• რეკლამა
  • კონტაქტი
14:59, სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა განსხვავებაა იპოთეკის ხელშეკრულებებსა და ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით გაფორმებულ ხელშეკრულებებს შორის – მარიკა არევაძის განმარტებები

ალია ავტორი - ალია
17:55 01-23-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
281

ადვოკატი მარიკა არევაძე სოციალურ ქსელში განმარტებას აკეთებს, თუ რა განსხვავებაა იპოთეკის ხელშეკრულებებსა და ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით გაფორმებულ ხელშეკრულებებს შორის:

 

„ბოლო პერიოდში (წლებს ვგულისხმობ) გახშირებულია სესხის/იპოთეკის ხელშეკრულებების ნაცვლად ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულებების გაფორმება.
ამ დროს რეალურად მსესხებელს, გონია რომ აფორმებს სესხის ხელშეკრულებას და სინამდვილეში ურთიერთობაში შედის როგორც გამყიდველი, რომელიც გამოსყიდვის უფლების შენარჩუნებით (დროის კონკრეტულ პერიოდზე) ყიდის ბინას.
ამ ორ ხელშეკრულებას აქვს ორი განსხვავებული იურიდიული შედეგი.
– სესხი/იპოთეკის შემთხვევაში, სესხის ვადაში ვერ დაბრუნების შემთხვევას მოჰყვება ან დავა ან ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი. ორივე შემთხვევაში სახლი მსესხებლის საკუთრებაშია და გაიყიდება მხოლოდ იძლებითი აღსრულების შემთხვევაში – აუქციონზე. აუქციონის ჩატარებამდე ნებისმიერ დროს სესხის დაბრუნების შემთხვევაში კი სახლი რჩება მსესხებლის საკუთრებაში;
– ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულების დროს, ე.წ. მსესხებელი რეალურად არის გამყიდველი და ყიდის მის სახლს. გამოსყიდვის ვადის გასვლის შემდეგ კი სახლს ვეღარ იბრუნებს.
ნასყიდობა გამოსყიდვის დროს, გაცილებით მარტივია, მაგალითად 10 000 $-ს სესხის პირობებში დაიკარგოს 50 000 $ და მეტის ღირებულების სახლი, ისე რომ მესაკუთრეს პრაქტიკულად სახლის დაბრუნების ალბათობა არ რჩება (ანუ ძალიან მძიმე მდგომარეობა ექმნება მსესხებელ/გამყიდველს). ასეთი ხელშეკრულებების შესახებ დავები ამ დროისათვის ძირითადად ჯერ სასამართლოებშია და წინ არის მათი აღსრულების დრო და გამოსახლებები (სამწუხაროდ).
ეს ძალიან მძიმე ვითარებას შექმნის და სანამ ჯერ კიდევ არის დრო, სისტემური მიდგომით უნდა მოგვარდეს.
გამოსავალი არის:
1. ეკონომიკურ გაძლიერებაში, რომ ადამიანებს გაუჩნდეთ შემოსავლები, რომლითაც შეძლებენ მათი ვალდებულებების შესრულებას.
2. ხალხის ინფორმირებაში, რომ იცოდნენ ასეთ ხელშეკრულებებს რა შედეგები მოჰყვება და თუ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი არ დგას, არ უნდა გააფორმონ, მითუმეტეს ბინის ღირებულების მეათედ თანხებად.“
თეგები: მარიკა არევაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved