• რეკლამა
  • კონტაქტი
05:53, ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, რა ძალა გედგა, რომ ეს შენი ფინია ღარიბაშვილი შემომისახლე მეზობლად” – სააკაშვილი ივანიშვილს

ალია ავტორი - ალია
13:10 09-02-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
392

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,მას შემდეგ რაც რუსეთის ნაპრეზიდენტალ და ამჟამად, პუტინის ჩლიქად მომუშავე მედვედევს საჯაროდ მკვეთრი პასუხი გავეცი, ჩემი და პრეზიდენტ ზელენსკის ღირსების დასაცავად, ეგრევე გამოხტა ვინმე პაპუასიშვილი (არაფერს ვერჩი პაპუა-ახალი გვინეის მაცხოვრებლებს), რომელიც დიქტატურის მთავარ ტროლად მუშაობს და ჩემი ლანძღვის ახალი ტალღა დააანონსა.

რუსების ხსენებაზე ესენი ეგრევე პავლოვის ძაღლებად იქცევიან ხოლმე. ნუ ოღონდ “პავლოვის ძაღლი” უბრალოდ სამეცნიერო ტერმინია და სინამდვილეში ყველანი ივანიშვილის ჩვეულებრივი ფინიები არიან. როგორც ჩანს დიქტატორს ძალიან მოხვდა გულზე, რომ ჩემი ჩაწოდებით დამკვიდრდა მასზე ტერმინი “დიქტატორი” და ახლა მისი ფინიები საპასუხოდ ისტერიულად იმეორებენ “დიქტატორი სააკაშვილი”.

ნუ რა მნიშვნელობა აქვს რომ მსოფლიოს ისტორიაში არცერთი დიქტატორი საკუთარი ნებით არ გადამდგარა, როგორც ეს მე გავაკეთე 2007 წელს და წყნარად არ გადაულოცა ხელისუფლება თავისუფალ არჩევნებით, როგორც ეს მე “დიქტატორმა სააკაშვილმა” გავაკეთე 2012-ში.

ისე ჭორვილელ დიქტატორს მინდა მივმართო. რა ძალა გედგა, რომ ეს შენი ფინია ღარიბაშვილი შემომისახლე მეზობლად. კი მართლა წვრთნას არ ექვემდებარება დაბალი ინტელექტის გამო, მაგრამ რაღაც ინსტინქტები მაინც გავუმძაფრე, დერეფანში ვარბენინებ. ხოდა ხომ ხედავ ჩემს ხელში მყოფმა ახლა შენ დაგიწყო ყეფა და საკბენადაც იწევს.

ამიტომ ძმურად, როგორც “დიქტატორს” დიქტატორთან თხოვნა მაქვს, მოწყენილი ვარ, დროზე მომიყვანე რუსთავში და მომაბარე აღსაზრდელად ის სათვალეებიანი “ტრუსკავეცა”, სამ თვეში სამ მინისტრად ნამუშევარი მაზალო ტიპი, პატრონის ჩიხუახუა და მოაყოლე მეორე გაჩეჩილი “ბალონკა”, “პრემიერი” რომ აქვს კლიჩკა და ტროლი, არარსებული “პარლამენტის” თავმჯდომარე რომ დაარქვი.

ნუ აწვალებ ნურც მაგათ, ნურც მე ლოდინით. თან მეც ცოტა გავერთობი ამათი აღზრდით და შენზე დაგეშვით, ვარბენინებ საკნებში და დერეფნებში, გადავუგდებ ჯოხს და მოვატანინებ. ჭორვილის ორღობის სუნზე გავაბოროტებ, რომელიც ციხეში ყველგან დგას და ვაყეფებ “აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და მერე ავუშვებ და მოგიქსევ.

ნუ დიქტატორად ვერ, მაგრამ კინოლოგად კი ჩამოვყალიბდი ამასობაში.”

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved