ნაცმოძრაობის წევრი, ანა წითლიძე:
,,რა გვაჩვენა ღარიბაშვილის ქეისმა?
როგორც არ უნდა უყვარდე ოლიგარქს, „შვილივით გაზრდილი“ გეძახოს, ორჯერ პრემიერ-მინისტრად დაგნიშნოს, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრად გაქციოს — თუ ერთ დღეს საფრთხედ ჩაგთვალა, წარსული დამსახურება აღარაფერს ნიშნავს.
შეიძლება უსიტყვოდ ემსახურო, ციხეშიც ისე შეხვიდე, რომ მის წინააღმდეგ სიტყვა არ დაგცდეს, მაგრამ თუ შენი განადგურება გადაწყვიტა, არც შენ დაგინდობს და არც შენს ოჯახს.
ოლიგარქთან მონობა ინდულგენცია არ არის. თავდაცვის ყველა საშუალებას მოგისპობს.
ღარიბაშვილის საქმემ ისიც გვაჩვენა, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები არ არსებობს და ქოცებს რომ ეგონათ ეს მათ არ შეეხებოდათ, შეეხო.
სასამართლო, პროკურატურა და მთელი სახელმწიფო მანქანა მხოლოდ მაშინ იღვიძებს, როცა ამას პოლიტიკური გადაწყვეტილება მოითხოვს.
და, რა თქმა უნდა, აქ კორუფციასთან ბრძოლაზე საუბარი სასაცილოა.
კორუფცია ამ სისტემის გამონაკლისი კი არა, ნორმაა.
პრობლემა მაშინ იწყება, როცა ბიძინა ივანიშვილი ჩათვლის, რომ ვიღაც ზედმეტად გაძლიერდა, ბევრი ფული დააგროვა და შესაძლოა დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენის მოპოვებაც შეძლოს. ბიძინა ამ მიმართულებით ერთ პროცენტსაც არ რისკავს.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც „ქართული ოცნების“ სისუსტეა.
ქართული ოცნება სუსტია არა მხოლოდ იმიტომ, რომ შიდა და გარე ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს. ის სუსტია იმიტომაც, რომ შიგნიდან იშლება — კობახიძე-მდინარაძის კლანი, ღარიბაშვილი-ლილუაშვილის დაპირისპირება და ამ ყველაფრის თავზე ბიძინა ივანიშვილის პარანოია.
ძლიერი ხელისუფლება საკუთარ სისტემას მუდმივი წმენდით არ ანადგურებს და საკუთარ ყველაზე ერთგულ მონებში მუდმივად მტერს არ ეძებს.
რეჟიმი, რომელშიც დღეს აღარავინ იცის, ხვალ ბიძინა ვის მიადგება, ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე გარედან ცდილობს გამოჩნდეს.
ღარიბაშვილის ქეისი სწორედ ამის ყველაზე მკაფიო დასტურია.“











კომენტარები