• რეკლამა
  • კონტაქტი
02:32, პარასკევი, 10 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა დააბრალა სასამართლომ ამომრჩეველს? – რას წერს ნონა ქურდოვანიძე

ალია ავტორი - ალია
16:34 11-07-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
610

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამფუძნებელი, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.:

დასრულდა ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის გამო საიას საქმეების განხილვა. 29 ოქტომბერს, საიამ ყველა ოლქის (73 ოლქი) წინააღმდეგ დაიწყო სამართლებრივი დავა ხმის ფარულობის დარღვევის გამო და მოითხოვა ყველა ტექნოლოგიური უბნის შედეგების ბათილად ცნობა. ასეთია 2263 უბანი. ჩვენმა საქმემ მოიარა საქართველოში არსებული ყველა საქალაქო/რაიონული სასამართლო. ასეთი სულ 24 სასამართლოა და ორივე სააპელაციო სასამართლო. 

სააპელაციო სასამართლოებმა გამოიტანეს საბოლოო გადაწყვეტილებები. სასამართლოებმა თქვეს, რომ ის, რაც საკუთარი გამოცდილებით იცის დაახლოებით 2 000 000-მა მოქალაქემ, სინამდვილეში არ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ ბიულეტების მეორე მხარეს რჩებოდა მარკერის კვალი (რაც არ უნდა დარჩენილიყო), ამომრჩეველი სათანადოდ მოხერხებული რომ ყოფილიყო, შეძლებდა ბიულეტენის მეორე მხარეს დატოვებული კვალი დაეფარა. 

მიუხედავად ამგვარი გადაწყვეტილებისა, ამ საქმის სხვა შედეგები აქვს:

ყველამ დანამდვილებით იცის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ უზრუნველყო არჩევნების იმგვარი ადმინისტრირება, რომ ხმის ფარულობის უფლება დაცული ყოფილიყო. დაზუსტებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ მომავალი არჩევნები ასეთი ბიულეტენითა და ხმის მიცემის პროცედურით ვეღარ ჩატარდება.

ამ საქმემ სრულად გამოამჟღავნა სასამართლო სისტემის მანკიერებები. 2 000 000-მა მოქალაქემ დაზუსტებით გაიგო, რომ სასამართლო არ არსებობს. სასამართლომ ამომრჩეველს დააბრალა ის, რომ ხმის ფარულობის უფლება არ იყო დაცული. ასეთ სასამართლოს ვერ ექნება საზოგადოების ნდობა. 

ამ საქმემ ასევე დაგვანახა, რომ სისტემა ვერ იქნება დარწმუნებული, რომ კონტროლის მასშტაბების მიუხედავად, არ გამოჩნდებიან თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის მსგავსი მოქალაქეები, რომლებიც გაბედული გადაწყვეტილებებით დაუპირისპირდებიან მას.

ვუსვამთ კითხვას საკუთარ თავს:

იყო თუ არა ამ სტრატეგიით დავა გამართლებული? 

რა მიიღო ამომრჩეველმა ამით? 

დაუბრუნდა ამომრჩეველს საარჩევნო უფლება?

რა სამართლებრივი გაგრძელება ექნება ამ საქმეს?

დაზუსტებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ჩვენ ვიცავდით ამომრჩევლის 90%-ის ინტერესებს, რომლის ხმის ფარულობის უფლება დაირღვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ საქმეზე დავა იყო ჩვენი ვალდებულება. ამ ბრძოლას აუცილებლად ექნება სხვა გაგრძელება. 

აქვე მინდა საიას გუნდს საჯაროდაც ვუთხრა მადლობა. სხვადასხვა ფორმით ამ საქმეში  ჩართული  იყო საიას ყველა თანამშრომელი”

“სასამართლომ არ დაიცვა ამომრჩევლების კონსტიტუციური უფლება” – სააპელაციომ არასამთავრობოების საჩივრები არ დააკმაყოფილა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved