• რეკლამა
  • კონტაქტი
01:43, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რა მოხდება ~5 წლის შემდეგ, და საიდან ვიცით ეს…” – მეცნიერი ცოტნე ჯავახიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:33 07-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
363

 სან დიეგოს სკრიპსის ბიოსამედიცინო კვლევების ინსტიტუტის გენომიკისა და სინთეტური ბიოლოგიის მეცნიერი ცოტნე ჯავახიშვილი:

“> to jab or not to jab for dummies

ანუ

> აცრა – არაცრა ჩლუნგებისთვის

ანუ

> რა მოხდება ~5 წლის შემდეგ, და საიდან ვიცით ეს

კორონაზე თითქმის ყველამ ყველაფერი იცის – რნმ გენომი, ყველაზე დიდი ცნობილ რნმ ვირუსებში, ე წ proof reading-ი ანუ მუტაციების გასწორების ფუნქცია, მუტაციების სიხშირის რეგულირება და ახალი ვარიანტების პანტა-პუნტი “საჭიროების” შემთხვევაში, და სხვ.

ამ “და სხვ.” ში არის ერთი მახასიათებელი რაც ბევრად საშიშია ვიდრე ის რასაც დღეს ვხედავთ.

ძალიან მოკლედ: გრიპის დროს თავი, სახსრები, და სხვ. იმიტომ კი არ გტკივათ რომ ვირუსი იქ შეძვრა და რაღაცეები გააფუჭა. (გრიპის ვირუსის რეცეპტორები სასუნთქი გზების და ფილტვის ქსოვილებზე “ზიან” და ვირუსიც ამ ქსოვილებს აზიანებს). გტკივათ იმიტომ რომ ორგანიზმი ინფექციას პასუხობს და ისვრის განგაშის მოლეკულებს, ე წ ციტოკინებს. ციტოკინები დარბიან მთელ სხეულში. იწვევენ ანთებას. ანთება – ტკივილს. მოკლედ ასეა.

კორონაც სჩადის ამ ყველაფერს. მააააგრამ ამის გარდა (გრიპის ვირუსისგან განსხვავებით) უშუალოდ, პირდაპირ აზიანებს სხვა ქსოვილებს იმიტომ რომ უჯრედში კორონასთვის შესაღწევი რეცეპტორი ისევე ზის ამ სხვა ქსოვილებზე, როგორც სასუნთქ გზებზე და ფილტვებზე.

რაც უფრო მაღალია ვირუსის ტიტრი, ანუ რაც მეტი ვირუსია დაინფიცირებულში (სიმპტომების მიუხედავად), მით მეტია სხვადასხვა ქსოვილებშიც კორონას შეღწევის ალბათობა. ეს ნანახი და დადასტურებულია სისხლძარღვების, ღვიძლის, კუჭმაჭის, თირკმლის, ნეირონების, ტესტიკულების, თვით გულის კუნთის უჯრედშიც კი. ზიანი შეიძლება “ეგრევე” შესამჩნევი არ იყოს. მაგრამ ~5 წელიწადში უკვე კლინიკაშიც გამოჩნდება პათოლოგიების ახალი, ერთი შეხედვით “უცნაური” კომბინაციები. ამიტომ ერთი შეხედვა არ კმარა.

ე წ დელტა ვარიანტით დაინფიცირებულებს ვირუსის განსაკუთრებით მაღალი ტიტრი აქვთ. განსაკუთრებით აუცრელებს. დელტა ვარიანტი ვრცელდება სწრაფად. მიადგა ბავშვებს. თუ შევხედავთ როდის დაიწყო გავრცელება, და ამას დავუმატებთ ე წ ლამბდა ვარიანტის ტალღებსაც, და ამას დავუმატებთ რომ ამ ტალღების შეჩერება შეუძლებელია, ცხადია რომ ახალი ვარიანტები უკვე ტივტივებენ. დაჭერა, მონათვლა, და ახალი ვაი-ვიში დროის საკითხია.

პანდემიის ტალღების მატარებელი ერთეული, კვანტა თუ გნებავთ, არის ერთი ცალკე აღებული ადამიანი.

რაც მეტი იქნება აუცრელი, მით დიდი იქნება ტალღა.

მსოფლიოს ნახევარი რომ არ აცრილიყო, დღემდე 4 კი არა, 20 მილიონი დაიღუპებოდა. ოცი მილიონი.

ვაქცინაცია დღეს არის ერთადერთი გზა თავიდან ავიცილოთ კატასტროფა. არ გეწყინოთ (ან გეწყინოთ) და ისე ჩანს, ამ კატასტროფის მასშტაბები ხალხის დიდ ნაწილს ვერ წარმოუდგენია. არამარტო ჩვენთან. გასაგებია რომ გენომის წაკითხვა ყველას არ შეუძლია. არც არის საჭირო. ვინც კითხულობს, იმას მოვუსმინოთ.

შეჯამება:

1. აუცრელ ადამიანში კორონა ბევრ ორგანოს აზიანებს. დაზიანებები მცირეა მაგრამ მრავლობითი. შედეგი უცებ არ ჩნდება. პატარა ნაბიჯებით გროვდება. როცა გამოჩნდება გვიან იქნება.

2. ახალი ვარიანტ(ებ)ი სწრაფად ვრცელდება. განსაკუთრებით ბავშვებში.

3. კარგა ხნის წინ ვეშაპებზე ნახეს გიგანტური კალმარის საცეცის კვალი. ატყდა ამბავი. კინოებიც გადაიღეს. გიგანტი ვერ იპოვეს. გაირკვა რომ ვეშაპს ბავშვობაში ჩხუბი მოუვიდა ჩვეულებრივ კალმართან. მერე გაიზარდა და “შრამიც” გაეზარდა.”

თეგები: ცოტნე ჯავახიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved