• რეკლამა
  • კონტაქტი
00:37, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ხდება და რა შეიძლება მოხდეს ირანის გარშემო ძალიან მალე? – ზურაბ ბატიაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:26 02-20-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,496

ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:

რა ხდება და რა შეიძლება მოხდეს ირანის გარშემო ძალიან მალე?
✅ უახლოეს დღეებში/კვირეებში შეიძლება მოხდეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ახლო აღმოსავლეთში ბოლო ათწლეულების განმავლობაში. შეიძლებას კი იმიტომ ვამბობთ, რომ ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, შესაძლო საჰაერო შეტევა ირანზე გამოიწვევს თუ არა იქ რეჟიმის შეცვლას. რეჟიმის შეცვლის შემთხვევაში კი ირანის სათავეში შეიძლება მოვიდეს პროდასავლური ძალა, რომელიც მთლიანად შეცვლის ახლო აღმოსავლეთში ათწლეულების განმავლობაში დამკვიდრებულ ძალთა ბალანსს (ეს კი სხვათაშორის, არ აწყობთ არაბულ ქვეყნებს, რადგან ასეთი სურათის შემთხვევაში დაეცემა მათი ფასი აშშ-სთვის. ისინი პროდასავლურობაში კონკურენციას ვერ გაუწევენ 90 მილიონიან, ნავთობითა და ბუნებრივი აირით გაცილებუთ მდიდარ ირანს);
✅ მართალია, პარალელურად აშშ-ირანის მოლაპარაკებების პროცესიც მიმდინარეობს, მაგრამ ყოველგვარი შედეგის გარეშე. ირანში ფიქრობენ, რომ თუ ისინი დათანხმდებიან ამერიკელების პირობებს, ეს ფაქტიური კაპიტულაცია იქნება, რამაც რეჟიმის ჩამოშლა შეიძლება გამოიწვიოს. ამიტომ მათთის მიუღებელია ეს პირობები და შესაბამისად მოლაპარაკებებისგან რამე კონკრეტულს ნაკლებად უნდა ველოდოთ;
✅ იმ უშველებელ სამხედრო ძალას, რასაც ამერიკელები თავს უყრიან რეგიონში, დიდხანს უფუნქციოდ ერთ ადგილზე ვერ გააჩერებენ. შედეგის მიღწევის გარეშე მათ უკან ვერ წაიყვანენ (ამერიკელთა პირობებს კი ირანი არ თანხმდება). ეს იქნებოდა კატასტროფა ტრამპის ადმინისტრაციის პრესტიჟისტის. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ახლოვდება შუალედური არჩევნები აშშ-ში, სადაც რესპუბლიკელებს უმრავლესობის შენარჩუნება სურთ. იქ კი რესპუბლიკელები (შესაბამისად, ტრამპის ადმინისტრაცია) ძლიერები უნდა ჩანდნენ. ამიტომ, ყოველდღიურად იზრდება ირანზე (ამერიკა-ისრაელის) შეტევის მიტანის ალბათობა. პირადად მე მგონია, რომ ტრამპმა თუ გადაწყვეტილება მიიღო, რამადანის დასრულებასაც არ დაელოდება;
✅ შეტევისას პირველი სამიზნეები, რა თქმა უნდა, ირანში ჩატანილი რუსულ-ჩინური საჰაერო თავდაცვის სისტემები იქნება. წინა საჰაერო თავდაცვის სისტემები ირან-ისრაელის 12 დღიანი ომის დროს განადგურდა, რისი მხოლოდ 15%-ის აღდგენა შეძლეს. შესაბამისად, მათ მალე გაანადგურებენ, რის შემდეგაც დაიწყებენ სამხედრო-პოლიტიკურ ლიდერებზე/ობიექტებზე შეტევის მიტანას. აშშ-სა და ისრაელს შეუძლიათ ირანის ეკონომიკურ ობიექტებზეც (მაგალითად, ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზეც) მიიტანონ შეტევა, რაც თითქმის ქვის ხანაში გადაისვრიდა ქვეყანას. მაგრამ გრძელვადიანად ეს არ აწყობთ (თვლიან, რომ რეჟიმის შეცვლის შემდეგაც საჭირო იქნება მათი არსებობა). ამიტომ ისინი (მინიმუმ ამ ეტაპზე) არ არის სამიზნეში ამოღებული;
✅ რა თქმა უნდა, არავითარი დიდი სამხედრო ოპერაცია (ტანკებითა და დიდი ცოცხალი ძალებით შეტევები) არ იქნება. ამას დიდი მსხვერპლი მოყვებოდა, რაც მიუღებელია შემტევი მხარისთვის. შესაძლოა მცირე ზომის სპეცოპერაციები? ალბათ შესაძლებელია, მაგრამ ამაზე ზუსტი პასუხი ალბათ მხოლოდ ძალიან შეზღუდულ წრეს აქვს აშშ-ში და ისრაელში;
✅ რამდენადაც ირანს მაინც აქვს რაკეტები და დრონები, ის შეეცდება საპასუხო შეტევის მიტანას. ამ შემთხვევაში სამიზნეები იქნება ისრაელი, აშშ-ს ბაზები, არაბული ქვეყნების ნავთობგადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა და ა.შ. მაგრამ ისრაელიც ემზადება ამისთვის და ამერიკელებმაც ჩაიტანეს დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები რეგიონში. ნავთობის ფასებმა უკვე მოიმატა, მაგრამ ეს დროებითი იქნება და კონფლიქტის დასრულების შემდეგ ისევ დაიკლებს;
✅ შექმნილი სიტუაცია არაპირდაპირ გამოწვევებს ქმნის ჩვენთვისაც. მაგალითად, თუ კონფლიქტი დიდხანს გაგრძელდა, თუ ჩამოიშალა ირანის ეკონომიკა და შეიქმნა ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხე, შეიძლება წარმოიშვას ლტოლვილთა ნაკადები. ირანის მოსახლეობა კი 90 მილიონია. მისი მხოლოდ 2%-იც რომ ამოძრავდეს, 1,8 მილიონი ადამიანია. ისინი კი ნამდვილად არ დაიძვრებიან ავღანეთისკენ და პაკისტანისკენ. უფრო ჩრდილოეთ და დასავლეთ მიმართულებით წასვლას არჩევენ. არის საქართველო ამ სცენარისთვის მომზადებული? რა თქმა უნდა არა;
✅ მოკლედ, ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები ირანის გარშემო (კულმინაციაც მალე იქნება) და დროდადრო შემოგთავაზებთ ხოლმე ჩემ მოსაზრებებს მის შესახებ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved