• რეკლამა
  • კონტაქტი
13:42, ორშაბათი, 27 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა გავიგეთ ბაიდენ-პუტინის საუბრიდან და რატომ არ ჩანს საქართველოს დღის წესრიგში? – “დასავლეთი გამოფხიზლებულია”

ალია ავტორი - ალია
18:33 12-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ აფასებს რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ს პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინის და ჯო ბაიდენის ვიდეოკონფერენციის შინაარსს და ამბობს:

“ამ შეხვედრიდან, პირველ რიგში, ალბათ გავიგეთ ის, რომ დასავლეთი უკრაინის დათმობას არ აპირებს, რაზეც ბაიდენმა პუტინთან შეხვედრაზე ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა. ამავე დროს, ღიად ისაუბრა იმ შესაძლო სანქციებზე, რომელსაც რუსეთს დაუწესებს უკრაინის წინააღმდეგ აქტიური საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში. პირველ რიგში, ეს არის ეკონომიკური სანქციები. ის პირდაპირ დაემუქრა მსოფლიო საფინანსო სისტემიდან გათიშვით, რაც რეალურად რუსეთის ეკონომიკის კოლაფსს გამოიწვევდა.

ამავე დროს, ბაიდენი არ დათანხმდა პუტინის წინადადებას, რომ რაიმე სახის გარანტიები მიეცა, თუნდაც სიტყვიერი, რომ უკრაინა არ გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა თავისი ვერ გაიტანა. პირიქით, დასავლეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი პოზიცია. ზოგადად, დასავლეთი ამ მომენტისთვის არის გამოფხიზლებული, ეს არ არის 2008 წელი, როდესაც საქართველოზე თავდასხმა და ტერიტორიების ოკუპაცია მოხდა. ახლა, დასავლეთი არის გამოფხიზლებული, უფრო მეტად კონსოლიდირებული და ძალიან კარგად ათვითცნობიერებს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს.

ის რომ საქართველო საერთოდ არ ჩანს დღის წესრიგში ამის მიზეზი არის ის, რომ სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო არენაზე ყურადღებას არ ამახვილებს საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციაზე. ეს არის ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკის ნაწილი, რის შედეგადაც მთავარ დღის წესრიგში, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებში საქართველო ვერ ხვდება.

საქართველოს საკითხი ამ მომენტისთვის, სამწუხაროდ, არ განიხილება, იმიტომ, რომ თუ რაღაც გაწუხებს, პირველ რიგში, შენ უნდა იყო ამის გამტანი საერთაშორისო არენაზე. რადგან საქართველოს ხელისუფლება საჭიროდ არ თვლის, რომ საქართველოს მხრიდან ეს უნდა გაიტანოს საერთაშორისო არენაზე ნომერ პირველ საკითხად, ამ ეტაპზე სხვებიც თავს ზედმეტად არ იწუხებენ. ეს სამწუხარო რეალობაა, რომელსაც შეცვლა სჭირდება, იმიტომ რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და იქ მცხოვრები საქართველოს მოქლაქეების ჩაგვრა ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება და ამაზე ხმის ამოღება აუცილებლად საჭიროა. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ველოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობიდან შესაბამის რეაგირებას, რასაც აკეთებს უკრაინის ხელისუფლება.

სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკოსების დიდ ნაწილს თვალსაწიერი ძალიან მოკლე აქვს და საქართველოს გარეთ ვერ იხედება, მაგრამ რეალობა არის ის, რომ დღეს უკრაინაში წყდება საქართველოს ბედიც, იმიტომ, რომ თუ რუსეთს გაუვიდა უკრაინაში, ეს ნიშნავს იმას, რომ ის რაღაც ფორმით შეეცდება საბჭოთა კავშირის აღდგენას ან ახალი საბჭოთა კავშირის აღდგენას ან სახელს მნიშვნელობა არ აქვს, რას დავარქმევთ. რეალურად ეს იქნება იმპერიის აღდგენის მცდელობა. თუ უკრაინაში გაუვიდა, შემდეგი ნამდვილად საქართველო იქნება და სამწუხაროა ის, რომ საქართველოში იმდენად ვართ ჩაფლული შიდაპოლიტიკურ ამბებში, რომ რაც ჩვენს გარშემო ხდება და გვეხება იმასაც ვეღარ ვაქცევთ ყურადღებას. იმედს ვიქონიებ, რომ ეს რეალობა შეიცვლება“

შეგახსენებთ, რომ ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა დახურული ვიდეოზარის ფორმატში ორი საათის განმავლობაში ისაუბრეს. თეთრი სახელის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა გამოთქვა შეერთებული შტატების და ევროპელი მოკავშირეების ღრმა შეშფოთება უკრაინის გარშემო რუსეთის ძალების ესკალაციის გამო და ნათლად განაცხადა, რომ აშშ და მისი პარტნიორები უპასუხებენ ძლიერი ეკონომიკური და სხვა ზომებით სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში.

მათივე ცნობით, ბაიდენმა ასევე „გაიმეორა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდა რუსეთს დეესკალაციისკენ და დიპლომატიისკენ“.

გარდა ამისა თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენმა და პუტინმა ასევე განიხილეს სტრატეგიული სტაბილურობა და ასევე ისაუბრეს ირანის თაობაზე.

თეგები: ზურაბ ბატიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა

17:45 04-24-2026
ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?
ახალი ამბები

ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?

17:14 04-24-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება

12:21 04-24-2026
თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში

13:18 04-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved