ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა:
….850.000 ევროს, ტაქს ფრის წარმოუდგენელი ამბავი.ბოლო დაჭერებმა ცხადჰყო,რომ სერიოზული შეცდომები იყო დაშვებული სამთავრობო ვერტიკალში.იყო თუ არა ეს საბოტაჟი,თუ უბრალოდ ადამიანური, უფრო სწორედ არაადამიანური ღორობა, დრო და გამოძიება დაადგენს.იმედია ეს ყოველივე არ იყო სისტემური,რადგან პირადად ვიცნობ რამოდენიმე მაღალჩინოსანს,რომელიც ისევ ისე ხელფასიდან-ხელფასამდე ცხოვრობს.ახლა რაშია მთავარი პრობლემა.კაი,დავსაჯეთ გაღორებულები.რა გარანტია გვაქვს, რომ სხვას ხელი არ წაუცდება?გამოსავალი მარტივია და სულ არ არის საჭირო ველოსიპედის გამოგონება.კომუნისტები სულელები კი არ იყვნენ,როდესაც თითო კვადრატულ მეტრს და მანქანას უთვლიდნენ ადამიანებს.მოხვედი 70 კვადრატულით,როგორ გაგიჩნდა უცებ 70000?ან დადიოდი ოპელით,უცებ როგორ მოხდა,რომ ბრაბუსების კოლექცია გაქვს?ყველა სახლი,მშენებლობა,ბიზნესი უნდა იყოს მკაცრად აღწერილი.კომუნისტური ეპოქისგან განსხვავებით შეგვიძლია საბანკო მონსახურების მიღება.სამი ნომრის გასახსნელად 200.000 ევრო ავიღე ბანკიდან და 2018 წლიდან ვიხდი,თუმცა ძალიან მცირედი დააკლდა.მარტივად დასათვლელია, რა რის ხარჯზე ხდება.როცა ცათამბჯენს ეპოტინები და იძახი, რომ ბანკი და კეთილი ნათესავები გეხმარებიან,აპრიორი ტყუილია.მოკლედ, რაღაცეები ზუსტადაც წარსული პრაქტიკიდან არის გადმოსაღები.ხო კიდევ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის მიტაცებაზე ხვრეტდნენ!!!!ახლა ნაღდი ამბავი. ერთ-ერთი ასეთი მაღალჩინოსანის ცოლი ევროპიდან რომ დაბრუნდა, “ტაქს ფრი” 850.000 ევრო დაიბრუნა.აბა დათვალეთ რამდენი დახარჯა “პაეზდკაში” დაქალოჩკებთან ერთად?P.S.არავის ფული არასოდეს არ დამითვლია,შური ჩემთვის საერთოდ არარსებული გრძნობაა,მაგრამ ასეთები რომ მესმის, მე და ჩემნაირები კი წელში ვწყდებით და თბილისიდან მოშორებით გადავსახლდით,რადგან ვერ “ვქაჩავთ” რაღაცეებს, დიიიდი სურვილი მებადება ჩვენი ცხოვრების ქურდები “სამუდამოზე” აღმოჩნდნენ, მერე მე დავბრუნდე სასჯელაღსრულების სისტემაში და ვუზრუნველყო მათი ოთხჯერადი, ჯეროვანი კვება და დღეში ერთხელ “პრაგულკა” რუსთავის,ქსანის,ლაითურის თუ გეგუთის სუფთა ჰაერზე.














კომენტარები