• რეკლამა
  • კონტაქტი
16:32, ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა კავშირი აქვს ბაგაცკისის საქართველოსთან? – “უკრაინას დედას აგინებენ, იღვრება ფაშისტური ზიზღი, აი, ეს არის ამათი სახე” – ბექა კობახიძე

ალია ავტორი - ალია
02:20 07-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,570
ასოცირებული პროფესორი, ბექა კობახიძე, აქვეყნებს ლინკს და წერს:
“უკრაინის ნაკრების მწვრთნელი არის ლატვიელი აინარს ბაგაცკისი, ვინც საკალათბურთო კლუბ სოხუმის მწვრთნელი იყო 2011 წელს.
რა მოხდა ს.კ. სოხუმში: ლეგიონერებით და უცხოელი მწვრთნელით დაკომპლექტებული გუნდი გავიდა ევროთასებზე, ხოლო კლუბის მფლობელი თვეების მანძილზე არ იხდიდა ხელფასს. ევროთასების პირველ მატჩზე გუნდი არ აპირებდა გასვლას, სანამ ხელფასს არ გადაუხდიდნენ. მფლობელმა მისცა პირობა რომ გადით თამაშზე და განმეორებით მატჩამდე დაგიფარავთ დავალიანებასო. გავიდნენ, 30 ქულა მოიგეს, მაგრამ მფლობელმა გადააგდო. წავიდნენ გასვლით თამაშზე და 35 ქულა წააგეს, სავარაუდოდ განზრახ. გავარდნენ.
ბაგაცკისი საქართველოდან წავიდა და, როგორც ჩანს, მას შემდეგ აღრენილია.
რა მოხდა დღეს: ახლა ბაგაცკისი არის უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ერთმანეთს ეთამაშებოდნენ საქართველო-უკრაინა. მატჩის დასრულებამდე 8 წამით ადრე უკრაინა იგებდა 13 ქულას და დარჩენილი ჰქონდა ბოლო შეტევა. ანუ, ფაქტობრივად, მოგებული ჰქონდათ თამაში. ბაგაცკისმა აიღო ტაიმ-აუტი, რათა ბოლო შეტევა დაეგეგმა და ბურთი ჩაეგდოთ.
რატომ გააკეთა ეს?
1. ეს ჯგუფური ეტაპია და ბურთების სხვაობა ტურნირის ბოლოს ვის როგორ გამოადგება, არავინ იცის;
2. რეალურ სცენარსა და რეალურ მოწინააღმდეგესთან, მწვრთნელმა გუნდი ავარჯიშა ბოლო წამებზე ბურთის ჩაგდებაში;
როგორც წესებით, ასევე მორალურ-ლოგიკურად, ჰქონდა ამ ტაიმ-აუტის აღების უფლება.
ამაზე ახტა ჩვენი სათადარიგოთა სკამი, როგორ გვაკადრაო რომ 13 ქულით მოგება არ ყოფნის და მეტი უნდაო. შეიქნა გაწევ-გამოწევა.
საპასუხოდ, ბაგაცკისმა ხელი არ ჩამოართვა საქართველოს ნაკრების მწვრთნელს და ჩვენს სათადარიგოთა სკამს უხამსი ჟესტი აჩვენა. ამის შემდეგაც და მანამდეც არაერთი ხეპრე განცხადება გააკეთა.
მოკლედ, ბაგაცკისი კაი გვარიანი ქაჯია, მაგრამ არც ისეა საქმე, როგორც მუდამ გვასწავლიან, რომ ცამდე მართლები ვართ.
ეს იქით იყოს, სახელისუფლებო არხებმა ბაგაცკისის პირადი “გონკები” ხელზე დაიხვიეს, მისი გვარი არც ახსენეს და ატრიალებენ რომ უკრაინის მწვრთნელმა (!) საქართველოს ნაკრებს შეურაცხყოფა მიაყენა.
კომენტარებს ჩახედეთ: შესეული არიან ქოცების ტროლ-აქტივ-პარტაქტივი და უკრაინას დედას აგინებენ ბოლო ხმაზე, ზელენსკის და “მის უსინდისობას” დაბრალდა ყველაფერი. იღვრება ფაშისტური ზიზღი.
აი ეს არის ამათი სახე. ყველაფერს იკადრებენ, ყველაფერზე წავლენ, ოღონდ ხალხი გამოადებილონ თავიანთი სკამების შესანარჩუნებლად.
მადლობა. ღამე მშვიდობის.

 

http://

თეგები: ბექა კობახიძეკალათბურთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

13:42 08-10-2026
„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved