• რეკლამა
  • კონტაქტი
05:32, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ხდება ახლა ირანში და რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს მას? – ზურაბ ბატიაშვილი

ალია ავტორი - ალია
01:42 01-09-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,843
ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:
რა ხდება ახლა ირანში და რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს მას?
✅ ირანში გრძელდება დეკემბრის ბოლოს დაწყებული გამოსვლები, რომლის ტრიგერად ეკონომიკური პრობლემები იქცა. უფრო კონკრეტულები რომ ვიყოთ, ეს იყო ფასების ზრდა და ეროვნული ვალუტის რეკორდული გაუფასურება (ახლა 1 აშშ დოლარის ფასი 1,4-1,5 მილიონი რიალის ფარგლებში მერყეობს და არ ჩანს მისი დასტაბილურების პერსპექტივა);
✅საპროტესტო გამოსვლები თეირანის ბაზრის წვრილმა და საშუალო ბიზნესმა დაიწყო და ის მალევე გადაედო პატარა ქალაქების მოსახლეობას (ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე ასეთ პატარა ქალაქზე ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი);
✅ ირანში სწრაფი ტემპით იცვლება მოვლენები. ეკონომიკური მოთხოვნებიც მალევე გადაიზარდა ხელისუფლების საწინააღმდეგო პოლიტიკურ მოთხოვნებში;
✅ ამავე დროს უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ გამოსვლები არ შეეხო ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ პროვინციებს;
✅ ირანში არ არსებობს ერთიანი ან ორგანიზებული ოპოზიცია. ამის მიუხედავად, ნათლად გამოიკვეთა, რომ პროტესტანტების უმრავლესობა შაჰის მმართველობის აღდგენას უჭერს მხარს;
✅ ახლანდელ პროტესტს, წინა გამოსვლებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვანი საგარეო ფაქტორიც გააჩნია. თუ ადრე გარედან ჩარევა ფაქტიურად გამორიცხული იყო, ახლა ეს ძალზედ რეალურია;
✅ ამაში დიდ როლს ასრულებს ისეთი პრეცედენტები, როგორებიცაა 2025 წლის ივნისში მომხდარი ირან-ისრაელის 12 დღიანი ომი და სულ ახლახანს მადუროს დაკავების ოპერაცია;
✅ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ მასიური ძალადობის შემთხვევაში აშშ სამხედრო ძალით ჩაერევა მოვლენებში. საქმე რომ სახუმაროდ არაა, ამაზე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების ამ რეგიონის მიმართულებით გადასროლის ფაქტიც მეტყველებს;
✅ ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არც ისრაელი დარჩება გვერდით. თუმცა, ამ ეტაპზე ისრაელს სხვა ამოცანებიც აქვს – მაგალითად, ლიბანში მოქმედი პროირანული “ჰესბოლას” განადგურების საქმის ბოლომდე მიყვანა, სადაც დაბომბვებს ახლაც ახორციელებს;
✅ ბევრს მიაჩნია, რომ სწორედ ეს გარედან შესაძლო ჩარევის საფრთხე აიძულებს ირანის ხელისუფლებას შედარებით უფრო ლმობიერი იყოს დემონსტრანტების მიმართ (წინა წლების გამოსვლებისას გაცილებით მკაცრი იყო ხელისუფლების რეაგირება და მსხვერპლიც გაცილებით დიდი იყო);
რა შეიძლება მოხდეს?
✅ ვერავინ იტყვის, ზუსტად რა შეიძლება მოხდეს. რამდენადაც გამოსვლები სპონტანურია და არ იმართება ერთი ცენტრიდან, თეორიულად ბევრი რამ შეიძლება მოხდეს;
✅ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული როგორც გარე აქტორების (აშშ, ისრაელი) ქმედებებზე, ისე – თავად ირანელებზე. კერძოდ იმაზე, თუ როგორ გააგრძელებენ ისინი მოქმედებას. მაგალითად, თუ იქნება საყოველთაო გაფიცვა/გაფიცვები, ამან შეიძლება კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააყენოს ხელისუფლება;
✅ ერთი რამ, რაც დანამდვილებით შეიძლება ითქვას, არის ის, რომ ეკონომიკური სირთულეები, რის გამოც დაიწყო ეს ყველაფერი, მოკლე დროში ვერ აღმოიფხვრება. ხელისუფლების დაპირება, რომ თითო მოქალაქეს 7 აშშ დოლარის შესაბამის თანხას გადასცემს, დიდი ვერაფერი გამოსავალია;
✅არადა მეტის დარიგების საშუალება მართლაც არ არსებობს. ნავთობითა და ბუნებრივი აირით მდიდარი ქვეყანა უმძიმესი სანქციების ქვეშ ცხოვრობს და მცირედი სავალუტო შემოსავლებიც, რომელიც მას გააჩნდა, ძირითადად უცხოეთში ირანის გავლენის ზრდისთვის (ასადის რეჟიმი, “ჰესბოლა”, “ჰამასი”, ჰუსიტები და ა.შ.) იხარჯებოდა და ისიც ხომ უშედეგო აღმოჩნდა;
✅ ამიტომ, პროცესი მხოლოდ ახლა დაიწყო და მას თავისი გაგრძელება ექნება, რაზეც შესაბამის მოსაზრებებს დროდადრო შემოგთავაზებთ ხოლმე მომავალში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved