• რეკლამა
  • კონტაქტი
17:54, პარასკევი, 19 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რა ხერხებით აპირებთ მთავრობის გა@მევინებას?” – რა კითხვები დაუსვეს ზუკა ბერძენიშვილს სუს–ში?

ალია ავტორი - ალია
01:08 04-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,051

სამოქალაქო აქტივისტი, ზუკა ბერძენიშვილი:

“მეგობრებო, შევეცდები რაც შეიძლება მოკლედ მოგიყვეთ რა ხდებოდა დღეს სუს-ში გამოკითხვაზე.
მოკლედ – იმიტომ, რომ უამრავი სხვა მნიშვნელოვანი რამ ხდება და არ მინდა ბევრი დრო წაგართვათ, მაგრამ,
მაინც – იმიტომ, რომ არც ისაა მთლად უმნიშვნელო, რომ ამათი ფაფხურის არ გვეშინოდეს და კიდევ ხმას ვერ ვიღებდეთ თურმე როცა ქვეყანას ესე ღიად ალპობს ძალაუფლების სადავეებს ისტერიულად ჩაფრენილი ეს კრიმინალების ხროვა, რომელიც თავისი მოკლე ჭკუით თვითგადარჩენისთვის რა საზიზღარ გზებსაც არ უნდა მიმართავდეს, მაინც მუდამ კარიკატურული რეჟიმის მცდელობად დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.
დამისვეს წინასწარ შედგენილი 15 კითხვა, სადაც პირველივე პასუხი პასუხობდა დანარჩენ 14-ს, მაგრამ არ დავზარდი და 14-ნაირად გადავმარცვლე.
ძირითადად მეკითხებოდნენ, ვგეგმავ თუ არა კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი გზით დამხობას და ვაბაზრებ თუ არა ამას მე თვითონ საჯარო პოსტით, სადაც ვთაგავ სახელმწიფო “უსაფრთხოების” სამსახურს ჩემი ხელით, რათა შემდეგ დეტალურად ჩავუკაკლო აღნიშნული საიდუმლო გეგმის შესახებ. მიუხედავად შეკითხვის აბსურდულობისა, მათ შორის იმიტომაც, რომ კონსტიტუცია დიდი ხანია ტრაკში გაგვიკეთეს და შესაბამისად ვერავითარ კონსტიტუციურ წყობას ქვეყანაში ვერ ვხედავ, მაინც გულმოდგინედ და გულახდილად ავხსენი ყველა ჩემი გეგმა და მოტივაცია, რომელიც იმ “საეჭვო” პოსტშიც საკმაოდ ნათლად იკითხება.
მე დიალოგის რამდენიმე ფრაგმენტს მოგიყვებით და დანარჩენს, დარწმუნებული ვარ, თქვენით მიხვდებით:
– განგვიმარტეთ, რას ნიშნავს და რა გზებითა თუ ხერხებით აპირებთ მთავრობის გადაგდებას, გადატრიალებასა და… ისა რა ქვია… გაჯმევინებას?
– გადაგდება, გადატრიალება, გაჯმევინება არის ლექსიკონი, რომელიც განაპირობა კონსტიტუციით განსაზღვრული ძალაუფლების წყაროს – ხალხის დაკვეთის ბოლო რამდენიმე არჩევნებზე უგულებელყოფამ და ხელისუფლების არაკანონიერი გზებით შენარჩუნებამ, შესაბამისად, მისი მართვის სადავეებისგან ჩამოშორება აშკარაა გვიწევს მისივე ნების საწინააღმდეგოდ, იძულების გზით. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის დასრულებას ვაპირებ მისთვის ხელშემშლელი ნებისმიერი არაძალადობრივი მაგრამ რადიკალური გზით.
– გეგმავთ თუ არა ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას და როგორ აპირებთ ხელისუფლების წარმომადგენლების ძვლებში დამტვრევას?
– ჯერ ერთი ზუსტ ციტატაში საუბარი მაქვს არა ზოგადად ხელისუფლების წარმომადგენლებზე, ვისაც მაგალითად თქვენც წარმოადგენთ ახლა, არამედ “ამ ჯოჯოხეთის მმართველ რგოლებზე” (ზეპირსიტყვიერად გავანდე დამსახურებული ნაძირლების ნუსხა ივანიშვილის, ღარიბაშვილის, გომელაურის, ლილუაშვილის და მათ შორის გახარიას სახით) და მერე მეორე, როგორც უკვე მოგახსენეთ, მე კი არ ვაპირებ მათ ძვლებში დამტვრევას, არამედ ხაზს ვუსვამ, რომ მიუხედავად ასეთი მოპყრობის საბაბისა და შესაძლებლობის არსებობისა, საზოგადოებას რომ აქამდე არ მიუმართავს მსგავსი გზებისთვის, ეს სწორედ იმას ცხადყოფს, რომ ჩვენს ქვეყანაში მოძალადე მთავრობაა და არა საზოგადოება. პოსტშიც სწორედ იმის არგუმენტები მაქვს მოყვანილი, როგორ ცდილობს მთავრობა რომ მოვლენებს ყოველ ჯერზე ძალადობრივი განვითარებისკენ უბიძგოს და რომ ამ გზით სიარულით ისინი თავისი ხელით დაიმხობენ თავს, მიუხედავად იმისა, ვგულშემატკივრობ თუ არა მე პროცესების ასეთ უკონტროლო განვითარებას. ანუ, შიშში თქვენ უნდა ცხოვრობდეთ და არა ჩვენ. დამნაშავე ხელისუფლებისთვის საუკეთესო სასჯელი არის სამართლებრივი პასუხისგება, თუმცა ისტორია გვაჩვენებს, რომ მაგალითად ჩაუშესკუმ ვერ მიაღწია სასამართლომდე. შესაბამისად, მე ძალადობრივ დასასრულზე კი არ ვმუშაობ, არამედ მის პრევენციაზე. თორემ არც შტაზიში უნდოდათ რომ მათი ცენტრალური ოფისი ბოლოს მოქალაქეებს დაელეწათ შიშველი ხელებით და არც მოქალაქეებს უნდოდათ რა თქმა უნდა რომ მათი უშიშროების სამსახური ასეთი მოღალატეობრივი ყოფილიყო.
და ა.შ.
შეკითხვაზე, თუ ვიცი, რომ ძალადობრივი მოწოდებები ისჯება კანონით, ვუპასუხე რომ ვიცი, რომ წესით ისჯება და შემდეგ მოვითხოვე, რომ ყველას თავის სინდისში ჩაეხედა, როცა 5 ივლისის მომწყობი სუსის ოფისში მახარაძის და მორგოშიას დაუსჯელობის ფონზე ამ შეკითხვას მისვამდნენ.
ძირითადად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ თვითონაც ეცინებოდათ, რომ საქმე ფორმალურად სისხლის სამართლის 317-ე მუხლითაა აღძრული, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდებას გულისხმობს. რადგან არსებობს ამ საქმის განვითარების ორად ორი გზა: ან წყვეტენ გამოძიებას მტკიცებულებების არარსებობის გამო, ან მიჭერენ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობის გამო. და მეორე ვარიანტში რომ ყველაზე მეტად ნამდვილად მე გავერთობი, ყველა ხვდება.
მაგრამ, გამოკითხვით ყველა ვარიანტში უნდა გამოვეკითხე, რადგან როცა ასეც აგებენ და ისეც, უწევთ ნაკლები წააგონ და ჩათვალეს, რომ ასე საჯაროდ ვიღაცამ მთავრობის ძვლებზე იმსჯელოს და ჩვენ არც კი ჩავეკითხოთ, აბა რაღანაირი ბუები გამოვდივართო… მაგრამ, რა ვიცი აბა, ვინ უფრო ჰგავს ჩვენში შეშინებულს, მე ჩემი ძალიან მკაფიო ვერსია მაქვს და თქვენი დასკვნები, თქვენთვის მომინდია, ჩემო ძვირფასო თანამოქალაქენო…
მთავარი კი ამ ამბავში ისაა, რომ რა აბსურდიც არ უნდა გაგვისერიოზულონ და რა ინტენსივობითაც არ უნდა ამოქოქონ რეპრესიის მანქანა, ღირსებაზე უარესს ვერაფერს წაგვართმევენ და ღირსებას კი – ვერასდროს.
ისტორიის შავ ფურცლებზე დიდი ასოებით შესვლა ნამდვილად არავის ეხალისება, ხოლო ვინც ასეთი “თავზეხელაღებულია” მათ ჩვენ ყოველთვის გავუღიმებთ და ძალიან ამაყად ვეტყვით:
რუსკი ვაენი კარაბლ!
პიშოვ ბი ტი ნახუი
?
პ.ს. ისე, თავაზიანად მეპყრობოდნენ და ცხელი შოკოლადიც კარგი აქვთ.
#ვისაცგადაბზრიალებაუნდასაწოლშიგადაბზრიალდეს“
თეგები: ზუკა ბერძენიშვილისუსიქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
გახსენი 20-21 დეკემბრის შეთავაზებები თიბისის საახალწლო კალენდარზე
ახალი ამბები

გახსენი 20-21 დეკემბრის შეთავაზებები თიბისის საახალწლო კალენდარზე

12:43 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved