• რეკლამა
  • კონტაქტი
00:19, ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა დაავადებების გამო გამოცხადდა სკოლა „ფესვებში“ კარანტინი?

ალია ავტორი - ალია
16:16 02-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მდებარე ქართულ-ავსტრიულ სკოლა “ფესვებში” კარანტინი გამოცხადდა. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გავრცელებულ განცხადებაში იმ მიზეზებზეა საუბარი, რამაც სასწავლო პროცესის შეჩერება გამოიწვია.  

„ბოლო დღეებში საგრძნობლად მოიმატა მოსწავლეთა ავადობის მაჩვენებელმა, დღევანდელი მონაცემებით, მოსწავლეთა 42% არ გამოცხადდა სკოლაში სხვადასხვა ტიპის ვირუსული ინფექციის გამო! სკოლამ მიიღო რეკომენდაციები როგორც ვაკე-საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრისგან, ისე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სკოლამ მიიღო გადაწყვეტილება 2020 წლის 13 თებერვლიდან 2020 წლის 18 თებერვლის ჩათვლით შეაჩეროს სასწავლო პროცესი! გაცდენილი აკადემიური საათები ანაზღაურდება“ – ნათქვამია განცხადებაში.

„პრაიმტაიმი“ სკოლის დირექტორს დაუკავშირდა. როგორც მანანა გვრიტიშვილი აცხადებს, ორ მოსწავლეს A და B ტიპის ვირუსი დაუდგინდა, გამოვლინდა ჩუტყვავილას შემთხვევებიც.

„ამჟამად სასწავლო პროცესი შეჩერებულია რამდენიმე დღით. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღეთ, რაც მოსწავლეთა ავადობამ 55% -ს მიაღწია. ყოველდღიურად 10-12 ბავშვის გაბრუნება გვიწევდა სკოლიდან, რადგან ზოგს სიცხე ჰქონდა, ზოგს პირღებინება და ა.შ.

სკოლაში გვყავს ექიმი, თუმცა შეუძლებელია ყველა მოსწავლის გასინჯვა თუნდაც ერთ დღეში. სხვადასხვა ვირუსის მატარებელი მოსწავლე, რომელიც კლასში შედის, ის პოტენციურად აინფიცირებს სხვას. როგორც მშობლებისგან გვაქვს ინფორმაცია, ორ მოსწავლეს დაუდგინდა A ტიპის ვირუსი. იყო ასევე და B ტიპის ვირუსის შემთხვევა და ჩუტყვავილა. ამის შემდეგ დავუკავშირდით რესურსცენტრს, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტს. მათ გვითხრეს, რომ ჩვენი გადასაწყვეტი იყო, შევაჩერებდით სასწავლო პროცესს თუ არა. ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება. გაცდენილი გაკვეთილები მშობლებთან შეთანხმებით ანაზღაურდება მათთვის სასურველ დროს.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved