• რეკლამა
  • კონტაქტი
13:51, კვირა, 21 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ინტრიგებს ხლართავს რაჭაში საგანელიძე? – “ასეთს ბატონი ბიძინა არავის პატიობს”

ალია ავტორი - ალია
01:07 06-25-2020
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
87

წინა კვირას გაიჟღერა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის სახელმაც, თითქოსდა, გოჩა ენუქიძის ნაცვლად, ის იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი.

ინფორმაცია თავშივე ტყუილი იყო. თუმცა, საინტერესოა, რატომ გაჟღერდა ეს ამბავი და ვინ დგას ამის უკან.

არჩილ ჯაფარიძე 2003-2004 წლებში მუშაობდა პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში რწმუნებულის მოადგილედ. 2008 წელს იყო შპს „ხვანჭკარა პრემიუმის“ დირექტორი; 2010 წლიდან ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, 2014 წლამდე, ვიდრე გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნებოდა. 2017 წელს გუბერნატორის თანამდებობაზე  პაპუნა მარგველიძე შეცვალა.

როგორც ამბობდნენ, ის დიდ პოლიტიკაში გოჩა ენუქიძის წყალობითა და ავტორიტეტით მოხვდა, რომელიც მისი შვილის ნათლიაა. ენუქიძისვე წყალობით არ მოხვდა ის ცოტა ხნის წინ განთავისუფლებული გუბერნატორების გვერდით და თანამდებობა შეინარჩუნა. რა მოხდა ახლა, რატომ წავიდა, თავისი „მფარველის“ წინააღმდეგ და რამ და ვინ გაუჩინა მაჟორიტარობის ამბიცია?

როგორც წყაროები ამბობენ, ეს დიდ ბიზნეს-გარიგებებსა და მფარველობებს უკავშირდება, ამის უკან კი საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი, დავით საგანელიძე დგას, რომელსაც სულ მალე თანამდებობაზე ყოფნის “ვადა” ეწურება (როგორც ამბობენ, პირობა მისცეს, რომ 2020-ს არჩევნებამდე თანამდებობაზე დარჩებოდა) და კარგად იცის, რომ მალე ფონდის თავმჯდომარე აღარ იქნება, რადგან ივანიშვილს ბევრჯერ წინ გადაურბინა და როგორც ამბობდნენ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მასზე ისე ყოფილა განრისხებული, მაშინვე უნდოდა მისი გაშვება. „რას აკეთებს? სად ფლანგავს ამდენ ფულს და რატომ დაუკარგა ფონდს თავისი ავტორიტეტი და ფუნქცია?“ – კითხულობდა აღშფოთებული ივანიშვილი, რომელიც მერე დაარწმუნეს, რომ საგანელიძე თანამდებობაზე ჯერჯერობით დაეტოვებინა.

საქმე ეხებოდა საპარტნიორო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებს, სადაც კორუფციის „სურნელი“ ტრიალებდა. დიდი სკანდალები იყო “რეპუბლიკურის” (რომელიც “საპარტნიორო ფონდის” ბალანსზეა) ყოფილი ხელმძღვანელისა და ფონდის დაპირისპირების დროს, როდესაც ავთანდილ იმედაძე ფონდს ბრალდებებს უყენებდა, რომ დაკისრებულ ვალდებულებას არ ასრულებდა და თანხები მათთან არ მიდიოდა. მოგვიაინებით, საპარტნიორო ფონდმა სკანდალის ჩასახშობად იქ აუდიტი თავადვე შეიყვანა.

ეს ამბავი მაშინ პრესაში არაერთხელ გაშუქდა, რაც იმით დასრულდა, რომ “ხმაურიანი” იმედაძე გადააყენეს და მის ნაცვლად თანამდებობაზე ლევან გოფოძე დანიშნეს.

ლევან გოფოძე

ავად თუ კარგად, საგანელიძე არჩევნებამდე თანამდებობაზე დარჩება და მერე ხახამშრალს დატოვებენ. ამიტომაც ის თავისი ბიზნესების მფარველსა და ზურგს ეძებს, განსაკუთრებული ინტერესები რაჭაში აქვს და სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ფსონი არჩილ ჯაფარიძეზე გააკეთა.

საგანელიძე 4 თვეა ცოლ-შვილით რაჭაშია და იქ ინტრიგებს ხლართავსო, ამბობს წყარო და ამის დასტურად სწორედ არჩილ ჯაფარიძის მაჟორიტარობის სურვილს ასახელებს. ის გოჩა ენუქიძისგან განსხვავებით, ადვილი სამართავია და საგანელიძემ ივარაუდა, რომ თუ მას გაქაჩავს და ენუქიძეს „ჩააჩოჩებს“, რეგიონი მისი არაოფიციალური საფაშო გახდებოდა…

მოკლედ, საგანელიძე პრაქტიკულად ივანიშვილს დაუპირისპირდა ამ გადაწყვეტილებით, რასაც ბატონი ბიძინა არავის პატიობსო, ამბობს ჩვენი წყარო.

თავად არჩილ ჯაფარიძეს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია და ალბათ არც აპირებს, როგორც ჩანს, მიხვდა, დიდი აფიორის ნაწილად რომ იქცა.

ანი დვალიშვილი, ალია №21

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved