• რეკლამა
  • კონტაქტი
16:42, კვირა, 20 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რა კითხვებს დავუსვამდი პრემიერს იმედის ჟურნალისტის ადგილზე?“ – ზვიად ტომარაძე

ალია ავტორი - ალია
14:36 03-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,632

„ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:

„რა კითხვებს დავუსვამდი პრემიერს იმედის ჟურნალისტის ადგილზე?
1. ბატონო პრემიერო, გამჭვირვალობა გავიგეთ, მაგრამ პროტესტის მთავარ საკითხზე, აგენტის სტატუსთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? მაგ კანონით ხომ ყველა ვინც იმსახურებდა და არ იმსაუხრებდა აგენტის იარლიყს აიკრავდა და რამდენად სამართლიანი იქნებოდა ყველას იმიჯის შელახვა?
2. ვინაიდან პარლამენტარების დიდი ნაწილი ყოფილი ენჯეოს წარმომადგენელია, მაგ კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს რომ აგენტებით გამოტენილი პარლამენტი ეყოლებოდა, ეს უხერხულობას ხომ არ შექმნიდა?
3. წლებია საქართველოს პარლამენტი უცხო ქვეყნებიდან წამოსული დირექტივებით იმართება და შესაბამისად თვითონ დირექტივების შემსრულებლები, ანუ იგივე აგენტები არიან, სხვას იგივე საქმიანობას რატომ უშლიან?
4. კანონის ადრესატი ვინ იყო, თქვენ პრაიდის მომხრე ორგანიზაციებს ახსენებთ და კობახიძე-თალაკვაძემ ნამოხვანჰესის პროტესტის უკან მდგომი ორგანიზაციები დაასახელა, იქნებ გაგვარკვიოთ, ვინ იყო კანონის პირდაპირი ადრესატი?
5. თუ თქვენ დაგიჯერებთ, მაშინ გკითხავთ, განა მაგ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით არ იქნა მიღებული თქვენი ხელისუფლების მიერ ის მრავალი კანონი, რომელიც ტრადიციული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელი იყო? ახლა რატომ გახდენ ეგ არასამთავრობოები მიუღებელი ხელისუფლებისთვის? რა შეიცვალა?
6. ასე ნაჩქარევად რა აუცილებლობას წარმოადგენდა კანონპროექტის კენჭისყრაზე დაყენება, თუ პარლამენტს კანონპროექტი მაინც ვენეციის კომისიაში უნდა გაეგზავნა, ხომ არ აჯობებდა, ჯერ დალოდებოდით იქიდან პასუხს?
7. 1938 წელს მიღებული ამერიკული კანონი მაშინ ევროპაში მძვინვარე ფაშიზმისა და საბჭოთა კავშირში კომუნიზმის წინააღმდეგ მიიღეს, ახლახანს კანადაც მაგ კანონს, როგორც განაცხადეს არჩევნებში ჩინეთის გავლენის გასანეიტრალებლად იღებს და თქვენი საფრთხის ობიექტი ვინ იყო? ანუ ქვეყანა საფრთხეს საიდან გრძნობს?
8. როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ელოდება და ხელისუფლებაც ასრულებს 12 პუნქტიან მოთხოვნებს, ხოლო აღნიშნული კანონი მე-7 და მე-10 პუნქტებს ეწინააღმდეგება, ეს ხომ რბილად რომ ვთქვათ ნიშნავს არათანმიმდევრულობას?
9. ნებისმიერ სამართლიან პროტეტს, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ იქნება მიმართული, ნაციონალური მოძრაობა, ან საზოგადოებაში სხვა ნდობა დაკარგული ორგანიზაცია თუ პერსონა შეუერთდება, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მათთან გაიგივების გამო საზოგადოებამ ზოგადად პროტესტზე უარი უნდა თქვას?
10. ბატონო პრემიერო, სხვა ამერიკული კანონმდებლობის გადმოტანაზე ხომ არ ფიქრობს ხელისუფლება? მაგალითად”სასურსათო უსაფრთხოების შესახებ”, “პატრიოტულ აქტზე”, კანონი “ტენდერების შესახებ”, სადაც ადგილობრივ წარმოებებს უპირატესობა ენიჭებათ უცხო კომპანიებთან შედარებით, სასამართლო კანონმდებლობის, რის მიხედვითაც სასამართლო არც წლობით იწელება როგორც ჩვენთან და სამართალიც ადვილად საპოვნელია, კანონი უმუშევრების კომპენსაციაზე და სხვა?“
თეგები: ზვიად ტომარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved