• რეკლამა
  • კონტაქტი
08:09, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა იცის ბერძენიშვილმა 4 აპრილის აქციაზე და რა პრობლემა აქვს “ლელოს”?

ალია ავტორი - ალია
14:32 02-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

4 აპრილს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე, ოპოზიციამ შესაძლოა, თბილისის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელოს. ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პარტიები აქციაზე რამდენიმე ათასი ამომრჩევლის მისვლას ელოდებიან.

„4 აპრილს იქნება ძალიან კარგი სტარტი. ველოდები, რომ ხალხი გამოვა, იქნებიან რეგიონებიდანაც, მაგრამ მასობრიობას, როდესაც აქცია თბილისში ტარდება, ყოველთვის განსაზღვრავს დედაქალაქიდან მოსული მოსახლეობა. აქცია ერთდღიანი იქნება და არავითარი კარვები. ეს არის სტარტი საარჩევნო კამპანიის დაწყების. რამდენიმე შეთანხმებული თემა იქნება გაჟღერებული, რა ტიპის რეფორმებზე უნდა წავიდეთ. ანუ, 4 აპრილს ძირითადად იქნება შეთანხმებული ზოგადი კონცეფციის წარდგენა და მეორე, თბილისის მასშტაბით მოსალოდნელია მოხერხდეს მაჟორიტარული ოლქების საკმაო ნაწილის კოორდინირება და შეთანხმებული კანდიდატები შესაძლოა დავასახელოთ. ამ ეტაპზე პრობლემა აქვს „ლელოს” . ახლად ჩამოყალიბების სტადიაში მყოფი პარტიაა და ძალიან კორექტულად თქვეს, რომ იქნებ ბოლოსკენ, როდესაც ხელისუფლების კანდიდატები გვეცოდინება, მაშინ აჯობებს, რომ დავაყენოთ ოპოზიცის გაერთიანებული კანდიდატიებიო.

ბუნებრივია, დანარჩენი ოპოზიცია „ლელოს“ ვერ დაელოდება მაჟორიტარული ოლქებისთვის კანდიდატების შერჩევაში, მაგრამ გარკვეული კორექტირებები შეიძლება იყოს „ლელოს” დაგვიანებით შესაძლო ჩართვით ან არჩართვით ამ პროცესში. ბუნებრივია, კანდიდატებში ყველაზე მეტი ეყოლება „ნაციონალური მოძრაობის” ბლოკს რადგან ყველაზე ძლიერი ოპოზიციური გაერთიანებაა”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

რაც შეეხება აქციის ადგილმდებარეობას, ბერძენიშვილი ამბობს, რომ აქციები ყოველთვის რუსთაველზე ტარდება და არც 4 აპრილის აქცია იქნება გამონაკლისი.

თეგები: დავით ბერძენიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved