• რეკლამა
  • კონტაქტი
08:46, ორშაბათი, 2 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რა დროს ნომერია? მთავარია არ დავკარგეთ ღირსება და ხალხის ნდობა მოგონილი თვითმმართველობის არჩევნების სანაცვლოდ” – ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
02:27 08-10-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
147
კოალიცია ცვლილებებითვის ერთ–ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, რომელიც წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო დაიჭირეს, ციხიდან წერილს ავრცელებს:
სამხრეთ კავკასიაში რენესანსია, ოღონდ საქართველოს გარეშე.
თეთრ სახლში დადებული ხელშეკრულებით აზერბაიჯანი და სომხეთი მიიღებენ უზარმაზარ შემოსავლებს, ტერიტორიულ მთლიანობას, ხელშეუხებლობას, შიდა მშვიდობას, უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებს ამერიკისგან, რომელიც საკუთარ შეიარარებულ ძალებს განალაგებს ზანგეზურის დერეფნში.
თბილისიდან დაახლოებით იმავე მანძილზე (რაც ბათუმი და ზუგდიდი), სომხეთი მალე მიიღებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას და რამდენიმე წელიწადში გახდება ევროკავშირის წევრი.
ტრამპის მარშრუტი არის ალტერნატივა მთავარი განძის – შავი ზღვის. შუა დერეფანი აღარ არის საქართველოს ექსკლუზივი. ისტორია ტრაგიკულად შეიცვალა: საქართველოზე აღარ გადის აბრეშუმის გზა. ის სომხეთზე გადის. თბილისი დღევანდელი მდგომარეობით გეოგრაფიული, გეოპოლიტიკური ეკონომიკური და სატრანსპორტო ჩიხის დედაქალაქია. აი რა შევძელით საქართველოს თანამედროვე თაობებმა: ისტორიული ფუნქცია დავუკარგეთ ჩვენს სამშობლოს, გავანიავეთ დავით აღმაშენებლის მონაპოვარი, მემკვიდრეობა, რომელსაც ჩვენი წინაპრები თავისი სიცოცხლის ფასად იცავდნენ საუკუნეები. ერთმა ფაშინიანმა უფრო მეტი შეძლო თავისი სამშობლოსთვის, ვიდრე ჩვენმა ისტორიულმა ბრძოლამ და ქართველთა ათობით თაობამ. ფაშინიანის სომხეთს და ალიევის აზერბაიჯანს აქვს კეთილდღეობის, მშვიდობის და განვითარების უზარმაზარი პერსპექტივა, რაც ჯერ კიდევ გუშინ არ ჰქონდა. საქართველო კი კარგავს ყველაფერ იმას, რაც ჯერ კიდევ გუშინ ჰქონდა. ტრამპთან იდგა ორი ლიდერი, რომელიც ხელს აწერდა იმას, რაზეც ერთი წლის წინ არც კი უფიქრიათ და ვერც ხედავდნენ.
საქართველოში კი ზის საკუთარი ქვეყნის მიმტაცებელი და საკუთარ ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას. საქართველოში ციხეში ზის კაცი, რომელიც ოცი წლის წინ უზუსტესი დეტალებით ქადაგებდა ამ იდეას. ცხადია, მიხეილ სააკაშვილს ვგულისხმობ. საქართველოს მართავს კაცი, რომელიც ღიად აცხადებს ჩვენს სამშობლოს პატარა სოფლად და სვამს შეკითხვას: რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაზე?!
და მაინც საქართველოს დარჩა შანსი და საქართველომ მიიღო მნიშვნელოვანი სიკეთეები ამ შეთანხმებით.
პირველი და მთავარი: სამუდამო მშვიდობა.
თბილისიდან 500 მეტრში იდგება ამერიკული ჯარი და იქნება ამერიკული ინტერესი, რაც იმთავითვე გამორიცხავს მის სიახლოვეს რაიმე შეიარაღებული კონფლიქტის განვითარებას.
ასე რომ დასრულდა ომის პროპაგანდა – ომი არ იქნება. წერტილი!
მეორე: სამხრეთ კავკასია ფაქტიურად ერთგვარი კონფედერაციული მოწყობისკენ წავიდა და საქართველოს გარეშე ეს საკითხი გამორიცხულია შედგეს.
ასე რომ ოლიგარქიის დამხობა და ჩვენი ინტეგრაცია ამ უზარმაზარ ეკონომიკურ, გეოპოლიტიკურ პროექტში მყისიერ და პირდაპირ კავშირშია.
მესამე: უკრაინა თავისი პორტებით გახდება პროექტის პრიორიტეტული წერტილი შავი ზღვის გადაღმა. (ტრამპი ჩქარობს უკრაინაში მშვიდობის მიღწევას და მიაღწევს კიდეც) ხოლო სადაც შავი ზღვის დასავლეთ ნაპირია, ანუ უკრაინა, იქ აუცილებლადაა შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირი, ანუ საქართველო. საქართველო უალტერნატივოა. რატომ არა თურქეთი? იმიტომ რომ მას ევროკავშირობის პერსპექტივა არ აქვს.
ასე რომ საქართველოს შანსი აქვს მანამ, სანამ შანსი აქვს მის ევროკავშირში გაწევრიანებას. ახალი ღრმაწყლოვანი პორტის აგება, რომელიც ტრამპის ერთერთი მთავარი პუნქტი უნდა გახდეს, და თან ევროკავშირის ტერიტორიაზეც იქნება, უკვე გეოპოლიტიკური გადატრიალებაა და საქართველოს აქცევს არა კავკასიიის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე დაცულ ქვეყნად; სადაც ფაშინინი და ალიევი შერიგდნენ, იქ აფხაზეთის რეინტეგრაცია საქართველოს ერთიან წიაღში სრულიად უპრობლემოდ მოხდება.
სიმშვიდის და უსაფრთხოების სანაცვლოდ აფხაზები ულაპარაკოდ მიიღებენ ერთიანობის შეთავაზებას.
შესაძლებლობების ფანჯარა ძალიან ცოტა ხანს იქნება ღია. ამის რეალიზაციას კი ოლიგარქიის დამხობა სჭირდება. ცხადია, კლეპტოკრატ ივანიშვილს არავინ დაასვამს თავზე ამხელა ფულის ნაკადებს, არც ანტიდემოკრატიულ პრორუსულ სახელმწიფოს მიიღებენ ევროკავშირში. (სამწუხაროდ, ასეთია დღეს საქართველო)
ასე რომ, ან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიკეთე, ან ივანიშვილი. ორივე ერთად გამორიცხულია.
ჯერ კიდევ გვაქვს დრო, დაწყევლილი თაობების და სამშობლოს დამანგრევლების სახელით არ ჩავეწეროთ საქართველოს ისტორიაში. უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად, გამბედავად და სწორხაზოვნად!
პ.ს. 4 ნომერი დაგვიკარგავს ახლებს და 5 ნომერი დაუკარგავს ნაციონალურ მოძრაობას. ოღონდ აქვე ვკითხულობ: რა დროს ნომერია?
სამშობლოს ვკარგავთ და სრულიად მეორეხარისხოვანია ყველაფერი დანარჩენი. სამშობლოც უნდა დავიბრუნოთ და ნომრების დროც მოვა.
მთავარია ღირსება არ დავკარგეთ და არ დავკარგეთ ხალხის ნდობა რაღაც გაუგებარი და მოგონილი თვითმმართველობის არჩევნების სანაცვლოდ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved