• რეკლამა
  • კონტაქტი
17:59, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა კრიტერიუმით უნდა შევადაროთ სესხები ყველაზე იაფი სესხის საპოვნელად?

ალია ავტორი - ალია
17:46 01-19-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,334

თუ გვსურს, რომ მივაგნოთ იაფ სესხს ჩვენთვის ხელსაყრელი პირობებით, აუცილებელია სესხების შესადარებლად გამოვიყენოთ ორი კრიტერიუმი. ესენია – ნომინალური საპროცენტო განაკვეთი და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი.

ნომინალური საპროცენტო განაკვეთი

ნომინალური საპროცენტო განაკვეთი არის სესხის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც მითითებულია ხელშეკრულებაში და ასახავს უშუალოდ სესხის თანხაზე დარიცხულ პროცენტს. იგი არ მოიცავს სესხის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს, როგორიცაა გატანისა და დამტკიცების საკომისიო, დაზღვევის საკომისიო და ა.შ.

 

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

ეფექტურ საპროცენტო განაკვეთში, ნომინალურისაგან განსხვავებით, გათვალისწინებულია ყველა ხარჯი, რაც თან ახლავს სესხის აღებას. იგი აერთიანებს არამხოლოდ ნომინალურ პროცენტს, არამედ ყველა იმ გადასახდელსა თუ საკომისიოს, რომლის გადახდაც სესხის აღებიდან მის დაფარვამდე გვიწევს.

 

ნომინალურისა და ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შედარება

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნომინალური საპროცენტო განაკვეთის მიხედვით დაანგარიშებული თანხა სესხის ძირითადი ხარჯია, თუმცა ასევე არსებობს სხვა სახის ფინანსური ხარჯები, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია, რომ სხვადასხვა ალტერნატივა შევადაროთ. ამისათვის გამოიყენება ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, რომლის დაანგარიშებისას სესხის აღებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და ამ ხარჯების გადახდის დრო არის გათვალისწინებული.

ასე რომ, სხვადასხვა ალტერნატივის შედარებისას სწორედ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთი არის ის მთავარი ფაქტორი, რასაც უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება.

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი პროდუქტის ფასის ერთგვარი პროცენტული გამოხატულებაა.

ორი სხვადასხვა შეთავაზების შედარებისას შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ერთ სესხზე ნომინალური საპროცენტო განაკვეთი უფრო მცირეა, ვიდრე მეორეზე, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი ორივე შეთავაზების შემთხვევაში შესაძლოა იდენტური იყოს. ამის მიზეზი სავარაუდოდ ის არის, რომ პირველ სესხს, გარდა საპროცენტო ხარჯისა, სხვა ტიპის ხარჯიც ახლავს თან, როგორიცაა მაგალითად სესხის გაცემის საკომისიო.

ეფექტურსა და ნომინალურ საპროცენტო განაკვეთებს შორის განსხვავებას ის დამატებითი ხარჯები ქმნის, რომლებიც მომხმარებელს სესხის დამუშავების, გაცემისა და მომსახურებისთვის ეკისრება.

 

 

თეგები: ეფექტური საპროცენტო განაკვეთინომინალური საპროცენტო განაკვეთისესხი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved