• რეკლამა
  • კონტაქტი
06:17, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა იარაღიდან ისროდა სინამდვილეში პოლიციელი და ვისთან ერთად იყო სროლის მომენტში?

ალია ავტორი - ალია
17:33 04-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, ს.გ.-ს ბრალდება არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობის მუხლით წარუდგინა, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში. საუბარია ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარ ფაქტზე.

„თბილისის პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ს.გ.-ს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 19 აპრილს, ს. გ. იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ ბინაში, დაახლოებით 21:00 საათზე, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი ს.გ. გავიდა საცხოვრებელი ბინის აივანზე და როდესაც ქვეყანაში გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლებში, თავისი კუთვნილი „ვიკინგის“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა რამოდენიმე გასროლა საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით. შედეგად, ს. გ.-ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ერთ-ერთი ტყვია თავის არეში მოხვდა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში,  მყოფ- თ. ა.-ს, რომელიც მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

საქმეზე ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მათ შორის  შემთხვევის ადგილის დათვალიერება,  ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, საიდანაც  ამოღებული იქნა გასროლილი ტყვიის 13 მასრა და ს.გ.-ს საკუთრებაში არსებული „ვიკინგის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი. სროლის მანძილზე დანიშნულია ექსპერტიზა, ასევე ექსპერტების მიერ განხორციელდა ნიმუშების აღება. მოწმის სახით გამოიკითხა არაერთი პირი.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ სროლის განხორციელების მომენტში ს.გ. საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა მარტო. მასთან სტუმრად მყოფმა პირებმა ს.გ.-ს ბინა დატოვეს სროლის განხორციელებამდე რამოდენიმე ხნით ადრე, რაც დაადასტურეს მოწმის სახით გამოკითხვისას როგორც თავად აღნიშნულმა სამმა პირმა, ასევე საცხოვრებელი კორპუსის დატოვების ფაქტი ასახულია  კორპუსზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერით“, – აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნის თაობაზე.

პროკურატურის ინფორმაციით, ს.გ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“ალია” შეგახსენებთ, რომ ჩვენ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩავწერეთ მეზობელთან, რომელიც აცხადებდა, რომ დაინახა რამდენიმე ადამიანი აივანზე, ხოლო რამდენიმე ადამიანი ეზოში, როგორ ეძებდა რაღაცას და სავარაუდოდ ტყვიებს.

რომელ საათზე მოხდა გასროლა და რომელ საათზე წავიდნენ შსს-ს მაღალჩინოსნის მეგობრები – ამაზე პროკურატურა ჯერ არ საუბრობს.

ისევე, როგორ პროკურატურა არ აკეთებს ამ დროისთვის განცხადებას არც იმ ფაქტზე, რომ მეზობლებმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ განაცხადეს იმის თაობაზე, რომ არ კორპუსიდან, ვიღაც ისვრის.

რამდენად სარწმუნოა ის ფაქტი, რომ მეგობრების წასვლის შემდეგ, პოლიციელმა იარაღიდან სროლით “გართობა” მარტომ გადაწყვიტა – ამაზე ფიქრი მკითხველისთვის მიგვინდია, თუმცა, მას შემდეგ რაც პროკურატურა ზუსტ დროს დაასახელებს, სროლის და სტუმრების წასვლის – უფრო დაწვრილებით იქნება შესაძლებელი იმაზე მსჯელობა – მარტო იყო მართლაც პოლიციელი სროლის მომენტში, თუ არა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved