• რეკლამა
  • კონტაქტი
20:18, სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რა იცის იმ კარგმა კაცმა, რომ მისთვის ეს წყალი 30 წელი ვატარე” – ნატალია სირაძე 

ალია ავტორი - ალია
17:34 09-09-2026
- ახალი ამბები, მთავარი, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,249

ნატალია სირაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

30 წელი ხდება, რაც საჭეს ვმართავ.

ჯერ კიდევ ბნელი 90-იანების მეორე ნახევრიდან — იმ დროიდან, „06“-ს რომ ვშლიდი და ვაწყობდი და ასევე მქონდა „ბედნიერება“, ცენტრიდან პარკებიანი მანქანაც გამომეყვანა.
მას შემდეგ ბევრი მანქანა გამოვიცვალე, ბევრი გზა გავიარე, მაგრამ ერთი რამ არასდროს შეცვლილა — მანქანაში სულ მაქვს წყალი.

თან პატარა ბოთლი კი არა — ბაკურიანის 10-ლიტრიანი ბალონი.

ჩემი ქარბორბალა ცხოვრების ტემპიდან გამომდინარე, სულ გზაზე მიწევდა ყოფნა. წყალი მქონდა, მანქანას თუ დასჭირდებოდა, მაგრამ უფრო ხშირად ვფიქრობდი — იქნებ გზაზე სხვას დასჭირდეს მეთქი.
ჩემი მეუღლე სულ მეჩხუბება:
— ამხელა 10-ლიტრიანს რას დაატარებ, პატარა მაინც ჩაიდე მანქანაშიო.
არამც და არამც!
ეს 10-ლიტრიანი ჩემი ნუგეშია — უნდა იდოს მანქანაში და მორჩა.

ამ ზაფხულს დეიდაჩემთან ერთად სვანეთშიც ვიყავით და რამდენჯერმე მანაც სცადა ამ ბალონის მანქანიდან ამოღება.
ვერ მომერია.

ხოდა, 31 აგვისტოს გამთენიისას მესიზმრება, რომ იკა მეჩხუბება:
ეს წყლის ბალონი უნდა გადავაგდოო!
მე ვკამათობ, დეიდაჩემიც იქვეა და ეუბნება:ორი კვირაა ვცდილობ და ვერ გადავაგდებინეო.
გამეღვიძა და სიზმარზე გამეცინა.

დილით მანქანით გამოვედი. რატომღაც გვერდითა სავარძელი წინ მქონდა გადაწეული და ჩემი 10-ლიტრიანი ბალონი პირდაპირ თვალწინ მედო.
მეტეხის გვირაბში საცობია.
აუფ… შემომეყარა გულზე.
ვდგავარ საცობში, ამ ბალონს ვუყურებ, ღამის სიზმარი მახსენდება და ჩემთვის მეცინება.

ცოტა დავწინაურდი საცობში და ვხედავ კაცი გაჩერებულია. ათობით მანქანა უჩერებს, რაღაცას ეკითხებიან, ის მადლობას უხდის და ყველა გზას აგრძელებს.

მივუახლოვდი და ჩემით ვკითხე:
წყალი ხომ არ გჭირდებათ?

კიო…
ავიღე ჩემი 10-ლიტრიანი და მივაწოდე.
კაცს სიხარულისგან სახე შეეცვალა.
რანაირად?! — მეკითხება გაოცებული.

გამეცინა…
რა იცის იმ კარგმა კაცმა, რომ მისთვის ეს წყალი, მგონი, 30 წელი ვატარე.

იმ წამს უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი.
ბედნიერი იმიტომ კი არა, რომ რაღაც განსაკუთრებული გავაკეთე.

ბედნიერი ვიყავი, რომ იმ ადამიანს მხოლოდ წყალი სჭირდებოდა და სხვა არაფერი. და კიდევ იმიტომ, რომ ზოგჯერ ჩვენი უცნაური ჩვევებიც კი შეიძლება ერთ დღეს ვიღაცისთვის ზუსტად საჭირო დროს საჭირო რამ აღმოჩნდეს.

კვლავ ვატარებ.
იქნებ კიდევ ვიღაცისთვის მიმაქვს.

#ყოველგათენებულდილასვმადლობდეთ
#რასაცვქმნითსიკეთედვაქცევთ
#ნას
#არასოდესშეგეშინდეთუცნობიმომავალინაცნობღმერთსმიანდოთ
#დედამიწასსიყვარულიატრიალებს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!
ახალი ამბები

მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!

17:30 10-13-2026
აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
ახალი ამბები

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება

14:03 10-13-2026
თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო

13:13 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved