• რეკლამა
  • კონტაქტი
01:35, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა დარღვევები ვლინდება კლინიკების მონიტორინგის პროცესში? – ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი

ალია ავტორი - ალია
19:08 10-30-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
159

ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ირინე ჯავახაძის თქმით, მიმდინარე წლის განმავლობაში რეგულირების სააგენტო პერმანენტულად ახდენს სამედიცინო ფარმაცევტულ საქმიანობაზე ზედამხედველობას და დარღვევის შემთხვევაში დაწესებულებებს ფინანსური ჯარიმებიც განესაზღვრება. ამის შესახებ მან ჯანდაცვის კომიტეტზე გამოსვლისას განაცხადა.

“74 ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულება არის შემოწმებული, პირველი და მეორე ჯგუფის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების დანიშვნების შესაბამისი ფორმის ელექტრონული რეცეპტის სავალდებულო გამოწერის საკითხებთან დაკავშირებით, 121 სამედიცინო დაწესებულება შემოწმდა, შემოწმების შედეგად რეცეპტის გამოწერის გარეშე გაცემული დანიშნულების ფაქტი 69 დაწესებულებაში გამოვლინდა და გატარდა შესაბამისის ღონისძიებები”, – განმარტა მან.

უწყების წარმომადგენლის ინფორმაციით, შშმ პირის სტატუსის მინიჭების მართლზომიერების საკითხის შესწავლა 33 სამედიცინო დაწესებულებაში განხორციელდა.

“შშმ პირის სტატუსის მინიჭების მართლზომიერების საკითხის შესწავლა 33 სამედიცინო დაწესებულებაში განხორციელდა, სააგენტოს მიერ 75 სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს სახელმწიფო რევიზიის კონტროლი, რევიზიის კონტროლი დასრულდა 52 შემთხვევაში, ხოლო 23 შემთხვევაში მიმდინარეობს და დასრულება უახლოეს მომავალში.

შემოწმების დროს ვლინდება ისეთი ტიპის დარღვევებიც, როგორიცაა – სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან დადგენილზე მეტი თანხის მოთხოვნა ან თანხის მოთხოვნა იმ მომსახურებისათვის, რომელიც არ მიწოდებია პაციენტს, ასევე ვლინდება, რომ პაციენტს თანხას ახდევინებენ ისეთ მომსახურებაში, რომელიც სრულად იფარება პროგრამით, ხშირად ვლინდება სამედიცინო დოკუმენტაციის და სხვადასხვა კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევები და სხვა”, – განმარტავს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

ცნობისთვის: კლინიკებისთვის მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ახალი რეგულაციები შევიდა ძალაში. 2022 წლის ნოემბერში რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები დამტკიცდა, რომლის თანახმადაც რეანიმაციული სერვისის ყველა მიმწოდებელი ვალდებულია, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე უნდა დაეკმაყოფილებინათ. სტანდარტი რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის შესაბამის პირობებს აწესებს, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების კუთხით. სანებართვო პირობების გარეშე, კლინიკას რეანიმაციული მომსახურების მიწოდების უფლება არ აქვს. ძალაში შედის ქირურგიის სტანდარტებიც.

წყარო: ,,ბიემჯი”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved