• რეკლამა
  • კონტაქტი
16:45, ოთხშაბათი, 17 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა გავაკეთოთ თუ ვინმე პოსტავს თვითმკვლელობის შესახებ და/ან როგორ ვესაუბროთ ადამიანს სუიციდალური აზრებით? – არჩილ მარშანია

ალია ავტორი - ალია
00:53 05-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
312

ექიმი, არჩილ მარშანია:

რა გავაკეთოთ თუ ვინმე პოსტავს თვითმკვლელობის შესახებ და/ან როგორ ვესაუბროთ ადამიანს სუიციდალური აზრებით:
?რა გავაკეთოთ:
✅დარეკეთ 112-ში, დაუკავშირდით ისეთ ადამიანს ვინც იცის მისი ადგილსამყოფელი;
✅გაითვალისწინეთ რომ დეპრესია არ არის ”უბრალოდ ცუდ ხასიათზე ყოფნა”, პატივი ეცით მის ემოციებს, გახსოვდეთ რომ სუიციდზე ფიქრისას ადამიანი ვერ მსჯელობს ლოგიკურად და მისი ემოციების უგულვებელყოფა და/ან განსჯა კარგს არაფერს მოიტანს, პირიქით;
✅(პირადად საუბრისას) ეცადეთ დაარწმუნოთ ადამიანი რომ მიმართოს სპეციალისტს და დაეხმარეთ ამაში;
✅(პირადად საუბრისას) ეცადეთ იყოთ კომუნიკაციაში, საუბარს მიუდექით გულისხმიერად, მოუსმინეთ გულდასმით და არ შეაწყვეტინოთ საუბარი, გაამხნევეთ და გვერდში დაუდექით ყოველგვარი ‘დაშეიმინგების’ ან მსუბუქი გაკიცხვის გარეშე;
✅თუ ვინმესთან შენიშნეთ სუიციდალური აზრების ნებისმიერი საეჭვო ნიშანი, მიიღეთ სერიოზულად და ნუ დააიგნორებთ.
?რა არ გავაკეთოთ:
❌არ გააზიაროთ პოსტი და დაარეპორტეთ ის (სუიციდის მცდელობის უპასუხისმგებლოდ გაზიარებას/გაშუქებას ახასიათებს”გადამდებლობა”, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და ადამიანებში ვისაც აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები, ეს მოვლენა ვერტერის ეფექტის სახელით არის ცნობილი.
მაშინ როცა ასევე არსებობს ”პაპაგენოს ეფექტი”, რაც პირიქით, დაკავშრებულია კრიზისების და სუიციდალური აზრების მართვის შესახებ მასმედიაში სწორი საინფორმაციო კამპანიით, სუიციდის შემთხვევების შემცირება/პრევენციასთან);
❌არ გაასაჯაროვოთ ადამიანის პირადი მიმოწერების სქრინები და/ან საუბრის შინაარსი (კონფიდენციალურობა და მისი გრძნობების პატივისცემა გვევალება ყველას);
❌არ დაიწყოთ დამნაშავის ძიება საჯაროდ და მსჯელობა იმაზე თუ ვისი/რისი ბრალია;
❌არ ისაუბროთ საჯაროდ საკუთარ გრძნობებზე დაზარალებულის მიმართ და ნუ მიმართავთ მას საჯაროდ (დამატებითი წნეხი არაფრის მომტანია);
❌მოერიდეთ ამ ადამიანთან საჯარო მიმართვებს და კონკრეტული შემთხვევის დეტალების საჯარო განხილვებს;
❌(პირად საუბარში) არ უგულვებელყოთ მისი შეგრძნებები (კომუნიკაცია ადამიანთან რომელსაც აქვს სუიციდის აზრები, უნდა იყოს კეთილგანწყობილი და დამხმარე, რის ოქროს წესიც ფაქტიურად არ არსებობს და მნიშვნელბა აქვს იმას თუ რა ხდება, რა არის იმ კონკრეტულ შემთხვევაში მიზეზი, თუმცა რაც ცალსახად ნეგატიურად აისახება მასზე არის ”ყველაფერი რიგზეა, არაფერი გჭირს, თავი მაღლა”-ს ტიპის ”გამხნევება”);
❌(პირად საუბარში) არ მოირგოთ მფარველის როლი – (”ყველაფერი უარესად შეიძლება ყოფილიყო”-ს და ”ყველაფერი გაქვს იმისთვის რომ კარგად იყო”-ს ტიპის კომუნიკაციას, ჯობს კითხოთ რით შეგიძლიათ დახმარება, რა არის ცუდად ყოფნის მიზეზი, რა არის ის რაც უკეთესად აგრძნობინებს თავს);
❌(პირად საუბარში) არ აიღოთ ზედმეტი საკუთარ თავზე – (ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობელემა არ არის სამარცხვინო, ფსიქოლოგთან თუ ფსიქიატრთან ვიზიტი ჩვეულებრივი ამბავია. ამოსავალი წერტილი საბოლოოდ უნდა იყოს სპეციალისტთან მისვლა და არა სტიგმის გაძლიერება).
აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რომ მთავარია ის ადამიანი და მისი ჯანმრთელობა და არა ჩვენ და ჩვენი გრძნობების და შემთხვევის დეტალების საჯაროდ გამოხატვა/განხილვა.
ყოველთვის(!) არსებობს გამოსავალი.
It’s Okay to Not Be Okay.
ჯანმრთელობას გისურვებთ.
❤
https://www.healthline.com/…/what-to-do-when-you…
https://www.mayoclinic.org/…/in-depth/suicide/art-20044707
https://suicidepreventionlifeline.org/…/Lifeline…
https://www.hhs.gov/…/what-does-suicide…/index.html
https://www.nami.org/…/How-to-Talk-(and-Listen)-to…
May be an image of text that says 'IT'S OKAY TO NOT BE OKAY'
თეგები: არჩილ მარშანია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

თიბისი 33 წლისაა – თვითრწმენის, გამბედაობისა და მოუსვენრობის ისტორია
ახალი ამბები

თიბისი 33 წლისაა – თვითრწმენის, გამბედაობისა და მოუსვენრობის ისტორია

15:39 12-17-2025
“არ მოგერიდოს, იკითხე“-  დეკემბერი თიბისიში უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის პორტირებისთვის საუკეთესო დროა
ახალი ამბები

“არ მოგერიდოს, იკითხე“- დეკემბერი თიბისიში უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის პორტირებისთვის საუკეთესო დროა

15:03 12-17-2025
Communal Hotels – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტის ისტორია
ახალი ამბები

Communal Hotels – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტის ისტორია

11:58 12-17-2025
რა ხდება მაშინ, როცა კარი იკეტება?– HR მენეჯერი შიდა პროცესებზე საუბრობს
ახალი ამბები

რა ხდება მაშინ, როცა კარი იკეტება?– HR მენეჯერი შიდა პროცესებზე საუბრობს

08:00 12-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved