• რეკლამა
  • კონტაქტი
16:28, სამშაბათი, 30 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ჩაიდინა ომის პარტიის დედამ და ვინ არის ომის პარტიის მამა? – რას ამბობს პრემიერი

ალია ავტორი - ალია
13:56 06-30-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
141

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) “ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო მტრული რეზოლუცია” მიიღო.

ღარიბაშვილი EPP-ის გლობალური ომის პარტიის “დედა პარტიას” უწოდებს და ამბობს, რომ მათ მიერ მიღებული რეზოლუცია შემაფერხებელი ბარიერი იყო ევროპელი ლიდერებისთვის, რათა საქართველოსთვის მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი.

“თუ ვინმემ რაიმე არ გააკეთა სტატუსის მისაღებად და ამ რეკომენდაციის შესრულებისთვის, ეს არის უპასუხისმგებლო ოპოზიცია, ომის პარტია, რომელსაც არ სურს რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ისინი ეწევიან საბოტაჟს, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამის კონკრეტული მაგალითები მინდა მოგიყვანოთ.

შარშან, როცა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ისტორიული მომენტი, როცა ევროპულ საბჭოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება და გადაეწყვიტა, თუ რომელი ქვეყნისთვის უნდა მიეცა სტატუსი. ამ გადაწყვეტილებამდე, ევროპელი ლიდერების შეკრებამდე რამდენიმე კვირით ადრე, მე შეგახსენებთ, რომ მიღებული იქნა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო მტრული რეზოლუცია, ვინ იყო რეზოლუციის ავტორი და ხელმომწერი? ამ რეზოლუციის სპონსორიც, ინიციატორიც და ხელმომწერიც იყო, ვიმეორებ, აი ამ დესტრუქციული ომის პარტიის მთავარი დედა პარტია, ევროპის სახალხო პარტია. კითხეთ მათ, თუ გააკეთეს რაიმე, ან საჯარო მოწოდება, ან თხოვნა ან დემარში ასეთი ისტორიული გადაწყვეტილების მიღებამდე, ასეთი უსამართლო, დაუმსახურებელი რეზოლუციის მიღება იქნებოდა შემაფერხებელი ბარიერი ევროპელი ლიდერებისთვის, მათ შორის სკეპტიკურად განწყობილი ლიდერებისთვის.

ჩვენ კონკრეტული ფაქტები მოგვახსენეს ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა, კონკრეტულ გვარებზეც იყო საუბარი. როდესაც, როცა ჩადიან ჩვენი უპასუხისმგებლო ოპოზიციის წარმომადგენლები და სთხოვენ, აღარც მალავენ, საჯაროდ აცხადებენ, რომ არ უნდა მიიღოს სტატუსი საქართველომ “ქართული ოცნების” პირობებში. თქვენ წარმოგიდგენიათ, რამდენად დიდი ღალატია ეს ჩვენი ეროვნული ინტერესების და ჩვენი ხალხის ინტერესების”.

მისივე თქმით, იგი გონივრული და ბრძნული გადაწყვეტილების მოლოდინშია საქართველოს ევროპელი პარტნიორებისგან. მას არ უთქვამს, ვინ არის ომის პარტიის მამა პარტია, არც ომის პარტიის ოჯახის სხვა წევრებზე გაუმახვილებია ყურადღება.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

16:49 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved