ისტორიკოსი, გოგა გაგნიძე:
მიმდინარე სურათის შესახებ, თეზისებად:
ახლა პროევროპულ და პროქოცურ ბაბლებად დაყოფა მომგებიანია მხოლოდ ქოცნებისთვის,პროქოცური განწყობა 99% პროპაგანდით, ანუ კვამლით საზრდოობს,უკმაყოფილო მოქალაქეთა უმრავლესობა ვერ აიდენტიფიცირებს საკუთარი ბრაზის მიზეზს და ადრესატს, გრძნობს თავს მარტო და შედეგად, მისი ბრაზი გამოუყენებელი და ფუჭია,ქოცნების ყოველი მომდევნო ინიციატივა და გადაწყვეტილება წინას გაგრძელება და მასზე მძიმე იქნება,განათლების, ფასების, ცენზურის, რუსული კანონის, ავტომანქანების წლოვანების შეზღუდვის და ა. შ. ცალ-ცალკე საკითხებად გაშლა-განხილვა, ქოცნების ინტერესშია,როცა წინააღმდეგობის მე-3 წელს ერთობა ვერ იკვრება, ეს ფაქტი შეიძლება დიაგნოზად ჩაითვალოს,უიმედოდ დაავადებული პოლიტიკური სპექტრის მიერ საკუთარი მდგომარეობის აღიარება (თუნდაც ერთი მათგანის მიერ), ხელს შეუწყობს ახალი ტიპის პოლიტიკური ოპოზიციის გაჩენას,ყველა (თუნდაც მცირე) სამოქალაქო ჯგუფს, შეუძლია შექმნას დამოუკიდებელი შინაარსი, გლობალური (არარსებული) ოპოზიციური სტრატეგიის და შეუმდგარი ერთობის ლოდინის გარეშე,ოპოზიციური ტელე-მედია და მისი იქ ჩასახლებული რესპოდენტები, ნამდვილად იმსახურებენ საზოგადოების უყურადღებობას,ბერწი და წამგებიანია ,,ნატო-ევროკავშირის, დემოკრატიის შუქურობის, ევროპული ოჯახის წევრობის, ადამიანის უფლებების” შესახებ რთული და გაუგებარი ნარატივები,კარგი გავრცელება აქვს და მომგებიანია მარტივი, ,,გლეხური” ნარატივები, მაგ.,,ქოცნება კვერცხობაა”,,,ვიაროთ ახლა 2020 წლის შემდეგ გამოშვებული ვირებით”,„აგენტი კი არა, სიმართლის მთქმელი აშინებთ.“„შენი ჯიბე მათ კომფორტს აფინანსებს.“და ა.შ.ქვეყნის ტვინების მიერ ყურადღების ქვეყნის გარეთ (თუნდაც რეგიონის მასშტაბით) მიპყრობა, შემდეგ კი ქართული საზოგადოებისთვის დანახულის და გაგონილის მოყოლა, ძალზედ სასარგებლოა,ქართული სახელმწიფო და საზოგადოება, გარდა უსქელესი მენტალური კედლისა, შემოგარსულია ენის და შრიფტის ბარიერებითაც (ქართული ენა და შრიფტი, ერთი მხრივ, ჩვენი იდენტობაა, მეორე მხრივ კი – ინფორმაციული იზოლაციის გარანტი)ქართული ორიგინალური კონტენტის ძირითად უცხო ენებზე დროულად თარგმნა/გავრცელება და პირიქით, ბრძოლის უმნიშვნელოვანესი, ზოგჯერ კი კრიტიკული ნაწილია (თუ ქართული პროტესტის შინაარსი არ ითარგმნა მსოფლიოსთვის გასაგებ ენებზე და პირიქით, ჩვენ ვრჩებით ჩაკეტილ ეკოსისტემაში, სადაც მხოლოდ ერთმანეთს ველაპარაკებით).კიდევ ბევრი რამის დაწერა შეიძლება, მოკლედ კი ასე შეიძლება შეჯამდეს:
2026 შემოდგომისთვის, თუ ხელი არ გავანძრიეთ და გარეშეთათვისაც უინტერესონი დავრჩებით – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნეო საბჭოთა საქართველოში.














კომენტარები