• რეკლამა
  • კონტაქტი
04:22, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა მოხდება პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ?

ალია ავტორი - ალია
13:50 04-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,484

რომის პაპი ფრანცისკე 2025 წლის 21 აპრილს, აღდგომის ორშაბათს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ვატიკანის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, წმინდა მამა დილით, ადგილობრივი დროით 07:35 საათზე, საკუთარ რეზიდენციაში – კასა სანტა მარტაში – მშვიდად მიიცვალა.

გარდაცვალების შესახებ საზოგადოებას კარდინალმა კევინ ფარელმა აცნობა:
„ძვირფასო ძმებო და დებო, ღრმა მწუხარებით უნდა გაცნობოთ, რომ ჩვენი წმინდა მამა, ფრანცისკე, უფლის სახლში დაბრუნდა. მისი მთელი ცხოვრება უფლისა და ეკლესიის მსახურებას დაეთმო,“ – განაცხადა ფარელმა.

რას წარმოადგენს პაპის როლი?

პაპი არის კათოლიკური ეკლესიის მეთაური. კათოლიკეები მიიჩნევენ, რომ ის წარმოადგენს უშუალო მემკვიდრეს იესოს მოწაფე წმინდა პეტრესა, რაც მას უნიკალურ ავტორიტეტს ანიჭებს დაახლოებით 1.4 მილიარდი კათოლიკესთვის მთელ მსოფლიოში.

მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მორწმუნე ხელმძღვანელობს ბიბლიით, პაპის სწავლებები ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკლესიის დოგმებისა და პრაქტიკების ჩამოყალიბებაში.

პაპის სიკვდილის შემდეგ რა პროცედურებია?

ტრადიციულად, პაპის დაკრძალვა დიდ პომპეზურობას მოიცავს, თუმცა ფრანცისკემ სიცოცხლის განმავლობაში მოითხოვა პროცესის გამარტივება. ის დაკრძალული იქნება უბრალო ხის კუბოში, შიგნიდან თუთიის საფარით. ასევე გაუქმდა პაპის ცხედრის საზოგადოებრივი ხილვის ტრადიცია კათაფალკზე – ის დაკრძალვისას კუბოში დარჩება, მხოლოდ სახურავი იქნება მოხსნილი.

გარდაცვლილ პაპს არ დაკრძალავენ ვატიკანში, როგორც ეს საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა. ფრანცისკე პირველი პონტიფიკოსი იქნება ბოლო ასწლეულზე მეტში, რომელიც ვატიკანის გარეთ – რომში მდებარე წმინდა მარიამ დიდის ბაზილიკაში დაიკრძალება.

როგორ ირჩევენ ახალ პაპს?

ახალი პაპის არჩევის უფლება კარდინალთა კოლეგიას აქვს – ესაა ეკლესიის ყველაზე მაღალი რანგის სასულიერო პირები, რომელთაც პაპი თავად ნიშნავდა. ამჟამად მსოფლიოში 252 კარდინალია, თუმცა მხოლოდ 138 მათგანს აქვს ხმის მიცემის უფლება – დანარჩენები 80 წელს გადაცილებული არიან და მხოლოდ დისკუსიაში მონაწილეობენ.

პაპის არჩევა მიმდინარეობს დახურულ სხდომებზე – ე.წ. კონკლავზე – სიქსტის კაპელაში, რომელიც მიქელანჯელოს ფრესკებით არის მოხატული. კარდინალები ხმის მიცემას აგრძელებენ მანამ, სანამ ერთი კანდიდატი ხმების ორ მესამედს არ მოაგროვებს. ეს პროცესი რამდენიმე დღეს, ზოგჯერ კი კვირებს ან თვეებს გრძელდება.

როგორ ხდება ახალი პაპის არჩევის გამოცხადება?

როდესაც პაპი აირჩევა, სიქსტის კაპელიდან ტრადიციული თეთრი კვამლი ამოდის – ეს არის ნიშანი იმისა, რომ კათოლიკე ეკლესიას ახალი პაპი ჰყავს. მალევე, წმინდა პეტრეს მოედანზე მდებარე აივნიდან ჩანს ახალი პონტიფიკოსი, ხოლო ერთ-ერთი მაღალი რანგის კარდინალი აცხადებს სიტყვებს „Habemus Papam“ – რაც ლათინურად ნიშნავს „გვყავს პაპი“.

ახალი პაპი ხშირად ირჩევს ახალ სახელს – მაგალითად, ფრანცისკეს ნათლობა სახელი ხორხე მარიო ბერგოლიო ჰქონდა, ხოლო პაპობისას მან წმინდა ფრანცისკე ასიზელის პატივსაცემად ახალი სახელი აირჩია.

ვინ შეიძლება გახდეს პაპი?

თეორიულად, ნებისმიერი ნათლული კათოლიკე კაცი შეიძლება აირჩიონ პაპად. თუმცა პრაქტიკაში, კარდინალები, როგორც წესი, ერთ-ერთ თავიანთ კოლეგას ირჩევენ.

2013 წელს არგენტინელი ხორხე ბერგოგლიო გახდა პირველი პაპი სამხრეთ ამერიკიდან – რეგიონიდან, სადაც მსოფლიოში კათოლიკეების დაახლოებით 28% ცხოვრობს. მიუხედავად ამისა, ისტორიულად კარდინალები ხშირად ირჩევდნენ ევროპელ, განსაკუთრებით კი იტალიელ კანდიდატებს – 266 პაპიდან 217 სწორედ იტალიელი იყო.(ფორმულა)

თეგები: რომის პაპი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved