• რეკლამა
  • კონტაქტი
16:30, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რა დააშავა პამიდორმა? საიდან მოდის ეს ზღაპარი, რატომ “გაუტყდა სახელი”ასე საშვილიშვილოდ?” – მაია ბუწაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:01 10-01-2024
- ახალი ამბები, გურმანი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,908

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი:

ადრე ვწერდი ხოლმე უსაფუძვლოდ “ეჭვმიტანილ” პროდუქტებზე, მაგალითად, ღორის ხორცზე, რომლის აკრძალვას პაციენტებისთვის არავითარი რაციონალური საფუძველი არ გააჩნია (სანამ მეჩხუბებით, გავიმეორებ, რომ ყურადღება ზოგადად ჭარბი ცხიმის მავნებლობაზე უნდა იყოს გამახვილებული და არა მაინცდამაინც ერთ რომელიმე პროდუქტზე, რომელიც თავისთავად სხვა სახეობის ხორცზე მავნე სულაც არ არის).
ახლა კიდევ ერთ პროდუქტზე მინდა ვთქვა, რომელმაც, ვერ გავიგე, ასეთი რა დააშავა, რომ უამრავი პაციენტი მისვამს კითხვას, შეიძლება თუ არაო. ეს არის პამიდორი. ზოგი არც მეკითხება და თავისით იღებს გადაწყვეტილებას, რომ აიკრძალოს და მერე სიამაყით მამცნობენ ხოლმე, რომ თურმე დიდი ხანია პამიდორს არ ჭამენ (ღვიძლის სხვადასხვა დაავადებების დროს). რატომ? საიდან მოდის ეს ზღაპარი და ამ სრულიად უვნებელ და მეტიც, ძალიან სასარგებლო პროდუქტს რატომ “გაუტყდა სახელი” ასე საშვილიშვილოდ?
საქმე იმაშია, რომ საქართველოში ისედაც დიდად ჯანსაღად არ იკვებება ხალხი და ზოგისთვის ბოსტნეულის მიღება მხოლოდ პამიდორის და კიტრის მიღებამდე დადის და ამის აკრძალვა ნიშნავს, რომ ბოსტნეულის მიღება მინიმუმამდე დადის.
პამიდორის მიმართ ეს დაუმსახურებელი დამოკიდებულება ასევე ვრცელდება შემდეგ მის შვილობილ ტომატზე, რომელსაც ასევე ერიდებიან ადამიანი, სრულიად დაუმსახურებლად.
ტომატის სიმჟავე შეიძლება კუჭის წყლულის მქონე ადამიანს გარკვეულად უღიზიანებდეს ლორწოვანს და რაღაც ლოგიკა ამაში იყოს, მაგრამ ღვიძლის დაავადებებთან საერთოდ რა შუაშია?
ეს ისეთივე მოგონილია, როგორც, მაგალითად, ჭარხალი რომ “ღვიძლისთვის კარგია”. კი ბატონო, ჭარხალიც მიირთვით და პამიდორიც, მაგრამ ის, რომ ჭარხალი ღვიძლის ჯადოსნურ აღდგენას ჩაატარებს, ამის არ დაიჯეროთ.
არ ჯობია, ადამიანები კონცენტრირდნენ მართლა მათთვის მავნე ჩვევების მოცილებაზე (მაგალითად, ალკოჰოლი და თამბაქო) და ამ სრულიად გაუგებარ აკრძალვებზე არ გადაიტანონ ყურადღება? საიდან მოდის ეს გაუთავებელი მითები?

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved