• რეკლამა
  • კონტაქტი
21:11, ოთხშაბათი, 24 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა იყო გუშინ საღამოს ცაში გამოჩენილი კაშკაშა ობიექტი

ალია ავტორი - ალია
15:27 05-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
79

გუშინ, 27 მაისის საღამოს, ჩრდილოეთ თურქეთისა და დასავლეთ საქართველოს მოსახლეობამ ცაში შთამბეჭდავი ნათება შენიშნა. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს ცაში მოელვარე მეტეორი, რომელიც შემდეგ ძალიან კაშკაშად ფეთქდება.

თურქული გამოცემა Daily Sabah-ის ცნობით, „სინათლის ბურთი“ ცაში ადგილობრივი დროით 20:30 საათზე (თბილისის დროით 21:30 საათი) გამოჩნდა. ამავეს წერენ სოციალური მედიის მომხმარებლები დასავლეთ საქართველოდან. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებში მოვლენა მრავალი სხვადასხვა კუთხიდან არის ასახული; აშკარად ჩანს, რომ ობიექტი ცაში საკმაოდ მაღლა ფეთქდება. ჯერ დადასტურებული არ არის, რომ ობიექტი მართლაც მეტეორი იყო, თუმცა, მახასიათებლებით სწორედ ამ მოვლენას შეესაბამება.

სანახაობა ძალიან ჰგავდა დედამიწის ატმოსფეროში შემოჭრილ კოსმოსურ ნამსხვრევს, რომელიც ხახუნის შედეგად იწვება და ზედაპირზე ჩამოვარდნამდე ფეთქდება. ასე ემართება ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში შემოსულ პატარა სხეულთა უმეტესობას.

დედამიწის ატმოსფეროში კოსმოსური ნამსხვრევები გამუდმებით შემოდის. მეცნიერთა შეფასებით, მათი რაოდენობა დღეში მილიონებს აღწევს. უმეტესი მათგანი სულ ერთი ციცქნაა, ქვიშისა და ბარდის მარცვლის ზომებს შორის და ხშირად ატმოსფეროში ისე იწვება, რომ ვერც კი ვამჩნევთ.

თუმცა, ყოველწლიურად ხდება ცოტა, მაგრამ უფრო მოზრდილი ნამსხვრევების შემოსვლაც, რომლებიც წარმოქმნიან მეტეორს, რასაც ადვილად ვამჩნევთ. მრავალი მათგანი ცაში შთამბეჭდავად, ბურთულის ფორმის ნათებას წარმოქმნის, რასაც ბოლიდი ეწოდება — სწორედ ასეთი იყო თურქეთის თავზე მომხდარი მოვლენაც.

ნასას მონაცემთა ბაზაში 1988 წლიდან დღემდე 822 ასეთი ბოლიდია აღრიცხული; მოვლენა წელიწადში საშუალოდ 25-ჯერ ხდება, დედამიწის სხვადასხვა ადგილას. გამომდინარე იქიდან, რომ დედამიწის ზედაპირის დაახლოებით 71 პროცენტი წყლით არის დაფარული, მეტეორთა უმეტესობა სწორედ ზღვებისა და ოკეანეების თავზე ფეთქდება.

შეიძლება იფიქროთ, რომ ეს მოვლენა სახიფათოა, თუმცა, ასე ნამდვილად არ არის.ისტორიაში მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა ფიქსირდება, როდესაც მეტეორიტი ვინმეს დაეცა. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული მოხსენების მიხედვით, ჩანაწერებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ მე-19 საუკუნეში, ქურთისტანის რეგიონის თავზე აფეთქებულმა ბოლიდმა ერთი ადამიანი შეიწირა.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?
ახალი ამბები

რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?

15:10 12-24-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 12-24-2025
არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები
ახალი ამბები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

13:36 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved