• რეკლამა
  • კონტაქტი
22:07, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ბედი ელის აბიტურიენტს, რომელსაც მაღალი ტემპერატურა ექნება და რა შემთხვევაში მოიხსნება გამოცდიდან?

ალია ავტორი - ალია
15:36 06-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

ეროვნული გამოცდები კორონავირუსის პანდემიის პირობებში – უწყებათაშორისმა საბჭომ განსაზღვრა წესები და პირობები, რომლებიც ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო და საგრანტო გამოცდების დროს უნდა იყოს დაცული.

  • თუ გამოცდის წინა დღეებში გამოსაცდელს ტემპერატურა ექნება, PCR ტესტის შედეგი უნდა წარადგინოს

კერძოდ, თუ გამოცდის დღეს 37°C ან მეტი ტემპერატურა გექნებათ, 15 წუთში სიცხეს ხელახლა გაგიზომავენ ვერცხლისწყლის თერმომეტრით. თუ ტემპერატურა ისევ დაგიფიქსირდებათ, გკითხავენ, გაიკეთეთ თუ არა გამოცდამდე არაუმეტეს 2-3 დღით ადრე PCR ტესტი. თუ გექნებათ PCR ტესტის პასუხი, რომელიც ადასტურებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული არ ხართ, გამოცდის დასაწერად შეგიშვებენ ჩვეულებრივ დარბაზში, სხვა გამოსაცდელებთან ერთად. მაგრამ, თქვენი შემთხვევა აღინიშნება შენიშვნით, რომელსაც მომდევნო გამოცდაზე უნდა მიექცეს ყურადღება.

თუ გამოცდამდე არაუმეტეს 2-3 დღით ადრე PCR ტესტი ჩატარებული არ გაქვთ, საგამოცდო ოთახში დაშვების საკითხს, ექიმი გადაწყვეტს, რომელიც თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას შეაფასებს. ასეთ შემთხვევაში:

  • თუ სიცხის გარდა არ გექნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი, (ხველა, ცემინება, სურდო, ქოშინი) ჩვეულებრივ საგამოცდო სექტორში შეხვალთ;
  • იმ შემთხვევაში თუ 37°C-დან 37,4°С-მდე ტემპერატურასთან ერთად რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი გექნებათ, მაშინ ცალკე სარეზერვო ოთახში შეგიყვანენ, სადაც დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან დაწერთ გამოცდას. თქვენი მაგიდა ორმეტრიანი რადიუსის დაცვით იქნება დაშორებული ამავე ოთახში არსებულ სხვა მაგიდებთან. (უწყება გირჩევთ, რომ ასეთ შემთხვევაში, მომდევნო გამოცდის წინ PCR ტესტი ჩაიტაროთ)
  • თუ 37,5°C ტემპერატურა გექნებათ (რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც) ცალკე სარეზერვო ოთახში შეხვალთ, სადაც დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან იგივე წესებით განთავსდებით, რომელზეც ზევით დავწერეთ. თქვენთვისაც რეკომენდირებულია მომდევნო გამოცდამდე ტესტის გაკეთება.

თუ ტემპერატურა 37,5°C-ზე მაღალი დაგიფიქსირდებათ და ამავდროულად, არ გექნებათ PCR ტესტის უარყოფითი შედეგი, მოისნებით გამოცდიდან და უნდა მიმართოთ 112-ს. მაგრამ თუ ამავე ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, გექნებათ 2-3 დღით ადრე ჩატარებული PCR ტესტის კოვიდუარყოფითი პასუხი, მაშინ თქვენს მდგომარეობას ექიმი შეაფასებს და რესპურატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, ჩვეულებრივ საგამოცდო ოთახში გაგიშვებთ. რომელიმე რესპირატორული სიმპტომის დაფიქსირების შემთხვევაში კი სარეზერვო ოთახში, დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან. ასეევე, მოგიწოდებენ, რომ მომდევნო გამოცდამდე მიმართოთ ოჯახის ექიმს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ კი განაცხადა, რომ ტესტის ჩატარება უფასოა:

„თუ გამოცდებამდე რამდენიმე დღით ადრე აბიტურიენტს აქვს სიმპტომები – მომატებული ტემპერატურა 37-დან ზემოთ, აქვს ხველა, სუნთქვის გაძნელება, რა თქმა უნდა, მან უნდა მიმართოს პირველად ჯანდაცვის, ანუ ოჯახის ექიმს და ოჯახის ექიმის რჩევით იქნება ის შემდგომ გამოკვლეული და ასეთი ადამიანი იქნება რეფერირებული PCR კვლევაზე და მას ჩაუტარდება. ჩვენ სახელმწიფო და კერძო დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამას რა თქმა უნდა, აბიტურიენტებისთვის უფასოდ, ყოველგვარი გადასახადის გარეშე ჩავატარებთ, მათ ამისთვის არ ექნებათ არავითარი ფინანსური ტვირთი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved