• რეკლამა
  • კონტაქტი
02:08, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რა ჩვენებით დაინიშნა სააკაშვილთან გართულებების ასეთი მაღალი რისკის შემცველი მკურნალობა?” – ნანა გეგეჭკორი

ალია ავტორი - ალია
14:26 02-02-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,000
ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ნანა გეგეჭკორი:
“პროფესიული გული რომ ვერ მოითმენს ისეთ ნიუანსზე მინდა მოგიყვეთ…
ალბათ ბევრმა არც იცის რას ნიშნავს „პარენტერალური კვება“…
ერთი შეხედვით მარტივად ჟღერადი ეს პროცედურა საკმაოდ საშიში რისკების შემცველი, არაფიზიოლოგიური კვების მეთოდია. „პარენტერალური“ – სიტყვა მიანიშნებს რომ ნაწლავების შემოვლით გზას გულისხმობ. პარენტერალური კვების დროს, სიცოცხლისთვის აუცილებელი ნივთიერებების ორგანიზმისთვის მიწოდება ხდება კუჭ-ნაწლავის სისტემის გვერდის ავლით. ამ დროს საკვები პირდაპირ სისხლში ხვდება ცენტრალური ვენური კათეტერით ან პერიფერიულად ჩაყენებული ცენტრალური ვენური კათეტერის მეშვეობით (PICC line, არ ვარ დარწმუნებული რომ საქართველოში საერთოდ გამოიყენება), რომლის დაბოლოებაც პირდაპირ მარჯვენა წინაგულშია.
პარენტერალური კვების ერთ-ერთი ყველაზე საშიში გართულებას ვენური კათეტერის სეფსისი წარმოადგენს, განსაკუთრებით კი სოკოვანი სეფსისი (რომელიც სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა). ასეთი კვებისას კათეტერებს იმაზე ხშირად ვცვლით ვიდრე ჩვეულებრივი ინტენსიური თერაპიის შემთხვევაში. განსაკუთრებული დაცვა სჭირდება ასეპტიკის წესებსაც ამგვარი პაციენტის მოვლისას. გართულებების სია საკმაოდ გრძელია, მათ შორისაა გასტროპარეზი (კუჭის მოძრაობის სრული მოშლა), ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და ასე შემდეგ.
მედიცინის საბაზისო პრინციპია, რომ დიაგნოტიკისა თუ მკურნალობისას გამოყენებული ნებისმიერი მეთოდის და საშუალების სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატებოდეს რისკებს, რათა მიდგომები „გაიდლაინების“ ნაწილი გახდეს და ექიმს ჰქონდეს მათი პაციენტის საწოლთან გამოყენების უფლება. თუ რისკი მნიშვნელოვნად აღემატება სარგებელს, ასეთ პროცედურებს „გაიდლაინებში“ ზიანის კვალიფიკაცია ენიჭება.
როცა ექიმი იყენებს მკურნალობის ოფიციალური პროტოკოლისგან აცდენილ მიდგომებს, ეს ან დანაშაულად ეთვლება, ან ასაბუთებს ეგრეთ წოდებულ “off-label” გამოყენებას, რაც საკმაოდ რთული ამოცანაა, ვინაიდან სერიოზულ არგუმენტაციას საჭიროებს.
დავუბრუნდეთ პარენტერალურ მკურნალობას.
ვინაიდან კვების ეს მეთოდი მაღალ რისკებს შეიცავს, მხოლოდ კრიტიკულად მძიმე ავადმყოფების უკიდურესად შეზღუდულ პოპულაციაში გამოიყენება. სამედიცინო ტერმინოლოგიით არ დაგღლით, დაინტერესებული პირებისთვის “სქრინებს” და ბმულებს აქვე ავაკრავ, უბრალოდ აგიხსნით პრინციპს.
იმისთვის რომ პარენტერალური, ანუ შემოვლითი გზით კვების აუცილებლობა დაადასტურო, ჯერ უნდა დაადგინო, რომ პაციენტს აქვს ენტერალური (ფიზიოლოგიური გზით) კვების უკუჩვენება, ან მალაბსორბციის სინდრომით მიმდინარე რომელიმე დაავადება, რომელიც გამორიცხავს მიღებული საკვების შეწოვას.
პაციენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მთლიანად აგებულია ერთ დილემაზე. იუსტიციის მხარე ამტკიცებს, რომ მას კვების პრობლემები არ აქვს; უბრალოდ გამიზნულად არ ჭამს, თვითდაზიანების მიზნით. დღეს ეს პოზიცია ოფიციალურ ბრიფინგზეც ითქვა და უკვე პირდაპირ გაჟღერდა, რომ კლინიკა ვივამედის დიაგნოზია “თვითდაზიანების მცდელობა”. არ დაუზუსტებიათ საქმე არასუიციდალურ თვითდაზიანებასთან აქვთ, თუ პაციენტს ასევე აღენიშნება სუიციდალური იდეები. ორივე შემთხვევა ფსიქიატრიული დიაგნოზია. თვითნასწავლ ექიმებად გამოცხადებული მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირებმა დიაგნოზი დააზუსტეს და დაამატეს პაციენტი სიმულაციას ეწევაო. ესეც დიაგნოზია შესაბამისი კოდით.
ბოლო ორი დღეა კლინიკა ვივამედი ოფიციალურ განცხადებებში ავრცელებს, რომ პაციენტს შესთავაზეს პარენტერალური მკურნალობა, მაგრამ მან უარი განაცხადა.
ახლა კი ჩემი კითხვა თქვენ; მკითხველებს, კლინიკას, სასამართლოს, ექიმ-პოლიტიკოსებს (კითხვა კი სამედიცინოა, მაგრამ დიაგნოზების დასმა რახან შეგიძლიათ ალბათ კითხვის არსსაც ჩაწვდებით. მითუმეტეს წინასწარ ნიანსები ავხსენი).
რომელი დაავადების სამკურნალოდ შესთავაზეს პაციენტ სააკაშვილს პარენტერალური კვება? ხომ ამტკიცებენ რომ მას კვებასთან დაკავშირებული არანაირი პრობლემა არ აქვს?
რა კონკრეტული ჩვენებით დაინიშნა ამ კონკრეტულ პაციენტთან პარენტერალური კვება?
თუ იუსტიციის სამინისტრო, ვივამედის ექიმებზე დაყრდნობით სასამართლოზე და საჯარო ბრიფინგებზე ამტკიცებს რომ პაციენტს გასტროენტეროლოგიური პრობლემები არ აღენიშნება, არ აქვს კვების არც მექანიკური და არც საკვების შეწოვის პრობლემა, რა ჩვენებით დაინიშნა მასთან გართულებების ასეთი მაღალი რისკის შემცველი მკურნალობა?
ჯერჯერობით არ არსებობს სამედიცინო ლიტერატურა, ან კვლევა, რომელიც დაადასტურებს პარენტერალური კვების, თუნდაც “off-label”გამოყენებას თვითდაზიანების ან სიმულაციის სინდრომით დაავადებულ პაციენტებში. თუ ესაა მათი დაგნოზი და თუ დღევანდელ ბრიფინგში არ მომესმა, მაშინ პარენტერალური კვების დანიშვნა უკიდურესად საშიში სამედიცინო შეცდომაა.
თუ კლინიკა თვლის, რომ ის მსოფლიოში აღიარებული მკურნალობის პროტოკოლების ფარგლებში მოქმედებს და პაციენტ სააკაშვილის შემთხვევაში პარენტერალურ მკურნალობის გამოყენებას კონკრეტული სამედიცინო დანიშნულებით გეგმავს, მაშინ აღიარებს რომ პაციენტს აქვს ენტერალური კვების უკუჩვენება ან რაიმე ტიპის გასტროენტეროლოგიური პრობლემა რომელიც მალაბსორბციით (საკვების შეწოვის შეუძლებლობით) ხასიათდება.
ასეთ აბსურდშია სამწუხაროდ სამედიცინო სისტემა გადავარდნილი.
ახლა კი მკითხველს ვთხოვ, ამ კლინიკურ შემთხვევას მოაშოროს სახელი და გვარი და ცარიელ გრაფაში საკუთარი ან საყვარელი ადამიანის სახელი იგულისხმოს და მერე საკუთარ თავს გასცეს პასუხი კითხვაზე: -თქვენ რომ გახდეთ ავად, გსურთ რომ ასე გიმკურნალონ?
https://emcrit.org/ibcc/food/#total_parenteral_nutrition
შეიძლება იყოს text გამოსახულება
თეგები: ვივამედიიუსტიციის სამინისტრონანა გეგეჭკორი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved