• რეკლამა
  • კონტაქტი
04:05, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა გარიგებაში არიან “ნაცები” და “ქოცები”? – “საზოგადოება ამას ივანიშვილს არ აპატიებს” – ბექა ლილუაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:47 04-11-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
692

პარტია “საქართველოსთვის” ერთ–ერთი ლიდერი, ბექა ლილუშავილი, დღეს გამართულ ბრიფინგზე, ამბობს:

• დღეს ჩვენ გვინდა ორ საკითხზე გავაკეთოთ განცხადება, ერთი შეეხება ნაცების და ქოცების მორიგ ფარულ შეთანხმებას, მეორე კი რუსული კანონის თავიდან აცილების შესაძლებლობას.

• გუშინ საზოგადოებამ ნათლად დაინახა, თავის დროზე ბელადი სააკაშვილის, ახლა კი ბელადი ივანიშვილის პრომომუშაკის კალაძის სამარცხვინო საქციელი, რომ ყველაფერი დაიყვანოს ნაცობამდე და ქოცობამდე.
• ივანიშვილის სურვილი და მიზანი ეს არის, რომ მოქალაქეებს ააკრას იარლიყები და ამით ერთმანეთთან დააპირისპიროს.
• ამის პარალელურად კი, ამ წამს ზუგდიდის საკრებულოში ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ერთად ცდილობენ მოუწყონ საბოტაჟი ზუგდიდის მოქალაქეებს – საკრებულოს თავმჯდომარის, ჩვენი პარტიის წევრის იმპიჩმენტის ერთად გამოცხადებით.
• ეს არის კიდევ ერთი ფარული შეთანხმება ჩვენი და მოქალაქეების წინააღმდეგ. შეგახსენებთ, ნაციონალურმა მოძრაობამ და ოცნებამ ერთად აირჩიეს მოსამართლეები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ერთად აკეთებდნენ კორუფციულ ფულს ქოლცენტრებში და ერთად არ დაუჭირეს მხარი საგამოძიებო კომისიის შექმნას.
• ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩვენების შემდეგ ისინი ერთმანესაც შეუკრავენ კოალიციას – ამიტომ უნდა დარჩნენ ორივე 50% ქვემოთ.

• რაც შეეხება რუსულ კანონს, ჩვენს გუნდს წარდგენილი აქვს ალტერნატიული კანონების პაკეტი. ჩვენი ალტერნატივა ახდენს რუსული გავლენების გამოაშკარავებას და რეალური მტრის აგენტების პასუხისგებაში მიცემას, ხოლო თუ გამჭვირვალობაზეა საუბარი, როგორც დღეს ევროკავშირის ელჩმა განაცხადა „ეს არ უნდა განხორციელდეს იმ ძალიან კარგი, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი სამუშაოს შეზღუდვის ხარჯზე, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ ასრულებენ.“  რასაც ასევე უზრუნველყოფს სწორედ ჩვენი ალტერნატივა.
• მაგრამ, როგორც ჩანს, ოცნება ამ ქვეყნის რეალურ მტრებს უფრთხილდება, ხოლო მეგობრებს გვამტერებს. ამით, კლავს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას და აპირისპირებს მოქალაქეებს.
• საზოგადოება კი ამ დაპირისპირების გაღვივებას ივანიშვილს არ აპატიებს და ისეთივე განაჩენს გამოუტანს არჩევნებზე, როგორც სააკაშვილს გამოუტანა.
• არჩევნებამდე 7 თვეზე ნაკლები დარჩა!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved