• რეკლამა
  • კონტაქტი
06:03, ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ჩვენება მისცა სასამართლოს გიორგი რურუმ? – “მაინც ამოხეთქავს…”

ალია ავტორი - ალია
16:12 07-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაკავებულმა გიორგი რურუამ სასამართლოს ჩვენება მისცა, რითაც დაცვის მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა.

გიორგი რურუას ჩვენება:

„14 ნოემბერს, როდესაც კენჭისყრაზე ჩააგდეს ინიციატივა, შემდეგ დაიწყო პარლამენტის პიკეტირება. 17-ში დავრჩი პარლამენტის წინ, ჩემთან ერთად იმყოფებოდნენ ჩემი მეგობრები, ჩემი დაცვის წევრები. ოთხ საათზე იყო სხდომა დანიშნული. ჩემს თანხმლებ პირებთან ერთად სახლში წავედი, რომ მოვწესრიგებულიყავი. სადღაც 12 საათს გადაცილებული იყო. ჭიჭინაძის ქუჩაზე მანქანაში ჩავსხედით და წავედი სახლში ბაგების მიმართულებით. გზაში ვერაფერი შევამჩნიე, დაღლილი ვიყავი და ვთვლემდი. ვაკის სასაფლაოს მიმდებარედ გაგვაჩერა პატრულმა, მძღოლს მოსთხოვა საბუთი და სთხოვა გადმოსვლა. მძღოლი რომ გადავიდა, იღება ჩემი კარი – გადმოდით მანქანიდან პოლიციიდან ვართო.

წინ გაჩერდა „მაზდას“ მარკის ავტომანქანა. ამათ პოლიციის ამოსაცნობი ნიშანი არ ჰქონდათ და წამიყვანეს მანქანისკენ. მე ვუთხარი, საბუთი მანახეთ, თუ პოლიციელები ხართ-მეთქი. პირდაპირ ჩამსვეს მანქანაში, ბექა მახარაძე ჩაჯდა და ლევან ადეიშვილი. ვეკითხები, რაზე დამაკავეთ-მეთქი და მითხრეს, ჩვენ არ ვიცითო, მივალთ პოლიციაში და გავარკვევთო. ვუთხარი, ადვოკატთან დამარეკინეთ-მეთქი. ამის შესაძლებლობა არ მომეცა.

როდესაც პოლიციის სამმართველოსთან მივედით, მოვიდა მაღალი ბიჭი, ვინც წინასწარი დაკავების საკანში ჩამიყვანა. გადამიყვანეს და სამოქალაქო შესასვლელიდან შემიყვანეს პოლიციაში. ამ დროს მე გაჩხრეკილი არ ვარ. ავედით ლიფტით მეშვიდე სართულზე. ოთახში შევედით მე, მახარაძე და ადეიშვილი, იქ ორ ქალბატონს უთხრეს, რომ გასულიყვნენ.

ამ დროს შემოვიდა გამომძიებელი ბეროშვილი და დაიწყო ბეჭდვა. შემდეგ მახარაძე და ადეიშვილი გავიდნენ და სხვა პოლიციელი შემოვიდა. ვეკითხებოდი ბეროშვილს, რაზე ვარ დაკავებული. პოლიციელი ხვდებოდა რაშიც იყო საქმე და შერცხვენილი ვერც მპასუხობდა. ხელბორკილი არ მეკეთა და დივანზე ვიჯექი. შემოდის ჩემთვის უცნობი ადამიანი და მთხოვა, გავსულიყავით გვერდზე ოთახში.

ეს ოთახი არის გივი მაისურაძის. იქ დამხვდა სამი უცნობი ადამიანი. მაგიდის თავში იჯდა გიორგი მაისურაძე, როგორც მე ვიცი. ამ სამ პირს ვკითხე, რატომ დამაკავეთ-მეთქი. გივიმ მითხრა, რომ ხომ იცი, შენ პესეემი გქონდაო. მე ვუთხარი, როგორ მქონდა-თქო, მივხვდი რომ იარაღი ჩამიდეს. მითხრეს, დნმ უნდა ავიღოთო, ვუთხარი, ადვოკატს დამალაპარაკეთ-მეთქი, ამის შესაძლებლობა არ მომცეს…

ცოტა ხნის შემდეგ დაიწყო ჩემი ჩხრეკა, ამოვიღე საფულე, საკრედიტო ბარათები, ფასდაკლების ბარათები, პარალონი, მობილური, გასაღები. კიდევ ვუთხარი, დამაკავშირეთ ადვოკატთან-მეთქი. ჩამიყვანეს წინასწარი დაკავების საკანში. მოვიდნენ ადვოკატები, მათ ვუთხარი ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ამიღეს დეენემი-თქო.

ჩვენ გამომძიებელს ვუთხარით რომ დაეწყოთ გამოძიება. პარალონი ჯიბეში მედო და მანქანაში როგორ უნდა აღმოჩენილიყო. ეს ნიშნავს, რომ მანქანაში ჩხრეკა არ ჩატარებულა. პარალონი აქარწყლებს ამ ჩხრეკას. დეენემი უნდა დაეტანათ ირაღაზე, მაგრამ მე მგონია, პირდაპირ ის ჩხირი გაგზავნეს ექსპერტიზაზე.

სასამართლო დადგენილება მოვიდა და მოვიდა პოლიცია. მთხოვეს დეენემის ჩაბარება. მე ვუთხარი, რომ დეენემის უკანონოდ აღებაზე თუ დაიწყებთ გამოძიებას, კი-თქო. მაშინ ის მაინც ქენითო, რომ ფორმალურად წინააღმდეგობას გვიწევთო. კიბატონო-მეთქი. იქ არანაირ წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია, ეს ფორმალობა იყო.

სწორედ ამ პერიოდში იყო „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება და დამოუკიდებელი ჟურნალისტების დახმარებას მოვალეობად მიიჩნევს.

ხელისუფლებამ „რუსთავი 2“ ჩაახშო და თავისუფალი მედია მოგუდა. ამ დროს დაიწყო აქციები. ნიკა ჩემი მეგობარია, ვნახე აქციაზე და ვუთხარი, რამე შეექმნათ და ჩვენც დავეხმარებოდით, რითაც შეგვეძლო. მე და სოფომ გადავწყვიტეთ, რომ ხუთი პროცენტი შეგვეძინა, ნახევარი გავაფორმეთ ჩემს ძმისშვილზე, ნახევარი ჩემზე.
ნიკა რომ მოვიდა ჩემთან სახლში, მითხრა, ესე და ესე ვფიქრობო. მე ვუთხარი, მზად ვარ, შემოვიდე ამ ბრძოლაში-მეთქი.

ვფიქრობდი და ვფიქრობ, რომ ჩვენი დამოუკიდებელი ჟურნალისტები არიან ავანგარდში და ამ ადამიანების დახმარებას მოვალეობად ვთვლი. როდესაც დაკეტეს „რუსთავი 2“, როცა წყალს გადაკეტავ, სხვაგან ამოხეთქავს“

გიორგი რურუას დაკითხვით პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზე გადადის, რადგან დაცვის მხარემ დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევა.

თეგები: გიორგი რურუა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

14:07 08-19-2026
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს

13:43 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved