ტელეკომპანია “კავკასიას” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“მოკლედ, სასამართლოში შეკვეთილი ქონდათ: არჩევნების მერე გვარამიას, მელიას, ოქრუაშვილის, უგულავას საქმეები განაახლეთო. მერე შეკვეთის გაუქმება დაავიწყდათ, აღარ გადაურეკეს – ცოტა საქმეები აგვერია, მთლად ცხენზე ვერ ვართ ამხედრებული, ისედაც იმის მტკიცება გვიწევს, რომ ავტორიტარიზმს არ ვაყალიბებთო და იმათაც ჩაუშვეს რა შეკვეთა.
ხოდა წუხელ მიაწიეს ახალი შეკვეთა, მოიცა, რას შვრებით, ისედაც არ გვაქვს საქმე კარგადო. და ჰოი საოცრებავ, ყველას პროცესი გადაიდო გაურკვეველი ვადით. რა იდიოტები ხართ ქოცებო. ასე საჯაროდ რატომ გვაყურებინებთ თქვენს საცოდაობას”
კომენტარები