• რეკლამა
  • კონტაქტი
12:26, სამშაბათი, 13 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რა გარანტიაა გვაქვს, რომ ვაშაძე არ გაასხამს? რომ ელენეს დონორი არ გადაწყვეტს დელეცური მანევრების ხლართვას?”

ალია ავტორი - ალია
19:38 10-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,831

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ­ეხ­მა­უ­რება “გირ­ჩი- მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის”, “სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის” და “დრო­ას” გა­ერ­თი­ა­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას და წერს:

“თქვენი აზრით ოპოზიციური “პარტიების” ერთობა მიზანია, თუ საშუალება?
აი მხოლოდ ევროპულ საქართველოს რომ გვქონდეს თავი დავიძახოთ, ხალხი გამოგვყვეს და ბევრი ხალხის ზეწოლით, რეჟიმი შევცვალოთ, რომელიმეს გაგიჩნდებოდათ სურვილი გიორგი ვაშაძესთან, ან ელენე ხოშტარიასთან გაერთიანება გვეცადა?
მე მგონი, არ გაგიჩნდებოდათ ასეთი სურვილი.
ანუ პოლიტიკოსების ერთობაზე დაკვეთა იმიტომაა, რომ ცალცალკე ამ პოლიტიკოსებს არაფრის თავი გვაქვს და ვიღაცეები ფიქრობენ, ერთად თუ დადგებიან, ეგებ რამე გამოუვიდეთო. (პარტიებს არ ვიტყვი, იმიტომ რომ პარტიები საქართველოში არ არსებობენ – ევროპული საქართველო გახდება პარტია, სხვების რა მოგახსენოთ).
ასე არ არის?
ანუ ერთობა აღიქმება საშუალებად იმისთვის, რომ რეჟიმის ცვლილებას მივაღწიოთ.
ძალა ერთობაშიაც ხომ ამას ნიშნავს – ერთობაა საშუალება იმისთვის, რომ ძალა მოიკრიბო.
ძალას უნდა იძლეოდეს ერთობა.
რა შეიძლება იყოს ჩვენი, პოლიტიკოსების ძალა?
ფული?
ნუ ერთი ლეგიტიმური მოსაზრებაა, რომ ერთობას თუ დაინახავენ ოპო მილიონერები უფრო ენთუზიაზმით მოგცემენ ფულს.
მაგრამ ფული ჩვენი ძალა ვერ იქნება. ფული ბიძინას სუპერძალაა და ყოველთვის, სულ მცირე, ერთი ნაბიჯით წინ იქნება რამდენი ოპო მილიონერიც არ უნდა დაზამასკდეს და გაუშვას, თუნდაც მთელი თავისი ქონება ძალაუფლებისთვის ბრძოლაში.
დასავლეთი?
ისიც ლეგიტიმურია, რომ დასავლეთი თუ ხედავს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ერთმანეთთან საერთოს პოულობენ, ნაცვლად ვაშინგტონში ცალცალკე სირბილის და ერთმანეთის ლანძღვისა – უფრო სერიოზულად ჩაგვთვლიან.
მაგრამ ვერც დასავლეთი და ვერც ფული ჩვენი ძალა ვერ გახდება იქამდე, სანამ ქუჩაში არ დადგება ბევრი ხალხი!
ასე არ არის?
თქვენ გახსენდებათ რომელიმე პოლიტიკური დათმობა ხალხის ზეწოლის გარეშე?
გახსენდებათ, რომელიმე მთავრობას რამე დაეთმო, თუ ქუჩაში ბევრი ხალხი არ დგას?
ანუ პოლიტიკოსების ერთობა არის ხალხისთვის – ხალხის დასარწმუნებლად, რომ ბევრი, ზღვა ხალხი დადგეს ქუჩაში, ივანიშვილმა არჩევნებზე კონტროლი დათმოს და ვადამდელი არჩევნები ჩაინიშნოს, ან თუნდაც 2024 წლის არჩევნებში გავიდეთ ისე, რომ ივანიშვილი და სუსი არჩევნებს ვერ აკონტროლებდეს.
ძალიან ლოგიკურია რასაც ვიძახი, არა?
მიზანი არის რეჟიმის შეცვლა და რეჟიმის შესაცვლელად ბევრი, ძალიან ბევრი ხალხის ქუჩაში გამოსვლა – ამისთვისაა საჭირო პოლიტიკური მანევრები!
გადავიმეორებ:
მიზანი არის ივანიშვილის მოღალატე რეჟიმის შეცვლა.
ხალხის ერთობა არის საშუალება, რომ მიზანს მივაღწიოთ და მოღალატე რეჟიმი შეიცვალოს.
პოლიტიკოსების ერთობას მაშინ აქვს აზრი – თუ ხალხის ერთობისკენ მივყავართ, რომელიც ქუჩაში გამოვა და ივანიშვილს დათმობებისკენ აიძულებს.
გაუგებრად ხომ არ ვიძახი? მგონი ძალიან მარტივად და ჭეშმარიტად ვწერ (მაპატიეთ თავმდაბლობა).
ახლა გადავიდეთ ხალხზე.
თქვენი აზრით ხალხი რატომ არ გამოდის ქუჩაში?
მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიცია ერთიანი არაა?
თუ იმიტომ, რომ ამ „ერთიანმა ოპოზიციამ“ ბევრი იმედი გაუცრუა, ბევრჯერ გადააგდო, ბევრი სიტყვა გატეხა… და დღეს, ხალხის უმრავლესობა იძახის, რომ არცერთი პარტია მათ ინტერესებს არ წარმოადგენს.
ჩვენ ძალიან გვჯერა რომ ხალხი რაციონალურად და ლოგიკურად მოქმედებს.
მთელი ჩვენი გამოცდილება ამაზე მიუთითებს – შეიძლება ცალკეულმა ამომრჩეველმა წყობიდან გამოგიყვანოს სიბრიყვით, მაგრამ მთლიანობაში ხალხი რაციონალურია და რაციონალურად მოქმედებს, როგორც გადამფრენი ჩიტების გუნდი.
თუ ხალხს ცხვრად აღიქვამ, თუ ხალხს ინტელექტუალურ შეურაცხყოფას აყენებ, თუ ხალხს ატყუებ, თუ ხალხს აგდებ… ხალხი პასუხს გიბრუნებს.
ვიღაც შეიძლება გააბრიყვო ცოტა ხნით.
მაგრამ ყველას ვერ გააბრიყვებ და ივანიშვილის დასამარცხებლად ყველა გვჭირდება.
ჩვენს ამომრჩეველს მითუმეტეს ვერ გააბრიყვებ – ჭკვიანია ჩვენი ამომრჩეველი და ეს ჭკვიანი ხალხი პროცესს უნდა ენდობოდეს, თუ პროცესის წარმატება გვინდა… ვინც მზადაა ჯოგურად იმოქმედოს, ის არ ყოფნის გამარჯვებას, გამარჯვებას ინტელექტი სჭირდება.
იმისთვის, რომ ჩვენ გიორგი ვაშაძეზე, რომელიმე ნაცზე, რომელიმე დროაზე ან რომელიმე ლელოზე, გირჩზე ან მათთან თანამშრომლობაზე პასუხისმგებლობა ავიღოთ და იმ ხალხს, ვინც ჩვენ გვენდობა, ჩვენს აქციებზე გამოდის, ჩვენ გვიჭერს მხარს – ამ ერთობის მხარდაჭერისკენ მოვუწოდოთ, გვჭირდება ძალიან კონკრეტულ, ფაქტებით გამყარებულ კითხვებზე პასუხები მივიღოთ:
1. რა გარანტია გვაქვს, რომ გიორგი ვაშაძესთან ერთად დავპირდებით ხალხს კონკრეტულ ქმედებას და ის არ გაასხამს როგორც ბოიკოტზე გაასხა?
2. რა გარანტია გვაქვს, რომ ელენეს დონორი (მისივე თქმით) მორიგ ჯერზე არ გადაწყვეტს ათასობით კილომეტრიდან რაღაც დელეცური მანევრების ხლართვას და მისი დაფინანსებული პოლიტიკოსები, ისევ არ გაჩუმდებიან უმსგავსობაზე?
3. რა გარანტია გვაქვს, რომ სიტყვას ფასი დაედება და ვიღაც ფინაჩების გამო, სამარცხვინო მდგომარეობაში არ აღმოვჩნდებით და ხალხს კიდევ იმედს არ გავუცრუებთ?
ამ კითხვებს ვსვამთ იმიტომ, რომ თუ ამ კითხვებს, წარსულის გააზრებით, პასუხი არ გაეცა, ისე არაფერი გამოვა.
არც ხალხი გამოვა.
თუ ამ კითხვებს პასუხი არ გაეცა, სჯობს რომ ამ მარცხისთვის განწირული აურზაურიდან თავი ძალიან შორს დავიჭიროთ.
ხალხის ერთიანობაა საჭირო – ჩვენ გვჭირდება ზღვა ხალხი ქუჩაში.
გადამგდებებთან ერთიანობას, სჯობს ჩვენს გზას გავუყვეთ და დაველოდოთ იმ მომენტს, როცა ჩვენ გამოგვყება ბევრი ხალხი ქუჩაში – ჩვენ, ვისაც საკუთარ სიტყვებზე და ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება შეგვიძლია და არ ვიტყუებით.
მერამდენედ უნდა გავფლანგოთ დრო, ძალისხმევა და ნდობა მარცხისთვის განწირულ ერთობებზე სადაც სიტყვას პატივს არავინ სცემს?
პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარ სიტყვას პატივს არ სცემენ, საკუთარი შინაარსი არ გააჩნიათ და საკუთარ ქმედებებზე პასუხს არ აგებენ აპათიაში მყოფი ხალხის შთაგონებისთვის, ინსპირაციისთვის და ქუჩაში გამოყვანისთვის არ გამოდგებიან.
ამიტომ გვჭირდება კითხვებზე პასუხები იქამდე, სანამ გადაგდებაში, სიტყვის გატეხვაში, დონორების მორჩილებაში შემჩნეული პირებს ერთობაზე დაველაპარაკებით.
ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენს სიტყვებზე და ქმედებებზე.
ამიტომ სანამ ვიტყვით და ვიმოქმედებთ, სხვების პასუხები გვჭირდება.”
თეგები: გიორგი ვაშაძეელენე ხოშტარიაზურაბ ჯაფარიძეთამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved