• რეკლამა
  • კონტაქტი
10:02, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ინფორმაციას ითხოვდა ომბუდსმენი 2024 წელს წყლის ჭავლის მანქანებზე?

ალია ავტორი - ალია
20:06 12-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,258

2024 წლის ანგარიშის მიხედვით, ომბუდსმენი დაინტერესდა, რა დროს, სად, რომელი სახეობის და რა რაოდენობის სპეციალური საშუალება იყო გამოყენებული, გაიარა თუ არა კონკრეტულმა საშუალებამ შემოწმება ან ექსპერტიზა, რა ქიმიური ნივთიერებები და რა პროპორციით გამოიყენეს, და შესაძლებელი იყო თუ არა წყლის ჭავლის მანქანებში ქიმიური ნაერთების შერევა.

„აპარატს ხსენებული ინფორმაცია დღემდე არ მიუღია,“ – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ 2024 წელი არასათანადო მოპყრობის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდად დარჩება. ომბუდსმენის შეფასებით, გაზაფხულსა და ზამთარში სამართალდამცველებმა მშვიდობიანი მღელვარებების სრული დაშლა განახორციელეს

„სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, განურჩეველი, უსაფუძვლო და არაპროპორციული ძალის გამოყენებით“.

დოკუმენტის თანახმად, ადგილი ჰქონდა ფართომასშტაბიან ცემას, არაადამიანურ მოპყრობასა და წამების ნიშნებს, რაც „ზამთრის აქციების დროს სისტემური ხასიათის“ გახდა.
მსხვერპლებს, ანგარიშის მიხედვით, სხეულის დაზიანებები „სავარაუდოდ დასჯის მიზნით“ მიაყენეს.

BBC-ის გამოძიება: „როცა წყალი წვავს“

BBC-იმ გაავრცელა დოკუმენტი, სადაც მათი თქმით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2019 წლის ინვენტარის შესახებ ინფორმაციაა მოცემული. მასში მითითებულია ორი ნივთიერება და ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა შეერიოთ ისინი წყალს:

  • UN 1710 – ტრიქლორეთილენი (TCE),
  • UN 3439 – ტოქსიკური აგენტების ჯგუფი, BBC-ის ვარაუდით — ბრომობენზილ ციანიდი (BBC), იგივე „კამიტი“.

გამოძიების თანახმად, დოკუმენტის ნამდვილობა რამდენიმე ყოფილმა მაღალჩინოსანმა დაუდასტურა.

ამის შემდეგ, დღეს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი ჩანიშნა, სადაც დაადასტურა, რომ შსს-ს შესყიდული აქვს ნივთიერებები, რომლებსაც კოდი UN3439 აერთიანებს. მისივე თქმით, შესყიდულ ნივთიერებებს შორის არ არის კამიტი. „დანარჩენს წარმოადგენს გამოძიება“, – თქვა კობახიძემ.

მანვე განაცხადა, რომ 2024 წლის საპროტესტო აქციების დაშლის დროს წყლის ჭავლში „სავარაუდოდ“ იყენებდნენ ამავე კოდის ქვეშ შემავალ ფხვნილებს, თუმცა, „ეს კოდი არაფერს არ იძლევა“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved