• რეკლამა
  • კონტაქტი
14:25, სამშაბათი, 9 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა კავშირშია სუსის მიერ გუშინ დაკავებულ მაღალჩინოსანთან მდინარაძის მეუღლე?

ალია ავტორი - ალია
21:35 02-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
146

გუშინ სუსმა სუს-მა „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი დააკავა.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, წინასწარი განზრახვის შესაბამისად, 34 550 ლარით გაზრდილ ფასად შპს „ტექრეისერსისგან“ შეისყიდა 23 ერთეული კომპიუტერი, ე.წ. „ლეპტოპი“, გაზრდილი ფასის შედეგად დარჩენილ სხვაობა კი ჩაიჯიბა.

ასევე, სუს-ის ცნობით, ააიპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში“, სააგენტოს ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, თავისი რეკომენდაციით, 2019 წლის აგვისტოში დაასაქმა ორი პირი, რომლებიც მასთან წინასწარი შეთანხმებით არ ასრულებდნენ დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს, არ ცხადდებოდნენ სამსახურში, სახელფასო ბარათები გადაცემული ჰქონდათ ადმინისტრაციის ყოფილი უფროსისთვის, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა აღნიშნული პირების სახელზე ჩარიცხულ 29 000 ლარს.

“ალია” დაინტერესდა მერიის აღნიშნული აიპის საქმიანობით, ჯერჯერობით რაც გავარკვიეთ, ხელფასები საკმაოდ მაღალია ამ სამსახურში.

არ გაგიკვირდებათ, ალბათ, ან გაგიკვირდებათ, მაგრამ ზუსტად ამ სამსახურში მუშაობს უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის მეუღლე – ნათია კუნჭულია 2018 წლის თებერვლიდან დღემდე – როგორც ეს მერიაში დაგვიდასტურეს.

ნათია კუნჭულია მანამდე მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის მომსახურების ცენტრის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა და მისი ხელფასი 2017 წელს (იგულისხმება მთელი წლის ხელფასი) – შეადგენდა 16430 ლარს.

აი, როგორც კი ააიპ – „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ -ში დაიწყო მუშაობდა, 2018 წლის 10 თვის მანძილზე მისმა ხელფასმა შეადგინა – 30 900 ლარს!

10 თვეში 30 900 ლარი – თვეში – 3090 ლარია!

ვნახოთ მამუკა მდინარაძის მეუღლის თანამდებობაც – საქმისწარმოების მხარდაჭერის სამსახურის უფროსი!

ყველაფრის მხარდაჭერა გამიგია – აი, საქმისწარმოების მხარდაჭერა რა არის?

ე.ი. მუნიციპალური სერვისების საქმისწარმოებას სჭირდება მხარდაჭერა.

არადა, ყველა მუნიციპალურ სერვისს ჰყავს საქმისმწარმოებელი, რომელმაც თუ საქმე არ იცის – გადავამზადოთ!

რა მხარდაჭერა? რის 30 900 ლარი?

მოკლედ, სუსმა ოპერატიული ინფორმაციის შემდეგ შევედით ამ აიპიშიო – რა თქმა უნდა არ ვიცით, ოპერატიული ინფორმაციის წყარო – აბა, საიდან?

მაგრამ, იმ ოპერატიულ ინფორმაციაში სხვა თანამშრომლებზე არაფერი ეწერა?

არც მერზე ეწერა რამე?

საერთოდ რა საჭიროა ამდენი აიპი, რომელსაც ამდენ ფულს ვუხდით? რა იყო, მერია, საკრებულო და გამგეობები ვერ აუდიან საქმეს?

არ იცით რა გააკეთოთ? – გაჩვენებთ გასაკეთებლებს, თქვენ ფული მოიტანეთ!

გახსენით ხალხის მხარდასაჭერი სამსახურიც – რა მოხდება.

და დააწესეთ, პოლიტიკოსების ქმრების და ცოლების სამსახური, ასე სათითაოდ რომ არ ვეძებოთ!

ძალიან უცნაური ამბავი კი არის ისე, 23 კომპიუტერში – 34 550-ად რომ შეისყიდა აიპის ადმინისტრაციის უფროსმა – ბუღალტერს არ გაუჩნდა კითხვა?

თანამშრომლები რომ ჰყავდა გაფორმებული და სამსახურში არ დადიოდნენ – ვერავინ ამჩნევდა ამას? ვერც ერთი თანამშრომელი? როდის მერე აღარაა დანაშაულის შეუტყობინებლობა დანაშაული?

ააა, კორუფციის მხარდაჭერის სამსახური არ გყავთ, ჯერ, ალბათ!

ასეა, თუ ისე, მამუკა მდინარაძის მეუღლე საქმისმწარმოებლის მხარდაჭერისთვის თვეში 3000 ლარზე მეტს იღებს ხელფასს და აგერ, გუშინ მდინარაძის ცოლის თანამშრომელი დაუჭერია სუსს სისხლის სამართლის დანაშაულისთვის – რას არ გაიგებ, კაცი!

ალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

“ჯივიპი” წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასა და მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს
ახალი ამბები

“ჯივიპი” წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასა და მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს

16:53 12-08-2025
ახალი ამბები

რა კითხვებს სვამენ მეწარმეები ბიზნესის დაწყებამდე? – თიბისი

15:42 12-08-2025
ახალი ამბები

თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია

15:10 12-08-2025
შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით
ახალი ამბები

შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით

12:35 12-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved