• რეკლამა
  • კონტაქტი
20:24, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ღირს ევრო-2024-ის საქართველოს მატჩებზე დასასწრები ბილეთები და რა დაგიჯდებათ ფრენა?

ალია ავტორი - ალია
12:49 03-27-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
372

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილეა.

ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში ისტორიაში პირველად 120 წუთი ითამაშა და პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები 4:2 დაამარცხა. ამგვარად საქართველოს ნაკრებმა გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე საგზური მოიპოვა.

ჩვენთვის სადებიუტო და რიგით მე-17 ევრო პირველობისთვის 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გერმანიაში 22 ქვეყანა იასპარეზებს. საქართველო F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მეტოქეებად თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი ეყოლება.

სატურნირო ცხრილი ასეთია:

18 ივნისი საქართველო – თურქეთი – დორტმუნდი “ვესტფალენშტადიო”;

22 ივნისი საქართველო – ჩეხეთი – ჰამბურგის “ფოლკსპარკშტადიო”;

26 ივნისი საქართველო – პორტუგალია – გელზენკირხენი “არენა აუფ შალკე”.

სტადიონის ბილეთები:

გარდა პირველად და მეორად ბაზრებზე უკვე გასაყიდი ბილეთებისა, უეფა მონაწილე ქვეყნებისთვის კვოტებს გამოყოფს, რაც ქვეყნების შიდა საიტებზე გაიყიდება, რაც ჯერ გამოყოფილი არ არის. სავარაუდოდ, განსხვავებული იქნება კვოტით გამოყოფილი ბილეთების ფასიც.

უკვე განთავსებული ბილეთების ფასები კი ასეთია:

თურქეთთან 18 ივნისის მატჩზე ბილეთის ფასი €139-დან იწყება და €554-ს აღწევს.

22 ივნისს ჩეხეთთან მატჩზე ბილეთის ფასი €169-დან იწყება და €4 561-ს აღწევს. თუმცა ბილეთების საშუალო ფასი დაახლოებით €700-ია. მოედნის მაქსიმალური ტევადობა კი, 57 000 ადამიანია.

რაც შეეხება ჩვენთვის ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშს ის გელზენკირხენში “შალკეს” არენაზე ჯგუფის ლიდერ პორტუგალიასთან გაიმართება, სადაც ბილეთის ფასი €175-დან €2 265-მდეა. თუმცა სტადიონზე ბილეთის საშუალო ფასი €500-ს არ აღემატება.

პლეი ოფში ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი და 6 ჯგუფიდან 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი გადის.

ფრენის ფასი :

საქართველოდან, კერძოდ ქუთაისიდან გერმანიის მიმართულებით ფრენები რამდენიმე ქალაქში სრულდება, აქედან დორტმუნდსა და ჰამბურგში, სადაც მატჩები ტარდება, პირდაპირი რეისები სრულდება.

დორტმუნდში wizzair-ით ფრენა 14 ივნისს 609 ლარიდან იწყება. 17 ივნისს უკან დასაბრუნებელი ბილეთის ფასი კი, 389 ლარიდან.

რაც შეეხება ჰამბურგს, აქ 22 ივნისამდე ბოლო ფრენა 18 ივნისს შესრულდება და ბილეთის ფასი 579 ლარია, ხოლო უკან დაბრუნება 25 ივნისს 819 ლარია.

რაც შეეხება გელზენკირხენს, ის დორტმუნდიდან 35 კილომეტრში მდებარეობს და საქართველოდან ჩასული გულშემატკივრისთვის ყველაზე “მოკლე გზაა”.

აღსანიშნავია, რომ ბილეთის ფასები მუდმივად ცვალებადია მოთხოვნის მიხედვით.

წყარო: bm.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved