• რეკლამა
  • კონტაქტი
13:18, ოთხშაბათი, 7 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა “ღირს” პრემიერთან მეგობრობა და რატომ 1 კვ.მ. 9 000 ლარი? – მშენებლობის ნებართვა ისტორიულ უბანში ძმაკაცისთვის – მედია

ალია ავტორი - ალია
22:27 11-25-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,390

ტვ პირველი ინფორმაციით, მთაწმინდაზე, ტარიელის ქუჩაზე რამდენიმე კერძო სახლის ადგილას 3785 კვადრატულ ტერიტორიაზე ახლა კორპუსს,  ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავი,  მეგობარი და ცნობილი ბიზნესმენი ზურაბ ჩხაიძე აშენებს, თუმცა ჩხაიძემ ამ ობიექტის მშენებლობის ნებართვა მხოლოდ მას შემდეგ მოიპოვა, რაც ღარიბაშვილი მეორე წრეზე პრემიერად დაბრუნდა, მანამდე მერია იგივე ბიზნესმენს იგივე ადგილზე კორპუსის აშენების უფლებას არ აძლევდა.

კორპუსი, რომლის აშენებაზეც ირაკლი ღარიბაშვილის მეგობარს რამდენიმე წლის წინ უარი უთხრეს, 15 მეტრის სიმაღლის იყო. 2021 წლის სექტემბერში, როდესაც გახარიას პოსტიდან დემარშით წასვლის შემდეგ მთავრობის მეთაურის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდა, ზურაბ ჩხაიძემ მერიაში ახალ პროექტი წარადგენინა, კორპუსის სიმაღლე ამჯერად გაიზარდა და 18 მეტრია, საბჭოს ორი წევრი, თამარ ამაშუკელი და თათია ღვინერია ისევ წინააღმდეგები იყვნენ, თუმცა პროექტი ამჯერად დამტკიცდა.

პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ახლო მეგობარი, ბინას ამ კორპუსში ამ ფასად ყიდის – ერთი კვადრატული მეტრი – 9000 ლარი – ეს მინიმალური ფასია.

მედიასთან ოპოზიცია ეჭვობს, რომ თბილისზე გასაოცარი ხედების მქონე რეზიდენციაში, ერთი ერთ აპარტამენტი პრემიერისთვის მზადება.

კორპუსი ერთადერთი ობიექტი არ არის რომელსაც მამა დავითის ტაძრის ძირში აშენდა, თბილისის ისტორიულ უბანში პრემიერის მეგობარი ბიზნესმენი სასახლეს იშენებს. ზურაბ ჩხაიძეს 1438 კვადრატულ მიწაზე 16 მეტრი სიმაღლის 110 კვადრატული მეტრი ფართის მდიდრული რეზიდენცია ექნება.  ირკვევა, რომ ყველაზე მეტი ზურაბ ჩხაიძემ ამ სახლისთვის იბრძოლა. პრემიერის მეგობარი 3 სართულიანი სახლის ნაცვლად 4 სართულიანი შენობის აშენების ნებართვას ითხოვდა. კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს წევრი შაბათის ეთერს უყვება, რომ ჩხაიძემ პოზიციები დიდი წინააღმდეგობის გამო დათმო.

ტვ პირველის ინფორმაციით, პირველ ლედისთან მეგობრობს ბიზნესმენის მეუღლეც. ბიზნესმენი ქართული ოცნების ყველაზე მსხვილი შემომწირველია. ჩხაიძემ კომპანია კახური ტრადიციული მეღვინეობის სახელით,  მმართველ პარტიას 240 ათასი ლარი შესწირა.  ოცნების ანგარიშზე პირადად 180 ათასი გადარიცხა. 140 ათასი ლარი კი  ხელისუფლებას ჩხაიძის ბიზნესპარტნიორებმა გადაურიცხეს.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
ახალი ამბები

“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა

14:37 01-06-2026
როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved