• რეკლამა
  • კონტაქტი
20:40, ხუთშაბათი, 11 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა განკარგულება მიიღეს ივანიშვილისგან „ოცნების“ წევრებმა და კომპანიებმა?

ალია ავტორი - ალია
01:20 06-18-2020
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

შეუიარაღებელი თვალით ჩანს, რომ პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა დაეცა და როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია თითქოს მშვიდ რეჟიმზე გადაერთო. ეს ერთი შეხედვით, თორემ, რეალურად, ბრძოლამ კულუარებში და პარტიებს შიგნით გადაინაცვლა, ანუ ახლა ადგილების გადანაწილება მიმდინარეობს, თორემ ის, რომ გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი ელჩებისთვის დღის წესრიგში მწვავედ აღარ დგას, ოპოზიციაშიც კარგად იციან და ხელისუფლებაშიც.

ისიც კარგად იციან, საკონსტიტუციო ცვლილებები 29 ივნისს რომ „დაჩაქუჩდება“ და ამის შემდეგ უკვე ოფიციალურად გამოცხადდება საარჩევნო კამპანიის დაწყება.

ჰო, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ხელისუფლება ყველანაირი სცენარისთვის მზად არის და ამიტომაც თავი დაიზღვია – თუ ცვლილებები ჩავარდება, მაშინ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა გვარები 6 ივლისს დასახელდება, თუ არა და, იმ 30 მაჟორიტარის გვარი, რომელიც მომავალ პარლამენტში მოსახვედრად იბრძოლებს, საზოგადოებისთვის 30 ივნისს გახდება ცნობილი.

ცოტა არ იყოს, სასაცილოა, მაგრამ როგორც გვეუბნებიან, 30-ში 30 კაცის დასახელება, ერთგვარ სიმბოლურ დამთხვევად სურს ხელისუფლებას და რამდენად იქნება ეს დამთხვევა წარმატებული, ერთად ვნახავთ.
მანამდე კი, სათქმელად თითქოს ადვილია, მაგრამ რეალურად ძალიან რთულია ამ 30 კაცის შერჩევა.

ჯერჯერობით ერთადერთი, ვინც დაადასტურა ის, რაც ჩვენ დავწერეთ, კახა ოქრიაშვილია. მან აღარა, რომ მომავალ არჩევნებზე აუცილებლად მაჟორიტარი იქნება და თავის სამაჟორიტარო ოლქს უკვე ეცნობა და რაც მთავარია, იმ მცირე პრობლემების მოგვარებას, რომელიც ამ ოლქში შემავალი მუნიციპალიტეტების (ბოლნისი, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო) მოსახლეობას აქვს, დამოუკიდებლად ცდილობს. იგივეს აკეთებს ენზელ მკოიანიც, თუმცა ხმამაღლა არ ამბობს, რომ მას უკვე გასაგებად უთხრეს, საარჩევნო კამპანია დაიწყეო.


ცოტა მძიმე თემაა, მაგრამ მაჟორიტარობის მსურველმა პირებმა საქმეში ყველა რესურსი ჩართეს და მათ შორის, საპატრიარქოც. ახლა, ამ ეტაპზე სახელებისა და გვარების წერას ჯერჯერობით არ დავიწყებთ, მაგრამ საპატრიარქოს წარმომადგენლები დაგვეთანხმებიან, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა, ვიზიტები უმაღლესი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ზედ წინასაარჩევნოდ, შემთხვევითი არ არის. არც იმის წერას ვაპირებთ ჯერჯერობით სახელებითა და გვარებით, კონკრეტულად ვის რა ინტერესი აქვს მომავალ მაჟორიტარებთან, ვის წყლის ბიზნესი ადარდებს და ვის კიდევ ხე-ტყის. მაგრამ ეს ჯერჯერობით, თორემ მერე იტალიაში ნაკეთებ ოპერაციებზეც დავწერთ და სილიკონიან მკერდზეც. მანამდე კი…

პარალელურად, პირადად ბიძინა ივანიშვილისგან, არამარტო დეპუტატებმა, არამედ კომპანიებმა მიიღეს მითითება, რომ პარტიულ სალაროში შემოწირულობების გაკეთება უკვე დაიწყონ. შესაბამისად, მიმდინარე თვის ბოლოს, პარტიულ ანგარიშზე რამდენიმე მილიონი ლარი უნდა დაჯდეს, რაც რეგიონებში შტაბების მუშაობას მოხმარდება. მართალია, ხმამაღლა ამის შესახებ არავინ საუბრობს, მაგრამ ყველა მუნიციპალიტეტში, სახელისუფლებო პარტიამ შტაბები უკვე დააკომპლექტა და აამუშავა. ერთი ეგაა, ადგილებზე მუშაობა ცოტა ჭირს, რადგან არავინ იცის, ვინ იქნება ოლქში კანდიდატი, რაც იმას ნიშნავს, რომ ზონის უფროსები, უბნის უფროსები, კოორდინატორები და კომისიის წევრებიც კი, არ იციან, რომელი მიმართულებით დააკომპლექტონ.
„ჯერ გადაწყვეტილი ისიც კი არ არის, რა მიმართულებით დაიხარჯება სახსრები. იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტები, თუ იქნება ეს უბრალოდ აქტივზე ფულის მიცემა და შემდეგ ხალხის ზიდვა უბნებზე. ამ პრაქტიკამ საპრეზიდენტო არჩევნების დროს არ გაამართლა და პირველ ტურში პარტიამ რამდენიმე ათეული მილიონი ისე დახარჯა, შედეგი ვერ მიიღო. ამიტომ, ყველა ბიძინა ივანიშვილის მითითებას ელოდება და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, რა მიმართულებით დაიხარჯება ის ფული, რომლის მოგროვებაც უკვე ამ თვიდან დაწყებულია“, – გვეუბნება „ოცნების“ მაღალჩინოსანი.
პარალელურად, ინფრასტრუქტურის წარმომადგენელმა დაგვიდასტურა, რომ აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტს მიუვიდა ბრძანება იმის შესახებ, რომ ბიუჯეტში ფული უნდა დააბრუნოს. ანუ, წლის დასაწყისში შედგენილი ბიუჯეტი, მიღებული თანხები უკან უნდა დაბრუნდეს. მართალია, დიდ მუნიციპალიტეტებს დიდი თანხის დაბრუნება მოუწევთ, პატარებს – ნაკლების, მაგრამ საერთო ჯამში, აღნიშნული თანხები ყველა მუნიციპალიტეტში მინიმუმ 3 პროექტს ჩააგდებს. ეს ნიშნავს იმას, რომ წლის დასაწყისში მოსახლეობისთვის დაპირებული მინიმუმ სამი პროექტი ვერ განხორციელდება და ერთი შეხედვით, ხელისუფლებას ეს არ უნდა აწყობდეს, მაგრამ ეს ერთი შეხედვით.

„პანდემიის გამო, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩამოეჭრა 256 მილიონი ლარი. ამ დანაკლისის შევსებას, მაია ცქიტიშვილის უწყება სწორედ მუნიციპალიტეტებიდან წამოღებული თანხებით შეეცდება, ანუ საერთო ჯამში, 73 მუნიციპალიტეტი 256 მილიონს დაუბრუნებს სამინისტროს. აი, ივლისის ბოლოს კი, უკვე კონკრეტული მიმართულებით, სამინისტრო უკან დააბრუნებს ამ თანხებს და უმკაცრეს დავალებასაც მოაყოლებს – თანხა იმ კონკრეტული მიმართულებით უნდა დაიხარჯოს, რომელსაც სამინისტრო მიუთითებს“,-გვეუბნება ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაღალჩინოსანი.
გუნდის შიგნით, გაჩნდა ეჭვი (არც თუ უსაფუძვლო), რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირების უმრავლესობამ ფულის კეთება გადაწყვიტა და ტენდერები კონკრეტულ კომპანიებს მოარგო. შესაბამისად, საქმე კი კეთდება, მაგრამ ეს კომპანიები პარტიულ სალაროში არაფერს იხდიან და არც იმის რესურსი აქვთ, რომ არჩევნებზე ხალხის მობილიზება გააკეთონ. ამიტომ, ინფრასტრუქტურის სამინისტროში წასული და შემდეგ უკან დაბრუნებული ფული სწორედ ამ ფირმების ჩახსნას შეუწყობს ხელს და უკვე გამოცხადებული ტენდერებიც ათეულობით ჩერდება, რადგან მუნიციპალიტეტებს ტენდერებში გადასახდელი ფული აღარ რჩებათ. ჰო, ისიც გვითხრეს, რამდენიმე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი უკვე ცარიელია, მხოლოდ სახელფასო ფონდია დარჩენილიო, ანუ ჯერ ნახევარი წელიც არ არის გასული და თვითმმართველობების ნაწილმა ბიუჯეტი გამოაცარიელა. ადრეც დავწერეთ და ახლაც გავიმეორებთ, აქტიურად საუბრობენ რამდენიმე მერის შეცვლაზე და ფეხს რატომ ითრევენ, ვერ გეტყვით.


პ.ს. წინაზე საქართველოში ე.წ. „კანონიერი ქურდების“ შესაძლო ყოფნაზე გავაკეთეთ აქცენტი. ანუ, დავწერეთ, რომ გამორიცხული არ არის, პანდემიის დროს, არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ. „კანონიერი ქურდები“ შემოსულიყვნენ. იგივეს გავიმეორებთ ახლაც – შემთხვევით, სულ შემთხვევით, ე.წ. „კანონიერი ქურდები“ ნიღაბაფარებულები ხომ არ დადიან აქ, ჩვენს ირგვლივ?!

ანი დვალიშვილი, ალია №20

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

სელფი მობაილი წარმატებით იმტკიცებს რეიტინგს BB-/Stable
ახალი ამბები

სელფი მობაილი წარმატებით იმტკიცებს რეიტინგს BB-/Stable

14:51 12-11-2025
„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის
ახალი ამბები

„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის

12:48 12-11-2025
“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი
ახალი ამბები

“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი

18:53 12-10-2025
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები

15:51 12-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved