• რეკლამა
  • კონტაქტი
10:28, ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ეჭვები ჩნდება ანაკლიის ნავსადგურზე და რისთვის იბარებენ ეკონომიკის მინისტრს პარლამენტში? – გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
14:46 04-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
205

დეპუტატი, რომან გოცირიძე:

“ანაკლიის ნავსადგურის ირგვლივ რაღაც ფარული მოძრაობები შეიმჩნევა. ეჭვი გვაქვს, რომ ამ ორიექტიდან დასავლური კომპანიების გარიყვას აპირებენ, ივანიშვილის ცნობილი გამონათქვამისა არ იყოს: “შავ ზღვაში ამერიკელებს რა უნდათ”?! ამათ, როგორც ჩანს, არც ამერიკელები უნდათ და არც ევროპელები. ამიტომ 19 მაისს ვიბარებთ ეკონომიკის მინისტრს პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით.
შეკითხვა არის შემდეგი შინაარსის:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის პირველი პუნქტით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გთხოვთ პარლამენტის 19 მაისის პლენარულ სხდომაზე პირადად უპასუხოთ ქვემოთ ხელმომწერი პარლამენტის წევრების მიერ ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვებს, კერძოდ:
2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების თანახმად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომლის ჯამური ინვესტიცია შეადგენდა 2.5 მილიარდ დოლარს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა. თუმცა, საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან პორტის მშენებლობის შეთანხმება 2020 წლის იანვარში, ცალმხრივად შეწყვიტა. სამ წელზე მეტი გავიდა, რაც ანაკლიის პროექტი გაჩერებულია და მთელი ამ ხნის განმავლობაში გვესმის არაერთი ცრუ დაპირება მის განხორციელებასთან დაკავშირებით.
1. მიმდინარე წლის თებერვალში უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით, აპირებს ანაკლიის პროექტის ინვესტორის გამოვლენას. პარალელურად, სახელმწიფო აპირებს არსებული საინჟინრო- გარემოსდაცვითი კვლევების განახლებას და გარკვეული სამშენებლო სამუშაოების დაწყებას. ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, სადაც დაგეგმილია, რომ სახელმწიფო იქნება 51 პროცენტის წილის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი – 49 პროცენტის მფლობელი.
კითხვა: არსებული მდგომარებით, რომელი ქვეყნების ინვესტორებმა გამოხატეს ინტერესი ანაკლიის პორტის მშენებლობაში მონაწილეობაზე და რა გარანტიები არსებობს, რომ მოცემული 49%-იანი წილი არ აღმოჩნდება რუსეთის ხელში?
2. თავდაპირველი პროექტის შესაბამისად, ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობაზე სახელმწიფოს საორიენტაციოდ უნდა დაეხარჯა 330 მილიონ ლარი. დღეის მდგომარეობით მშენებლობის ღირებულება ალბათ გაიზრდება.
კითხვა: საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სანამ კერძო ინვესტორი შეირჩევა, მანამდე სახელმწიფო მიმდინარე წელს დაიწყებს ანაკლიის პორტის მშენებლობას. იგულისხმება თუ არა ამაში გზების გაყვანაც? რა სახსრებით გეგმავს მთავრობა პორტის მშენებლობის ხარჯების დაფინანსებას მიმდინარე წელს, მაშინ, როდესაც 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მსგავსი რამ გათვალისწინებული არ არის? ახალი პროექტის შესაბამისად, რამდენი დაიხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაკლიის პროექტის პირველი ფაზის მშენებლობისათვის და რა რესურსებით მოხდება ამ თანხების მობილიზება ბიუჯეტში? რა ეტაპზეა ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობის პროექტი?
3. როგორც ცნობილია, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს პორტის მშენებლობაში ინვესტირებული აქვს 75 მილიონი დოლარი.
კითხვა: რა შემთხვევაში, რა ვადებში და ვინ უნდა დაუბრუნოს ინვესტორს აღნიშნული, არასადავო თანხა?
4. მთავრობის მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტას მოჰყვა კონსორციუმისა და მისი ამერიკელი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დაწყება და აღნიშნული დავებით მოთხოვნილი კომპენსაცია 1.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
კითხვა: რა მოლოდინი გაქვთ აღნიშნულ საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით? ამ დავის წაგების შემთხვევაში რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა? ხომ არ გამოიწვევს ეს ანაკლიის პორტის მშენებლობის გაჩერებას? ასევე, დავის წაგების შემთხვევაში, ხომ არ მოუწევს სახელმწიფოს 51%-იანი წილის უსასყიდლოდ დათმობა ინვესტორებისათვის?
5. თავდაპირველი პროექტის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, პირველი გემი ანაკლიის პორტში 2020 წელს უნდა შემოსულიყო.
კითხვა: თქვენი აზრით, როდის შემოვა პირველი გემი ანაკლიის პორტში?”
თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved