• რეკლამა
  • კონტაქტი
01:50, ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა მოითხოვეს ელჩებმა და ვის ეძებს ახლა ოპოზიცია? – “ოპოზიცია გამალებით ეძებს ისეთ ადამიანს, ვინც…”

ალია ავტორი - ალია
15:45 03-05-2021
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
143

როგორც მოსალოდნელი იყო, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად არჩევის შემდეგ, ნიკა მელიას დაკავება დროის ამბავი იყო და ახალმა პრემიერმაც არ დააყოვნა – მელია დააპატიმრეს. ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ზუსტად იმ სცენარს გაჰყვა, რომელიც „ალიაში“ ექსკლუზიურად გვეწერა.

მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამაგრდა, მაგრამ გულახდილად ვთქვათ – ის ძალიან მარტივად აიყვანეს და ვერც გიგი უგულავას ბაქი-ბუქმა, სპეცრაზმს ვცემო და ვერც ნინო ბურჯანაძის მიერ საგანგებოდ ამ დღისთვის ჩაცმულმა ჯინსებმა შედეგი ვერ მოიტანეს. რეალურად, ოპოზიციის ლიდერთა ნაწილი საერთოდ არ ჩანდა და მელიაც მშვიდად დააპატიმრეს. მშვიდად თქო, იმიტომ, ვამბობთ, რომ გვახსოვს ადრე დაპატიმრებებიც, ოფისებში შევარდნებიც და იქიდან ცემა-ტყეპით გამოყვანილი ხალხიც.

მელიას დაკავებას დასავლელი პარტნიორების მხრიდან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, მაგრამ მოდით, რეალობას თვალი გავუსწოროთ – პრაქტიკულად, გამორიცხულია, „ოცნების“ მაღალჩინოსნებს დასავლელი პარტნიორებისთვის არ ეთქვათ, რას და როგორ აპირებდნენ. მეტიც, ჩვენ გვიდასტურებენ, რომ საქმის კურსში ევროპელი ელჩებიც იყვნენ და ამერიკის საელჩოც. უბრალოდ, ისინი ვალდებული იყვნენ გაეკეთებინათ ის განცხადება, რომელიც გააკეთეს. ამასთან ერთად, ისიც გვითხრეს, რომ ელჩებთან შეხვედრაზე მისულ ოპოზიციას პირდაპირ უთხრეს, გვანახეთ უკმაყოფილო ხალხის მასა, რომელსაც არ მოსწონს არც არჩევნების შედეგი და არც მელიას დაკავება. ამიტომაც იყო, დაანონსებული აქციის გადაწევის წინადადებით სწორედ ოპოზიცია რომ გამოვიდა, მაგრამ „ოცნებაში“ კარგად იცოდნენ მათი რესურსიც და ელჩების მოთხოვნაც. შემთხვევითი არ იყო სოციალურ ქსელში დრონით გადაღებული ფოტოების დაყრა – ყველამ ნახა, რომ ამომრჩეველში პოლიტიკური ტემპერატურა ვერც მელიას დაკავებამ ასწია. ერთი-მეორის მიყოლებით დაანონსებული აქციები კი მხოლოდ იმის იმედადაა, ეგებ ხელისუფლებამ სადმე საჭიროზე მეტი ძალა გამოიყენოს და შემდეგ ოპოზიციას სასაუბრო მიეცეს, თუმცა სამართალდამცავები უმკაცრესად არიან გაფრთხილებული – ძალა უნდა იყოს ადეკვატური.

„ოპოზიციას ბოლო ლახვარი პროკურატურამ ჩასცა, როცა განაცხადა, რომ თუ მელია გირაოს გადაიხდის, მზად არიან აღმკვეთი ღონისძიება შეუცვალონ და სასამართლოს კვლავ გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართონ. მაგრამ ახლა ისე აღარ გამოვა, მელიამ პირობა დადოს, გადავიხდიო და არ გადაიხადოს. მან ჯერ უნდა გადაიხადოს გირაო, შემდეგ – საპყრობილე დატოვოს. ოპოზიცია ელჩებს ვერ უხსნის, რატომ ზის მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ციხეში მაშინ, როცა შეუძლია თავისუფლებაზე 9 ათას დოლარად გამოვიდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ციხეში ჯდომა მელიას თვითმიზანია და ამის გამართლებას დასავლეთში ოპოზიციონერები უბრალოდ ვერ ახერხებენ“, – გვეუბნება ჩვენი წყარო და რამდენად სარწმუნოა ეს ამბავი, ამას დრო გვიჩვენებს.

ჩვენი წყაროსვე ინფორმაციით, ოპოზიცია გამალებით ეძებს ისეთ ადამიანს, ვინც გირაოსაც გადაიხდის და თან არც იმის წინააღმდეგი იქნება, რომ ოპოზიციამ ლანძღოს და „ოცნების“ მოგზავნილი ეძახოს. გაგიკვირდებათ და, ქართულ რეალობაში ასეთი ადამიანის პოვნაც არის შესაძლებელი. ის, რომ მელიას ციხეში ყოფნამ აზრი დაკარგა, ელჩებმა ოპოზიციას უკვე უთხრეს და იმის იმედი, რომ საქართველოში ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი რამეს შეცვლის, უბრალოდ სისულელეა. ჯერ ერთი, შარლ მიშელი მხოლოდ საქართველოში არ მოდის და ჩვენს გარდა, უკრაინას და მოლდოვას მოივლის. შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზთან აპირებს ჩასვლას და ევროპის მხარდაჭერას აღგვითქვამს, ანუ მისი ვიზიტი არის რიგითი შემოვლა იმ ქვეყნების, სადაც, როგორც წესი, დადიან და ამხნევებენ ხოლმე, არ შეგეშინდეთ, თქვენს გვერდით ვართო.

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ოპოზიციას არც ადამიანური რესურსი აქვს და აღარც ისეთი ქარიზმატული ლიდერი ჰყავთ, როგორიც მელია იყო. მოლოდინი, რომ სამართალდამცავები ნაციონალების ოფისში ვინმეს დააზიანებდნენ და მორიგ დასისხლიანებულ სახეებს აჩვენებდნენ ტელე-ეთერით, არ გამართლდა და ახლა ოპოზიცია ჩიხშია, საიდანაც გამოსავლის პოვნა ურთულესი იქნება. ყოველდღიურად იმაზე აპელირება, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით, თუ ჩვენს გვერდით მელია იქნება, აღარ ამართლებს – ხელისუფლებას „სერიოზული არგუმენტი“ აქვს, გადაიხადეთ გირაო და იქნება.

ანი დვალიშვილი, ალია

თეგები: 2020 არჩევნებიოპოზიცია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:16 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს  უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

16:03 07-08-2026
“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
ახალი ამბები

“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს

15:59 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

15:55 07-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved