• რეკლამა
  • კონტაქტი
19:10, სამშაბათი, 21 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ხდებოდა აბაშიძის პროცესზე და რა ვერ ახსნეს მოწმეებმა? – უჩა აბაშიძე დუმილის უფლებით სარგებლობს

ალია ავტორი - ალია
19:29 09-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
554

ბრალდებული ბლოგერი უჩა აბაშიძე მისი მეუღლისგან, ბრალდებულ მარიამ იაშვილისგან განსხვავებით, ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს და მას პოზიცია არ შეუცვლია.

დღევანდელ სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა, ბრალდების მხარის 3 მოწმე, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტები და ასევე, ერთ-ერთი დაზარალებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიკითხა.

საქმის პროკურორის, ანი ხახანაშვილის განმარტებით, ბრალდების მხარის მოწმეებმა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს. თუმცა, ვინაიდან სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება, დეტალები უცნობია.

უჩა აბაშიძის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განმარტებით, მოწმეთა დაკითხვის პროცესში მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდა. მისივე თქმით, მოწმეთა ჩვენებაში არათანმიმდევრულობა გამოიკვეთა, მათ შორის, მოწმეები ჩვენებებში ვერ ხსნიდნენ იმ გარემოებებს, რაც გამოძიების ეტაპზე ჰქონდათ დადასტურებული.

ცნობისთვის, უჩა აბაშიძესა და მარიამ იაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება – შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

როგორც ირკვევა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარე წლის 4 მაისს, სულ სხვა საქმეზე დაიწყო. კერძოდ კი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე. სამართალდამცველებმა უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს. გამოძიება ამტკიცებს, რომ ბრალდებულებმა საცხოვრებელ ბინაში სხვადასხვა ვიდეო-აუდიო მოწყობილობები ფარულად დაამონტაჟეს, რომელთა საშუალებითაც მარიამ იაშვილსა და სხვადასხვა პირებს შორის განხორციელებულ ინტიმურ კავშირს უკანონოდ იღებდნენ.

ამასთან, სახელმწიფო ბრალდების ცნობით, დაკავებულებმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს.

გამოძიების მტკიცებით, ჩანაწერებში საზოგადოებისათვის ცნობილი პირებიც ფიგურირებენ, თუმცა, პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაციის მოპოვება და შენახვა, თუ მართლაც ამ ფაქტს ჰქონდა ადგილი, ერთნაირად დანაშაულია ცნობილი, თუ არაცნობილი პირების შემთხვევაში. გამოძიება არ აკონკრეტებს, მაშინ, როცა სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, რა საჭიროებას წარმოადგენდა ამ უკანასკნელი ინფორმაციის გახმოვანება. ცნობისთვის, სწორედ ეს ფრაზა გახდა მიზეზი, არაერთი ადამიანის მიმართ ჭორის, ღირსების შემლახველი ინფორმაციების გავრცელების სოციალურ ქსელში, თუმცა, გამოძიება, ამ ეტაპზე, ამ ფაქტებით არ დაინტერესებულა.  

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved