის მისცემს ხმას და აღარ უნდა დაიწყო ლაპარაკი იმაზე, მოგწონს თუ არ მოგწონს. ამიტომ, კითხვაზე – ხვალ, რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემ ხმას? – პასუხად, რომ მიგვეღო 38,8% ძალიან მაღალი იქნებოდა. თუ გაიხსენებთ IRI–ის და NDI–ის კვლევებს, იქ მოწონების და არჩევის პასუხები ერთმანეთს არ ემთხვევა.

იმდენად პოპულარულია კალაძე, რომ დიდი შანსია იმისა თბილისში მეორე ტური არ შედგეს. მაგრამ, მეორე მხრივ, გამორიცხული არაფერია, სანამ არ გვეცოდინება თბილისის მერობის კანდიდატების სრული ნუსხა. ჯერ ვსაუბრობთ მხოლოდ ორ ფიგურაზე და მარტო ორ ფიგურაზე თქმა ძნელია. თუ, რომელიმე პარტიამ, ან ე.წ. ფანჩატურის ოპოზიციამ, ან გახარიას ოპოზიციამ იპოვეს ძალიან „თავშისაცემი“ ფიგურა, რაც ძალიან ძნელია, მაგრამ დაუშვათ იპოვეს, მერე უკვე თავიდან უნდა დადგეს საკითხი მეორე ტური იქნება თუ არა. რაც შეეხება რეგიონებს, არც ერთ რეგიონში არ გამოვრიცხავ მეორე ტურის ჩატარებას.

თეგები: რამაზ საყვარელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

,,ბიზნეს დიალოგი 2025“- ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება
ახალი ამბები

,,ბიზნეს დიალოგი 2025“- ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება

17:57 05-27-2025
აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად ახალი თიბისი ბარათებით
ახალი ამბები

აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად ახალი თიბისი ბარათებით

16:29 05-27-2025
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ახალი ამბები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

14:50 05-26-2025
თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved