ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში წერს:
“აშშ პირველ ადგილზე იყო კოვიდ-ეპიდემიის გავრცელებისა და მსხვერპლის მხრივ! საქართველოში მსგავსი არაფერი ყოფილა!
ახლა მიმდინარეობს კალათბურთში პლეი-ოფფების მეორე წრე: დღეს ორ ქალაქში ვნახე მატში: ნიუ-იორკში და დენვერში (აქ ახლაც მიმდინარეობს):
სტადიონები სავსეა ხალხით, არავის უკეთია (თითქმის) პირბადე –
არაფერი ხდება!
საქართველოში:
სეთურის ამ ქვეყანაში და
სეთურის ბრბოს ამ ქვეყანაში,
ხალხის ფსიქოლოგიური ტერორი არ წყდება!
შეზღუდვები უაზრობამდე მიდის!
რა ექსპერიმენტს ატარებთ?!
ხომ ხედავთ, ყველაფერი გაგივიდათ, –
ბოლომდე გნებავთ დააჩოქოთ ხალხი?!
ალბათ, არ გამოვა, თუმცა, შანსი გაქვთ!
p.s.
ტრანსპორტში და საჯარო ადგილებში ვიღაც ასე საშუალო ასაკის (30-მდე და ცოტა მეტი) ადამიანები გაჩნდნენ – არ გვანან შემთხვევით ხალხს, ჩაცმულობაზე ეტყობათ: როგორ უყვირიან ადამიანებს ვისაც ნიღაბი ჩამოწეული აქვს ან არ უკეთია (თავად შევესწარი)!
განა მიუთითებენ, რომ იქნებ გაიკეთოთო, -არა!
კონცლაგერში რომ ექცეოდნენ პატიმრებს, –
იმ ტონში მიმართავენ!”
კომენტარები